გამარჯობათ იმედია კითხვას სწორ ადგილას ვწერ და პასუხსაც მალევე მივიღებ გამოცდილი ადამიანებისგან რის გამოც წინასწარ მადლობას გიხდით .

ესეგი რა მაინტერესებს კბილი მაკლია რომლის ჩასმაც მინდა იმპლატანტით ანუ ფესვის მაგიბრად ბოლტი რო აქ ჩემ ენაზე რა

ხო და რაც დავძებნე ქართულ ინტერნეტ სივრჩეში მაგ თემაზე სიახლეები ყველგან პირდაპირ წერია ძალიან არა სასურველი უკუ ჩვენებები და იმაზე არაა საუბარი არსად თუ ეს პროცენტულად რამდენად ხშირია ან ეს გამართლებაზეა თუ რაზეა ვეგაღ გავიგე . უფრო უკეტესად რო გაიგოთ ერთ ერთი საიტიდან გავაკეთებ ციტირებას .
უკუჩვენება:
დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:
ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტის არაკომპენსირებული ფორმა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.
დენტალური იმპლანტაციის შედარებითი (გადაჭრადი) უკუჩვენებები:
პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.
აი ეს ყველაფერი ეგრევე წერია და არაფერი არ წერია ამისგან რამდენად დაძღვეულები ვართ პაციენტები იქნებ უპრო უკეტესად ამიხსნას ვინმემ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი