მე ეფლ დენტში არა მაგრამ, მივედი სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფში, ესე ქვია
არის ვაჟაზეც და ხეთაგუროვზე
მე ვაჟაზე დავდივარ და ყოველ მეორე დღეს მივდივარ პლომბებზე
2 სიბრძნის კბილი ამოვიღე, რომლის ექსტრაქციაც იმ 172 ლარში არ შედიოდა, და ერთხელ 21 ლარი გადავიხადე, მეორეჯერ 31 რადგან ნაკერებიც დამადეს
მომსახურებით რავი კმაყოფილი ვარ, მეტ-ნაკლებად, ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ, ერთხელ ვიყავი 11 კლასში ქვების გაწმენდაზე და იმის მერე ეხა მივედი პირველად
ერთადერთი რაც არ მომეწონა, ისაა რომ ერთ ოთახშია ორთოპედიც, ქირურგიც და თერაპევტიც და ხანდახან 3 პაციენტი ერთდროულად არის ოთახში, სხვადასხვა ექიმთან
ნუ შეიძლება ესეც უნდა იყოს, არ ვიცი მაგრამ მე არ მსიამოვნებს ნაღდად სხვისი ნერწყვგამწოვის ხმა და დორბლების ფურთხება

წესით არ უნდა იყოს ეგრე, ჩემი აზრით
ყველა ექიმი სერტიფიცირებულია და საკმაოდ თავაზიანია და არანაირი დისკომფორტი არ მაქვს პროცესის დროს
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII