რა არის აკვარიუმი? ან guide for newbiesპირველ რიგში, ეს არის ჩაკეტილი სისტემა, შუშაში მოთავსებული ბუნების პატარა ნაჭერი, რომელშიც პატრონის სურვილებისამებრ ბინადრობენ და მრავლდებიან თევზები, ლოკოკინები და სხვა მოლუსკები, წყლის მცენარეები და ა.შ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აკვარიუმს მინიატურული ტბა, მდინარე ან ზღვა ვუწოდოთ.
პირველი დანახვით ეს საკმაოდ მარტივი სისტემაა, მაგრამ ამ სფეროში ჩაღრმავებისთანავე აკვარიუმისტი ნელნელა ხვდება, თუ რამდენად რთულად და საინტერესოდ არის იგი მოწყობილი.
აკვარიუმის შერჩევადავუშვათ, რომ გადაწყვიტეთ აკვარიუმის დადგმა. გებადებათ კითხვა - ”როგორი აკვარიუმი დავდგა?”. რა თქმა უნდა პირველ რიგში აკვარიუმის ზომა განპირობებული იქნება მისი მოთავსების ადგილის ზომებზე. თუმცა ბევრი დამწყები უპირატესობას ანიჭებს მრგვალ და პატარა აკვარიუმებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მოვლა უფრო ადვილია. ეს ასე არ არის! მრგვალი აკვარიუმი როგორც საჭირო აპარატურის დამაგრების და განთავსებისთვის მოუხერხებელია, ასევე თევზების ცქერისას მათ ამახინჯებს. მცირე მოცულობის აკვარიუმში კი ბევრი თევზის გაშვება უკვე არარეალურია. გარდა ამისა ამას მოჰყვება სხვა მრავალი პრობლემა (თევზების არჩევანის შემცირება, მათი მოვლის გართულება და ა.შ).
ამიტომ, დამწყებებისთვის ოპტიმალურია მართხუთხა ფორმის აკვარიუმი, მოცულობით 70-100 ლიტრი.
აკვარიუმის დადგმა, საჭირო აპარატურის დაყენება და გაშვებააკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე დადგმა. აკვას მოთავსებამდე, კარგი იქნება მის ქვეშ პენოპლასტის ან რაიმე ნაჭერის დადება.
ეხლა, როცა ავკა მოთავსებულია თავის კუთვნილ ადგილზე, ფსკერზე ვყრით გრუნტს (კენჭებს), შემდეგ ვასხავთ წყალს. ამის შემდეგ ვამაგრებთ ფილტრს, რომელიც მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, და ვრთავთ მას. თუ თბილი წყლის თევზების ყოლას აპირებთ, მაშინ აგრეთვე გამათბობლის დაყანებაა საჭირო.
ბევრი აკვარიუმის თევზისთვის ოპტიმალურია 25-26 °С წყალი, ამიტომ გამათბობლის სკალის მიხედვით ვანეყებთ ტემპერატურას 25-26 გრადუსზე.
ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გაუშვას მომავალი ბინადრები, რაც ხშირად აკვარიუმისტისთვის პირველი და თევზისთვის ბოლო შეცდომაა. თევზების გაშვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის, ან კვირის მოცდაა საჭირო, სანამ გრუნტში და წყალში დასახლდებიან და გამრავლდებიან საჭირო სასრგებლო ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.
თევზების გაშვების დროს თვითონ შეატყობთ. პირველ დღეებში წყალი აკვარიუმში აიმღვრევა, გახდება არაგამჭირვალე, რაც ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით აიხსნება, შემდეგ კი 2-3 დღეში გაიწმინდება. ამ პროცესს აკვარიუმის გაშვება ჰქვია. ეს კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.
თევზების არჩევათევზების ყიდვამდე, კარგი იქნებოდა თუ დასაწყისისთვის ინტერნეტში ან ნაცნობ აკვარიუმისტებთან დაათვალიერებდით თევზებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდით თევზების არჩევანში. ყველაზე მთავარია, რომ ერთ აკვარიუმში მაცხოვრებელი თევზები დაახლოებით ერთნაირი ზომის იყვნენ, რადგან იმის მიუხედავად, მტაცებელი თუ არა თევზი, პირში რაც ჩაეტება ყველაფერს ჭამს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ერთბაშად ბევრი თევზი ნუ მოგყავთ. დასაწყისისთვის დაიკმაყოფილეთ თავი 4-5 თევზით, წყლის მცენარეებით და ლოკოკინებით (თუ გსურთ). შემდეგ უკვე ბინადრების მომრავლებაზე შეიძლება ფიქრი.
თევზების მოვლათევზების მოვლა შესდგება მათი ჭმევისგან და წყლის ცვლისგან.
საკვებიდან ყველაზე პოპულარულებია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები. მაგალითად ტეტრა რუბინი, ტეტრა პრო ქოლორი (რომლებიც შეიცავენ ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს - კაროტნოიდებს, რომლებიც წითელი ფერის თევზს უფრო მკვეთრ ფერს აძლევენ), ტეტრა მინი (ვიტამინიზირებული საკვები), ტეტრა ფილი და ტეტრა პრო ვეჯითეიბლი (მცენარეული საკვები) და ა.შ. თქვენს წყლის ბინადრებს სავარაუდოთ ჩამოთვლილთაგან ყველა დასჭირდება, აი რომელი და რა სიხშირით უნდა აჭამოთ, ეს უკვე თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. აგრეთვე კარგია რაციაონის ცოცხალი საკვებით გამდიდრება - მოტილი (კოღოს ჭუპრები), ტრუბოჩნიკი, დაფნია. ჭმევამდე პირველი ორის დამუშავებაა საჭირო. მოტილს 1-2 წუთით მარნგანცოვკის სუსტ ხსნარში რეცხავენ, რის შემდეგ ათავსებენ ჯამზე ან სხვა რამეზე და საყინულეში ყინავენ. თევზებისთვის მიცემამდე გაყინულ ნატეხს წყალში ალბობენ, შემდეგ წყალს აქცევენ და დარჩენილ ჭუპრებს აკვარიუმში ყრიან.
ტრუბოჩნიკის შენახვა ხდება სხვანაირად - იღებენ ჯამს, ყრიან შიგ ტრუბოჩნიკს და გამდინარე წყლის ქვეშ დგავენ. როცა ტრუბოჩნიკი გაიწმინდება, ის მუქი ფერის მაგვირად ვარდისფერი გახდება (ამისათვის დაახლოებით 1 კვირაა საჭირო), აი ეხლა კი უკვე შეგიძლიათ აჭამოთ თქვენი აკვას ბინადრებს.
ცოცხალი საკვების ჭმევა სისტემატური სახის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ძირითადად მშრალი მიაწოდეთ თევზებს, ცოცხალი კი კვირაში 2-3 ჯერ.
წყლის ცვლა - რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობიანია წყლის ცვლა.
თევზების სახეობებიაქ ჩამოვწერ ყველაზე პოპულარულ და დამწყებებისთვის რჩეულ თევზებს.
პირველ რიგში რა თქმა უნდა ესენი არიან
გუპია, კუდმახვილა და მოლინეზია.არც ერთ მათგანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. დღეში 2ჯერადი კვება, წყლის სტანდარტული ცვლა, ტემეპრატურა 25-26 °С, სულ ეს არის. სამივე ჩამოთვლილი ცოცხალმშობიარეა. აკვარიუმის მოცულობა 60 ლიტრიდან ზემოთ 10-15 თევზზე.
არ შეიძლება არაფერი არ ვთქვათ ცივი წყლის
ოქროს თევზებზე და მათ ნაირსახეობებზე -
ტელესკოპი, კომეტა, ლომთავა, ვუალისებრი და ა.შ. წყლის ტემპერატურა დიდ როლს არ თამაშობს, მთავარია 25-ზე ზემოთ არ ავარდეს. 2 ცალზე მინიმუმ 80 ლიტრიანი აკვაა საჭირო. კვება დიდი რაოდენობით მცენარეულ საკვებს უნდა მოიცავდეს. რომელის წყლის მცენარის გახარება მათთან ძალიან რთული საქმეა.
ბარბუსები - სუმატრული, მუტანტი, ცეცხლოვანი, შუბერტის ბარბუსი, ყველანი არიან აზიური ჯგუფური თევზები. ამიტომ. კომფორტულად რომ იგრძნონ თავი, საჭიროა მათი ჯგუფი მინიმუმ 5-6 თევზისგან. ბარბუსები ცელქები არიან, ამიტომ არ არის დეკომენდებული მათი გრძელკუდიან-ფარბლებიან თევზებთან მოთავსება, იმიტომ რომ დაუძიძგნიან ფარფლებს. ტემპერატურა 25-26 °С. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 50 ლიტრი 10 ცალზე.
ანცისტრუსი - იგივე ”პრისოსკა ლოქო”, ”მწმენდავი”. ლოქო, რომელიც იკვებება ბაქტერიული და წყალმცენარეული ნადებით, ამიტომ მისი ცალკე კვება საჭირო არაა. კარგად გრძნობს ნებისმიერ კომპანიაში და თევზებს არ ავნებს. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 40 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.
სკალარია - ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური თევზი. ბარბუსებისნაირად, არ არის რეკომენდებული მისი გრძელფარფლიან თევზებთან ყოლა. სასურველი მაღალი აკვარიუმი (45 სმ და ზემოთ), რადგან თევზი ძირითადად სიმაღლეში იზრდება. მინიმალური მოცულობა - 100 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.
გურამი - აზიური ლაბირინთოვანი თევზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟანგბადით ღარიბ წყალში შეუძლია ბინადრობა. დანარჩენი იგივე, რაც სკალართან.
დანიო - ჯგუფური თევზი. ძირითადად გვხდება ხელოვნურად გამოყვანილი ვარდისფერი დანიო და დანიო-რერიო. წყლის ტემპერატურა 22-23 °С თუმცა 25-26 -ზეც მშვენივრად გრძნობენ თავს. აკვარიუმის მინ. მოცულობა 6-7 თევზის ჯგუფზე 50 ლიტრი.
ლოკოკინები - ამპულარიები, კატუშკები და მელანიები. აკვარიუმში საჭმლის ნარჩენების, დამპალი მცენარეების და ბაქტერიული ნადების ჭამით სანიტარების როლს ასრულებენ. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. არ უყვართ ”ძველი” ანუ რბილი და მჟავე წყალი, რომელშიც ნიჟარის აშენებისთვის საჭირო კალციუმის ნაკლებობაა. ამპულარია სუნქავს ატომსფერული ჰაერით და აკვარიუმიდან გაქცევა შეუძლია, ამიტომ საჭიროა აკვას დაფარვა.
აკვარიუმის წყლის მცენარეებიაკვარიუმის წყლის მცენარეების ნორმალური ზრდისთვის, ისევე როგირც სხვა დანარჩენი მცენარეებისთვის, საჭიროა ოთხი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი:
1. წყალი და მასში გახსნილი მინერალები;
2. საკვები ორგანული ნივთიერებები;
3. განათება;
4. ნარშიროჟანგბადი (CO2).
მოდით განვიხილოთ ყველა კომპონენტი ცალ-ცალკე. დავიწყოთ წყლით.
წყალისხვადასხვა წყლის მცენარეებისთვის საჭიროა განსხვავებული წყალი(რბილი, ხისტი, მჟავე და ა.შ). ჩვენი ონკანის წყალი საშუალო სიხისტისაა, ანუ ნეიტრალურია და უხდება წყლის მცენარეების უმეტესობას. მცენარეების ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალში გახსნილი მინერალების არსებობა. რაც უფრო ძველია აკვარიუმის წყალი, მით უფრო ნაკლებ მინერალებს შეიცავს ის. ამიტომ გაშვებულ აკვარიუმში დამყარებული ბიოლოგიური ბალანსით საჭიროა წყლის გამოცვლა როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ.
საკვები ორგანული ნივთიერებებიწყალში არსებული ორგანული ნივთიერებები წარმოდგენილია ორი სახით: გახსნილი და ფსკერზე დალექილი. წყალში გახსნილი ორგანიკა- ეს არის ნიტრიტი და ამიაკი, რომელიც მიიღება ცხოველმყოფელობის პროდუქტების ნარჩენების ხრწნის შედეგად. ყველა ეს ნივთიერება დიდ კონცენტრაციებში ძალზედ მავნეა თქვენი აკვარიუმის ბინადრებისათვის. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კვირაში ერთხელ წყლის გამოცვლასთან ერთად გრუნტის სიფონება და ამით დაუშლელი ნაწილაკების მოცილება. ამ გზით ხელს ვუშლით მავნე წყალმცენარეების გაჩენას, რომელთა მოშორება საკმაოდ რთული პროცესია. ხოლო ნარჩენ ორგანიკას მცენარეები თვითონ ”ამოწოვენ” ფესვების მეშვეობით.
განათება და CO2იმისათვის, რომ მცენარეებმა შეძლონ ორგანიკის გადამუშავება, ახალი ფოთლების გაშვება და უბრალოდ ზრდა, მათ ესაჭიროებათ განათება და CO2. მცენარეთა უმეტესობა საჭიროებს მძლავრ განათებას (არანაკლებ 0,5 ვატ/ლიტრი). მაგრამ არსებობს ჩრდილგამძლე სახეობეი (ანუბიასი, იავანური ხავსი, და ა.შ). შუქზე წარმოებს ფოტოსინთეზი, რომლის გაუმჯობესებისთვის აკვარიუმში აწვდიან CO2-ს. აღსანიშნავია, რომ CO2-ის მიწოდება მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს აკვარიუმში მცენარეების საკმაო რაოდენობაა და ასევე მძლავრი განათება, წინააღმდეგ შემთხვევაში აკვარიუმში შეიძლება მოხდეს არასასურველი წყალმცენარეების აფეთქება.
თქვენ იკითხავთ: როგორ მივაწოდოთ CO2? ეს ძალიან მარტივია. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
1/3 ლიტრი წყალი, 4 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი კრახმალი, 2 ჩაის კოვზი საფუარი.
ვიღებთ ლითონის ჭურჭელს, ვასხამთ წყლის, შაქრის, სოდას და კრახმალის მოცემულ რაოდენობას. ერთმანეთში ვურევთ ინგრედიენტებს და ვდგამთ ნელ ცეცხლზე, ამასთან ერთად საჭიროა ხშირად მორევა. ძალიან მალე ჩვენი ნარევი იწყებს შესქელებას და ბუშტუკების გამოშვებას. ამის შემდეგ ამ მასას ვაჩერებთ ცეცხლზე 1-2 წთ და შემდეგ ვდგამთ წყლის ქვეშ. ნარევის გაცივების პერიოდში, წყლით სავსე 100 გრამიან ჭიქაში ვასხამთ 2 ჩაის კოვზს საფუარს და ვურევთ ერთმანეთში. ოდნავ გაცივებულ მასას ვასხამთ 1-1,5 ლიტრიან ბოთლში, ზედ ვაქცევთ 100 გრამიანი ჭიქის შემცველობას, მჭიდროდ ვაფარებთ თავსახურს გაყრილი შლანგით და მასზე წამოცმული გამაფრქვეველით (რასპილიტელი) და ვდგამთ აკვარიუმის გვერდით. 1-2 დღის შემდეგ ჩვენი მასა იწყებს ბუშტუკების გამოშვებას. ერთი დატენვა ყოფნის 1-3 კვირას, რაც დამოკიდებულია ტემპერატურაზე. რაც უფრო მცირე ზომისაა გამაფრქვეველი (რასპილიტელი), მით უფრო წვრილია CO2-ის ბუშტუკები, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უფრო კარგად იხსნება წყალში და მცენარეები მას ითვისებენ უფრო ადვილად და დიდი რაოდენობით. ამაზე მეტყველებს მცებარეების ფოთლების უკანა მხარეზე ჟანგბადის წვრილი ბუშტუკების გაჩენა.
თუ ვერ მიხვდით, აგერ საბოლოო პროდუქტის ვიდეო:
ციხლიდებიციხლიდები არიან თევზები ქორჭილების ოჯახიდან. მათ აქვთ განსხვავებული ზომა, შეფერილობა, აგრეთვე ფორმა.მათ მიეკუთვნებათ ისეთი თევზები, როგორიცაა: ქორჭილებისმაგვარი ციხლები (Cichla ocellaris), ღორჯოს მსგავსი აფრიკული ტანგანიიკოდუსები, ერეთმოდუსები და იულიდოხრომისები (Eretmodus, Tanganyikodus, Julidochromis), ზღვის თევზებივით ჭრელი მალავის ციხლიდები, უზარმაზარი ამერიკელები და მფრინავი პეპელას მსგავსი პატარა პაპილიოხრომისები. ყველა მათგანი ციხლიდია და სხვა თევზებისგან განასხვავებით მათ ახასიათებთ რთული ქცევა.
ციცხლიდების სახეობების განხილვამდე, მინდა ავღნიშნო, რომ ისინი დაყოფილნი იქნებიან ცხოვრების არეალის გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.
აფრიკული ტბების ციხლიდებითითქმის ყველა აფრიკული ციხლიდი, რომელიც შემოდის ექსპორტზე წარმოადგენს შავი კონტინენტის 3 უდიდესი ტბის (ვიქტორია, ტანგანიიკა და მალავი) ბინადარს.
მე-20-ე და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ამ პოპულარული თევზების შესწავლა დაიწყეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორიცაა ედ კონინგსი, ბულანჟე, თრუეივასი, ბულანჟე, ბარტონი, რომლებმაც აღწერეს დღეისათვის ცნობილი ციხლიდების სახეობათა უმეტესობა.
თავდაპირველად, მოდით გავეცნოთ ამ 3 ტბის მახასიათებელს.
ამ ტბებში არსებული წყალი ძალიან ხისტია, ამიტომ აკვარიუმში აფრიკული ციხლიდების ყოლის დროს დაუშვებელია დაბალი სიხისტის წყალი, რადგან ის იწყებს რიგ სიმახინჯეებს თევზების შთამომავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად წყალში ამატებენ სოდას, ხოლო გრუნტის სახით იყენებენ დაქუცმაცებულ მარმარილოს. მაგრამ ეს საფრთხე არ ემუქრება ქართველ აკვარიუმისტებს, რადგან ჩვენი ონკანის წყალი გამოსადეგია აფრიკული ციხლიდების ყოლისთვის და გამრავლებისთვის.
ახლა კი, თუ შევხედავთ ტბების წყალქვეშა ლანდშაფთს, ჩვენ ვერ შევნიშნავთ ხშირ მცენარეულობას, არამედ მხოლოდ ქვიშას, ნიჟარებს და დიდ ლოდებს. წყალმცენარეების დაფარული ლოდები კვებავენ თევზებს და წარმოადგენენ მათ საფარს. აფრიკული ტბების ციხლიდები უმეტესწილად იკვებებიან ამ წყალმცენარეული ნაზარდით და ასევე წვრილი ზოოპლანქტონით. მაგრამ არსებობს ზოგიერთი სახეობა, რომელიც ეწევა მტაცებელი ცხოვრების ნირს.
ზემოთ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ტბების ფსკერი მოფენილია ქვებით, რომლებიც წარმოადგენენ თავშესაფარს თევზებისთვის. ციხლიდები - ტერიტორიული თევზები არიან, ამიტომ აკვარიუმი უნდა იყოს საკმაოდ დიდი და გაფორმებული ლოდებით, რომლებიც ქმნიან თავშესაფრებს. თავშესაფრის ამორჩევის შემდეგ, ციხლიდი გაცხარებულად იცავს მას ყოველგვარი ხელყოფისგან, განსაკუთრებით ეს გამოვლინდება მამლებში. ამიტომ მოწოდებულია ერთი და იგივე სახეობის 1 მამლის და რამოდენიმე დედლის ყოლა. აფრიკული ციხლიდების უმეტესობა პოლიგამურია. გამრავლების პერიოდში მამლები თხრიან ორმოებს ქვიშასი, სადაც შლიან ფარფლებს, იწყებენ ცეკვას და ცდილობენ მიიქციონ გვერდით მცურავი დედლების ყურადღება. თუ დედალი თანახმაა, ის უერთდება მამალს და ისინი ერთად იწყებენ წრეზე ცურვას და რიგრიგობით დებენ და ანაყოფიერებენ ქვირითს. სახეობათა უმეტესობა არის ოვოფილი (ანუ ისინი აინკუბირებენ ქვირითს პირში, ლარვების გამოჩეკვამდე). ინკუბაციის პერიოდი ბუნებაში გრძელდება 24-36 დღე, რომლის განმავლობაში დედლები არაფრით არ იკვებებიან. ლიფსიტების გამოჩეკვის შემდეგ, როდესაც ისინი იწყებენ დამოკიდებლად ცურვას, დედალი მათ პირიდან უშვებს, მაგრამ მათ გვერდით რჩება და მცირე საფრთხის შემთხვევაში, ლიფსიტები უმალ იმალებიან დედის პირში. სამწუხაროდ, იმბრიდინგის გამო (ახლო ნათესაური შეჯვარება), აფრიკული ციხლიდები კარგავენ არამარტო თავიანთ მკვეთრ შეფერილობას, არამედ ასევე შთამომავლობაზე ზრუნვის ინსტინქტს.
განხვიხილოთ მალავის ტბის ციხლიდების ყველაზე პოპულარული სახეობები.
აკვარიუმის გაფრომების მაგალითები: მალავის ტბის ციხლიდებიმალავის ტბის ციხლიდები შეიძლება დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად - მბუნად (მბუნა ერთერთი აფრიკული დიალექტიდან ითარგმნება როგორც ”ლოდების მღრღნელი) და არა მბუნად. მბუნა სპეციალიზირდება წყალმცენარებული ნაზარდების ჭამაზე. არა მბუნა ძირითადად ზოოპლნაქტონით იკვებება. ამიტომ მათი კვების რაციონის გამო სასურველია აკვარიუმში ამ 2 ჯგუფის ციხლიდების ცალცალკე ყოლა, რადგან მბუნა მიდრეკილია გასუქებისადმი, რამაც მომავალში შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საკვების მონელებაზე და გამრავლებაზე,
მბუნას მიეკუთვნებიან შემდეგი ციხლიდები:
აურატუსი (Melanochromis auratus), მაინგანო (Melanochromis cyaneorhabdos), ელონგატუსი (Pseudotropheus elongatus), იელოუ (Labidochromis “yellow”), ტაპირი (Labeotropheus trewavasae), დემასონი (Pseudotropheus demasoni) და ა.შ.
არა მბუნა უფრო დიდი და მაღალტანიანი თევზია. მათ მიეკუთვნება:
კადანგო (Copadichromis borleyi), ვენუსტუსი (Nimbochromis venustus), ლივინგსტონის ნიმბოხრომისი (Nimbochromis livingstoni), ჯექსონი (Sciaenochromis fryeri), ”დელფინი” (Cyrtocara moori) და ა.შ. ყველა მათგანი ეგრედ წოდებული ხაპლოხრომისია.
ტანგანიიკას ტბის ციხლიდებიტანგანიიკა წარმოადგენს ყველაზე უძველეს ტბას სამ უდიდეს აფრიკულ ტბებს შორის, ამიტომ აქ მობინადრე თევზების სხვაობა უფრო აშკარაა. მაგალითად, წყალღრმა ფრონტოზები, ”ჯოგებად” მცურავი ტროფეუსები, ნიჟარებში მობინადრე ლამპროლოგუსები, ალტოლამპროლოგუსები, იულიდოხრომისები და კოხტა ქსენოტილაპიები.
ტანგანიიკას ტბის ციხლიდების საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენს ზოოპლანქტონი, რომელსაც ისინი პოულობენ ლაყუჩებში ქვიშიანი მასის გატარების დროს. ამიტომ, საუკეთესო საკვებს მათთვის წარმოადგენს ცოცხალი დაფნია, ციკლოპი, არტემია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი შოვნა ყოველთვის არც თუ ისე ადვილია, შესაძლებელია თვითნაკეთი ფარშის გამოყენება, რომლის რეცეპტს მე მოვიყვან აფრიკული ციხლიდების შესახებ მოთხრობის დამთავრებისთანავე.
თუ მალავის ტბის ციხლიდებისთვის საჭიროა აკვარიუმი, რომლის მოცულობა 150 ლიტრი და მეტია, სავსებით შესაძლებელია ტანგანიკას ზოგიერთი ციხლიდის ყოლა ამაზე 2-ჯერ ნაკლები მოცულობის აკვარიუმში. პირველ რიგში ამ თევზებს მიეკუთვნება ლამპროლოგუსები, ბურუნდის პრინცესა და იულიდოხრომისები. აკვარიუმი უნდა იყოს მოწყობილი ნიჟარებით, წმინდა, ღია ფერის გრუნტით და ქვებით. ზoგ ადგილებში შეიძლება ვალისნერიის ჩარგვა.
ვიქტორიას ტბის ციხლიდებივიქტორიას ტბაში აღინიშნება ციხლიდების დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვიქტორიას ტბის ციხლიდები ძირითადად წარმოდგენილია ისეთი ხაპლოხრომისებით, როგორიცაა ასტალატილაპიები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს თევზები შემორჩნენ დღევანდელ დღემდე, რადგან ტბაში გაუშვეს ნილოსის ქორჭილები, რომლებმაც გაანადგურეს ადრე აღმოჩენილი ციხლიდების 109 სახეობიდან 90%. სწორედ მათი იშვიათობის და შედარებითი სიძვირის გამო, ვიქტორიას ტბის ციხლიდებმა ვერ მოიპოვეს ფართო გავრცელება აკვარიუმისტებს შორის.
აფრიკული ციხლიდების კვებაზემოთჩამოთვლილი დაფნიების და ციკლოპის გარდა, აფრიკული ციხლიდები ასევე იკვებებიან მატლებით (იშვიათად, როგორც დამატება სხვა მშრალ და ცოცხალ საკვებთან), საფირმო მწარმოებლების საკვებით (Tetra, Sera). გარდა ამისა მცენარეჭამია ციხლიდების (მბუნა და ტროფეუსი) ძირითად საკვებს წარმოადგენს მცენარეების საფუძველზე დამზადებული საკვები (Tetra pro-vegetable, TetraMin, TetraPhil), ხოლო დამატების სახით იყენებენ ცოცხალ საკვებს და ცილების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს (ტეტრა ციხლიდი, ტეტრა დისკუსი, სერა ციხლიდი, ტეტრა კოლორი).
ასევე არსებობს თვითნარევები (თვითნაკეთი ფარში), რომლებიც დამზადებულია კრევეტების, უცხიმო თევზის ფილეს და სტაფილოს საფუძველზე. ყველა ამ ინგრედიენტს აქუცმაცებენ ბლენდერში და თხელი ფენის სახით ყინავენ მაცივარში.
თევზებისთვის აგრეთვე მოწოდებულია კვირაში ერთხელ განმტვირთავი დღის მოწყობა.
აკვარიუმის სხვა ბინადრებიმოკლედ, ჩემო საყვარელო აკვარიუმისტებო, როგორც ვხედავ ქართული აკვარიუმისტიკა პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევა, ასე რომ გადავწყვიტე გამეზიარა ჩემი მცირე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება ნეოკარდინების (Neocardina heteropoda) მოვლაში, რომლებსაც საზღვარგარეთ "რედ ჩერის" სახელით იცნობენ. ალბათ ჩვენც შეგვიძლია ქართული ანალოგი მოვიფიქროთ, მაგრამ მე თავში არაფერი მომდის, ასე რომ მიიღება ნებისმიერი კარგი ვარიანტი : )))
დავიწყოთ იმით, რომ ამ საინტერესო არსებების ყოლისთვის სრულიად საკმარისია კომპრესორით და გამათბობლით აღჭურვილი პატარა მოცულობის აკვარიუმი (20-30 ლიტრიანი). ზრდასრული რედ ჩერის ზომა არ აღემატება 30 მილიმეტრს. თითქოს და ეს მინიატურული არსებები მცენარებულ აკვარიუმს უდეალურად მოუხდებოდნენ, მაგრამ მთლად ასე არ არის. კი ბატონო, ეს კრევეტები მცენარეებს საერთოდ არ აზიანებენ, მეტიც, ასუფთავებენ საკვების ნარჩენებისგან და წყალმცენარეებისგან, მაგრამ თევზებისგან განსხვავებით ძალიან მგრძნობიარე არიან წყლის პარამეტრებისადმი, ამიტომ CO2-ის მიწოდება წყლის მჟავიანობის (PH-ის) მკვეთრი ცვლით მომაკვდინებელად მოქმედებს მათზე. ამიტომ აუცილებელია კრევეტებიან აკვარიუმში მუდმივად ჩართული აერაცია და წყლის დროული ცვლა. ჟანგბადის უკმარისობის და მოწამვლის პირველი ნიშნებია რედ ჩერის გვერდულად დაწოლა სიარულის დროს და ასევე ზურგის მოღუნვა. ორივე შემთხვევაში შველის წყლის დროული ცვლა და აერაციის გაძლიერება.
ყველა დანარჩენ ასპექტში, ისინი აბსოლუტურად უპროლემო არსებები არიან. როგორც ზემოთ ავღნიშნე იკვებებიან წყალმცენარეებით, ბაქტერიალური ნადებით, თევზების სავკებით, სალათის და ისპანახის ფოთლებით, რომლებმსაც თავისი პატარა კლანჭებით ძიძგნიან. ძირითად დროს ფსკერის შესწავლაში ატარებენ, თუმცა მშვენიერი მცურავები არიან. ძალიან სახალისოა ამ პატარა ცელქი და მხიარული ვერტმფრენების ჯგუფის თვალის დევნა. : )
პრაქტიკაზე იდეალურია მათი თევზებისგან ცალკე აკვარიუმში ყოლა, თუმცა მეზობლებად შეგვიძლია განვიხილოთ ნეონები, რასბორები, კარიდნალები და სხვა მცირე ზომის ქარაცინები, თუმცა ყველა ჩამოთვლილიც თავიდან დიდი ალბათობით ეცდება გასინჯოს რედ ჩერი.
გამრავლება ასევე არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. სქესის გარჩევაც საკმაოდ ადვილია - შინდისფერი დედლების შეფერილობა გამჭირვალე წინწკლებიანი მამლებისგან განსკხვავბით ბევრად მკვეთრია, ასევე დედლები უფრო მასიურები და მოუქნელები არიან (იხ. სურათი 1 და 2). გამრავლებისთვის მომზადებული დედლების გარჩევა შეიძლება მათ ზურგზე წარმოქმნილი ერთგვარი ღია ფერის უნაგირით. ეს დედალის ორგანიზმში ქვირითს გამომუშავების ნიშანია (იხ. სურათი 3). განაყოფიერებულ ქვირითს დედალი მუცლის ქვეშ დაატარებს და პერიოდულად ანიავებს და ასუფთავებს მას (იხ. სურათი 4). ქვირითის რაოდენობა დედლების ზომებთან პირდაპირ პროპორციულია. 3-4 კვირაში იჩეკებიან 2-3 მილიმეტრის ზომის ზრდასრული კრევეტების მსგავსი არსებები, რომლებიც კარგი პირობების და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ზრდასრულობას უკვე 3-4 თვის ასაკში აღწევენ.
ასევე ერთი-ორი სიტყვა მათი კანის გამოცვლაზე უნდა ითქვას. მოგეხსენებათ, რომ რედ ჩერი, როგორც სხვა კრევეტები კიბოსნაირებს მიეკუთვნება, ასე რომ ზრდის პროცესში იძულებულია თავისი ჯავშანი ცვალოს, ამ დროს კი ის მოწყველადი ხდება. ამიტომ, ჯავშნის ცვლის პერიოდში იმალება ბნელ ადგილას. ასე რომ პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ ვერ მოძებნით მას აკვარიუმში