Dr Regners
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
|
#17683164 · 28 Jan 2010, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეპტილიების მნიშვნელობა და მათი დაცვა რეპტილიები ფართოდ არიან გავრცელებულნი, ზოგ ლანდშაპტში მათი მრავალრიცხოვნობის წყალობით ამ ცხოველების ბიო მასა საკმაო სიდიდეს აღწევს. თუ მაგალითად , ავიღებთ რუსეთს , ზომიერი ზონის ტყის ბიოტოპებში პოპულაციათა სიმჟიდროვე მცირეა (1 ჰა-ზე ერთეულთან ათ ეგზემპლარამდე), მაგრამ სამხრეთისკენ რეპტილიების რაოდენობა შესამჩნევნად იზრდება და სტეპებსა და უდაბნოში 1 ჰა-ზე ასობიტ ეგზემპლარს აღწევს. საქართველოში ისეთი მაჩვენებლით ხასიათდება , მაგალითად, ზოლიანი ხვლიკი, რომლის რიცხოვნობა 1 ჰა-ზე შეიძლება აღწევდეს 200-400 ეგზემპლარს. რეპტილიები, მათი დიდი ბიომასის გამო, საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ ნივთიერებათა მიმოქცევაში, როგორც სხვადასხვა ტროპული დონის კონსუმენტები (მომხმარებელი). მაგალითად, ჩვენი ფაუნის ხვლიკებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მავნე მწერების განადგურებაში, როგორც ზოლიანი ხვლიკის საკვები რაციონის გამოკვლევამ აჩვენა, მასში მავნე მწერები 80 % შეადგენენ. ყველაზე მოკრძალებული მონაცემით, თბილისის დენდროპარკში ხვლიკები დღის განმალობაში ანადგურებენ 10 კგ-ზე მეტ სოფლის მეურნეობის მავნებელს. გველებს შორის, უდავოდ, სასარგებლოა ის ფორმები, რომლებიც ძირითადად იკვებებიან მღრღნელებით, აგრეთვე მწერიჭამიები, როგორც მაგალითად , გველგესლა ან ეირენისი. რაც შეეხება მსოფლიო ფაუნას, უნდა აღინიშნოს კუსა და მისი კვერცხების, აგრეთვე სხვა რეპტილიების საკვებად გამოყენება. ნიანგის ტყავს კი , როგორც ცნობილია , მრეწველობაში იყენებენ ნედლეულად. აშკარაა რეპტილიების უარყოფითი როლიც: ზოგიერთ თევზსაშენ სადგურებში (მაგალითად, შუა აზიაში) წყლის ანკარები დიდი რაოდენობით ანადგურებენ ლიფსიტებს, ზოგ ქვეყანაში , (პირველ რიგში ტროპიკებში) დიდია მსხვერპლი შხამიანი გველებისგან და ა.შ. საჭიროდ მიგვაჩნია შხამიან გველებზე ყურადღების საგანგებო შეჩერება. უკანასკნელ დროს გველის შხამმა ფარტო გამოყენება ჰპოვა ბიოქიმიასა და მედიცინაში. ამავე დროს, შხამის მიღება და მისი გადამუშავება მეტად შრომატევადი პროცესია. ამიტომ გველის შხამი ოქროზე ძვირად ფასობს. ამასტან, გველების ბუნებრივი კერების გაძლიერებულმა ექსპლუტაციამ (უკონტროლო ჭერამ, სერპენტარიუმებში შხამის მიღების პროცესში მასობრივმა სიკვდილიანობამ) მწვავედ დააყენა საკითხი შხამიანი გველების დაცვის თაობაზე. საქართველოში 1969 წელს მიღებულ იქნა მთავრობის შესაბამისი დადგენილებები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის აგმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული შხამიანი გველის - გიურზის კბენა მეტად საშიშია. მიუხედავად ამისა , სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე გველის კბენის მიზეზით სიკვდილი იშვიათია და თვით შუა აზიაშიც კი ყოველწლიურად არ აღირიცხება. დაკბენილის მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად აღმოჩენილ დახმარებას. ამასთან, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა- სპეციალური შრატი <<ანტიგიურზა>>, ხოლო სხვა ჯურის მამაპაპური მეთოდი - დასერვა, მოწვა და სხვა მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას. ყველაზე საშიშმა <<საშუალებამ>> - გადაჭერამ კი შეიძლება გამოიწვიოს განგრენა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგიტ. ისევე, როგორც ცხოველთა სამყარო საერთოდ, საქართველოში გავრცელებული რეპტილიებიც დაცვას საჭიროებენ. მთავარი საფრთხე რეპტილიებს ადამიანის მხრიდან მოელით. საბინადრო გარემოს მკვეთრი შეცვლა და უშუალო დევნა- აი ის უპირველესი მიზეზი, რამაც განაპირობა მთელი რიგი სახეობების რიცხოვნობის და გავრცელების არეალის შემცირება. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია გველებში და კუებში. რაც შეეხება ხვლიკებს, აქ მდგომარეობა ბევრად უკეთესია, თუმცა ხვლიკებს შორისსაც არიან ისეღი სახეობები , რომელთა დაცვის აუცილებლობა პირველ რიგში ნაკარნახევია მათი მცირერიცხოვნობითა და გავრცელების შეზღუდული არეალით(გრძელფეხა სცინკი, აზიური თვალტიტველა ხვლიკი), აგრეთვე იმითაც, რომ ზოგიერთებს უმოწყალოდ ხოცავენ. უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება თითტიტველი გეკონი, რომელიც ბინებში გვხვდება და აბსოლუტურად გაუმართლებელ ზიზღსა და შიშს იწვევს მოსახლეობაში. არა და სარგებლობის მეტი არაფერი მოაქვს (ტარაკნებს ანადგურებს). მაგრამ განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაში, მოსახლეობაში ტრადიციულად დამკვიდრებული შიშის გამო, გველები(როგორც შხამიანები, ასევე უშხამო) არიან. გარდა ამისა, შხამიანი გველების რიცხოვნობაზე(პირველ რიგში ეს გიურზაზე ითქმის) მეტად უარყოფითი გავლენა იქონია მათი სამრეწველო მიზნებით გამოყენების პრაქტიკამ რესპუბლიკის გარგლებშს გარეთ არსებულ გველსაშენებში. მართალია თავის დროზე საქართველოს მტავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, მაგრამ ჯერ ერთი, საკითხავია თუ როგორ სრულდებოდა იგი და მეორეც, სადღეისოდ, როგორც ჩანს, მას უკვე დაკარგული აქვს ძალა. მთელი რიგი სახეობებისა წითელ წიგნშია შეტანილი, თუმცა ამ შემთხვევაშიც მარტოოდენ ეს როდი შველის საქმეს. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები- პირველ რიგში ახსნა-განმარტებითი მუშაობა, აქრეთვე პროპაგანდის საშუალებათა გამოყენება. მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისაგან შხამიანი და უშხამო გველები, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, სადაც შხამიანი გველების სახეობათა რაოდენობა სულ 4-ია. საჭიროა იმ ფსიქოლოგიური ზღურბლის გადალახვა, რაც აიძულებს ლაცს გზაზე მოსრიალე გველის დანახვისთანავე ხელში ქვა აიღოს... თანაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის-შხამიანია გველი თუ უშხამო. რაც შეეხება სამრეწველო დამზადებას შხამის მიღების მიზნით , ეს ჩვენს პირობებში შეიძლებელია. საქმე ისაა, რომ შხამის დამზადების რენტაბელობა მოითხოვს ყოველწლიურად გველის ასეულობით და ათასობით ინდივიდებს. საქართველოს ბუნებას ასეთი რესურსები არ გააჩნია. ამიტომ ყველაზე უფრო სწორი იქნება ისეთი გველსაშენის შექმნა, სადაც გადაწყეტილია ურთულესი და უმძიმესი პრობლემა - დიდი რაოდენობით გველთა სულადობის კვლავწარმოება. მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ამის განხორციელება სადღეისოდ უამრავ ტექნიკურ სიძნელეს წააწყდება და ამათგან უმთავრესია ახალშობილთა გამოზრდა-გამოკვება. ამიტომ ჩვენს პირობებში პირველ რიგში საჭიროა ჩამოყალიბდეს სამეცნიეროკვლევითი ცენტრი სადაც იწარმოებს შხამიანი გველების გამრავლება-გამოზრდის ოპტიმალური ვარიანტების მეცნიერული შესწავლა, რათა მიღებული შედეგები შემდგომ დაინერგოს სამრეწველო სერპენტარიუმებში. ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე
--------------------
ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი - კაცობრიობას! www.vet-express.ge
|