მოგესალმებით ფორუმის წევრებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი სტომატოლოგთან -ორი კარიესით ქვედა მე-7 და მე-8 კბილზე.კარიესები იყო ღრძილის გაყოლებაზე, არ მტკიოდა არც ისე და არც ცივ წყალზე ან მაგალითად საკვებზე, ხილზე... ექიმმა ბორმანქანით დაამუშავა და დაბჟინა და 20 წუთში გამომიშვა. შინ დაბრუნებულმა ბჟენები დავათვალიერე,( ჩემმა მეუღლემაც იგივე მითხრა) და შევნიშნე, რომ სადაც კარიესი იყო იმ ზოლზე(ასე ვთქვათ) შავად დაფერილია ბჟენის სქელი ფენა. ბჟენების ფერი და ფორმა არ ჰგავს ჩემს კბილს, ხოლო კბილებს შორის სადაც ასევე იყო კბილთაშორის კარიესი, ისევ სიშავეა და თითქოს ისევეა დაუმუშავებლად ქსოვილი დატოვებული. ექიმს დავურეკე და ვკითხე ასე უნდა იყოს მეთქი . დიახო, მეტი ქსოვილი არ მოვხსენი ,თორემ მერე არხი გახსნა მომიხდებოდაო, - კარიესი არ წავა მეთქი ,-არაო.მსგავსი ბჟენი არასოდეს მქონია -შავი კარიესული ნაწილი გადაელესათ, არც ასეთი უშნო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარიესიანი კბილები არ მტკიოდა ახლა კი,, დაბჟენილები,, მაწუხებს: ხილზე მტკივა, ცივ წყალზე , ტკბილზე, ლიმონიან უშაქრო ჩაიზეც კი... ვერ ვღეჭავ , რბილ საკვებსაც კი, აშკარად ბჟენი მაღალია და მოკლედ თავიდან გასაკეთებელია ორივე კბილი.

დაზღვევა მაქვს და პროვაიდერ კლინიკაში ვიყავი, თბილისის ცენტრში ნაქებ კლინიკაში.
* * *
კითხვა კი ისაა, როგორ მოვიქცე, ცხადია, იმ ექიმს არ მივაკითხავ- გამოასწორე შენი ნაკეთობა მეთქი,როგორღა ვენდობი სხვასთან უნდა მივიდე, ..თავიდან ბურღონ ცოცხალი კბილები ,თავიდან ვიხადო თანხა. რაიმე კანონი მიცავს ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო,
ქმედებისგან .
This post has been edited by Tasunia on 8 Jul 2018, 02:38