გამარჯობა იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და რამე სასარგებლო რჩევა მომცეს
წლის დასაწყისში ქვედა ყბის მარჯვენა უკანა მხარეს გამიჩნდა აბსცესი, პროცესი დაიწყო შემდეგნაირად: ამტკივდა კბილები (მქონდა ეს კბილები სამკურნალო) გამყუჩებელს ვსვავდი რამდენიმე დღე მაგრამ საშინელი ტკივილები მქონდა, მივედი სტომატოლოგთან დავიწყე ამ უკანა ორი კბილის დაპლომბვის პროცესი მაგრამ უკვე მომდევნო დღეებში შემისივდა მარჯვენა ყბის ქვედა მხარე სტომატოლოგმა რომ ნახა შესიებული ადგილი (ეს იყო მარჯვენა ქვედა ყბის უკანა მხარეს მაგრამ კბილებისგან მოშორებით რბილ ქსოვილში) პატარა პროცედურით გაჭრა და გადმომივიდა უამრავი ჩირქი ეცადა რომ მაქსიმალურად გამოეყვანა ჩირქი, ვიფიქრე რომ პრობლემა მოგვარდა მაგრამ არა, ჩირქდენა გაგრძელდა იგივე ადგილმა დაიწყო შესიება მომიწია ნემსით ჩემით გაჩვრეტა იმ ადგილის და ჩირქის გამოყვანა, ნემსი კარგად დავამუშავე სპირტიში და ისე, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე ძალიან დიდი რაოდენობით ჩირქი მომდიოდა ამ ჩემი გაჩვრეტილი ადგილიდან, როგორც კი ჩირქს გამოვიყვანდი ხელის მიჭერით (ბოლოს გამოდიოდა სისხლი უკვე) 1 საათში უკვე სავსე იყო თითქმის, მოკლედ ერთმა სტომატოლოგმა ვერ მიშველა მეორესთან როდესაც მივედი და უკანა კბილზე გადმიღო 3 რენტგენი მითხრა რომ რაღაც ჩანდა და 3დ სკანერი უნდა გადამეღო წავედი თბილისში გადავიღე სკანერი და ექიმმა აღმოაჩინა კისტა, გადამამისამართეს შესაბამის საავადმყოფოში და 1 თვიანი დაფინანსების მოლოდინში გავიკეთე კისტის ოპერაცია ამ კბილების ამოღებით და ხელოვნური ძვლის ჩასმით, ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 1 თვეში დაახლოებით იმ ადგილიდან სადაც ნემსით გავიხვრიტე დაიწყო რაღაც თეთრმა სითხემ დენა, და შესიება ლოყის რბილ ქსოვილში არაფრით არ ჩაცხრა მაქვს ამობურცული, მივედი ისევ ექიმთან გამიჭრა კიდევ ერთხელ ნახა რომ იქ სადაც ოპერაცია გაკეთდა არ იყო ჩირქი ამოასუფთავა, დავდიოდი ტამპონებს ვიცვლიდი და ა.შ მაგრამ დენა არ შეწყდა, შემდეგ რბილ ქსოვილზე გადავიღე ეხოსკოპია აღმოჩნდა რაღაც ანთებითი პროცესი რაც ეხომ აჩვენა ექიმმა იმ ადგილას რბილი ქსოვილი გაჭრა ამოასუფთავა ყოველდღე ასევე დავდიოდი და ყველანაირად მუშავდებოდა, დენა არც ამ პროცედურის შემდეგ შეწყდა, ახლა უნდა გავიკეთო ხელახალი ოპერაცია. ვინმეს მსგავსი მიახლოვებითი შემთხვევა ხომ არ გქონიათ? მოკლედ ეს თეთრი სითხე რაც მოდის ჯერ სუნი არ აქვს მაგრამ თუ დაგროვდება შემდეგ ჩირქის მყრალი სუნი აქვს და მოყვება სისხლიც, ვერანაირად ვერ მოვირჩინე ეს აბსცესი. ვერც კერა დადგინდა და ვერაფერი. 3 დ სკანერი მეორეთაც გადავიღე მაგრამ იქ არ ჩანს რამე საგნგაშო, ჩატარებულია ბიოფსიაც და კიბო გამორიცხულიაო ექიმმა, არანაირი ანტიბიოტიკი არ მშველის მოკლედ ცუდ დღეში ვარ და იქნებ რამე მირჩიოთ.