გამარჯობა.
უცნაური შემთხვევა გვაქვს სოფელში ფუტკრის ბუდესთან დაკავშირებით.
დიდად ვერკვევითქო მეფუტკრეობაში ვერ ვიტყვი, მაგრამ სოფელში სიმამრს 12 სკა ყავს და მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარები როცა ჩავდივარ.
ნაყარს არ ველოდებოდით/ დარწმუნებული ვართ რომ ჩვენ არ გაგვექცა ნაყარი. ამიტომ ძალიან გაკვირვებულები დავრჩით როცა ერთ დღეს, სახლის ერთ-ერთ კედელში ფუტკრის ბუდე აღმოვაჩინეთ.
ალბათ ვიღაცას გაექცა და სადაც პირველი "ნახვრეტი' იპოვეს იქ შევიდნენ. ეს ნახვრეტი არის მიწიდან 2,30 მ. სიმაღლეზე. დიამეტრში მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი. ორ ბლოკს შუა ცარიელი სივრცეა. ბლოკების ანუ კედლის იქით, ცარიელი ჰორიზონტალური სივრცე, მეორე სართულის იატაკსა და ბეტონის ე.წ. სტიაჟკას შორის.

მეორე სართულის იატაკს ყურს რომ ვადებ აშკარად ისმის ბზული ისევე როგორც სკაში. ფოტოზე ნაჩვენებ ნახვრეტთან ასე 50 სმ-ზე აშკარად იგრძნობა თაფლის და ფიჭის სუნი. გამოდის რომ მთელი "იატაკქვეშეთი" შეუძლიათ დაიკავონ - 25 სმ სიმაღლე და 30 კვ.მ.
რამდენადაც ვხვდები ბეტონზე ეგენი ფიჭას ვერ დაიმაგრებდნენ. შესაბამისად ხის იატაკზე "გააშენეს" ბუდე.
ბევრი ფიქრის მერე გვაქვს ორი ვარიანტი. 1)გავხვრიტოთ იატაკი. დავუბოლოთ და გამოვიყვანოთ იმ ხვრელიდან საიდანაც შედიან. 2)ამოვიღოთ ერთი ბლოკი და ვნახოთ შიგნით რამხელა ბუდეა. თუ პატარაა ხელითაც გამოვიყვანთ.
რაღაცით კი ჰგავს ხის ფუღუროდან ფუტკრის გამოყვანას, მაგრამ აქ კედელია და სახლს დიდად ვერ დავაზიანებთ.
აბა მირჩიეთ რა სჯობია და როგორ მოვიქცეთ.
This post has been edited by Salvador on 25 Jul 2014, 17:00