რაც მოვასწარი
ნამდვილი ჩხრიალები მიეკუთვნებიან
ჩხრიალა გველისებრნის (Crotalinae) ქვეოჯახს. ამ ქვეოჯახის წარმომადგენლებს აქვთ 2 თერმორეცეფტორული ღრმული, განთავსებული თვალებსა და ნესტოებს შორის. ამ მგრძნობიარე ღრმულებს შეუძლიათ მსხვერპლის მოძებნა გარემოსა და მსხვერპლის სხეულის ტემპერატურებს შორის არსებული სხვაობის ხარჯზე. იძახიან, რომ თერმორეცეფტორები აღიქვამენ ჰაერის ტემპერატურის მცირე ცვალებადობას, დაახლოებით 0,1°С. გველისათვის, მღრღნელების და ფრინველების ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე გაცილებით მაღალია, ასე რომ ნადირობა სრულ სიბნელეში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. პრიმიტიული თვალების მსგავსად, ეს ღრმულები ეხმარებიან ნადირს მსხვერპლის არჩევაში და მასზე დიდი სიზუსტით თავდასხმაში. ჩხრიალები, როგორც გველგესლების ოჯახის წარმომადგენლების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებენ ღამით ნადირობას და ზემოთხსენებული თვისება მათ ძალიან ეხმარებათ. სხვა გველებს შორის, მსგავსი მგრძნობიარე აპარატი მხოლოდ
მახრჩობელებს (Boidae) გააჩნიათ.
თერმორეცეფტორების გარდა, ჩხრიალებს ბოლოზე გაორებული ენა აქვთ, რომლის მეშვეობით ისინი ჰაერის და გაზების ნაწილაკებს ”იჭერენ”. როცა ენა პირში ბრუნდება, იგი სასაზე განთავსებულ მგრძნობიარე ორგანოს ეხება, ასევე ცნობილს როგორც იაკობსონის ან ვომერონაზალური ორგანო. ეს ორგანო თავის მხრივ აგზავნის გაორებული ენის ბოლოდან მიღებულ ინფორმაციას ტვინში, რომელიც უკვე გადაამუშავებს მიღებულ სიგნალს და გაარჩევს მსხვერპლის, პარტნიორის ან გარემოს სუნს.

ჩხრიალა გველებს არ გააჩნიათ გარე ყურები. ბგერით ინფორმაციას, ისინი თავისი სხეულით იღებენ, რომელიც გრძნობს მიწის ვიბრაციებს და აგზავნის მათ ყბასთან განლაგებულ შიდა ყურში.
Crotalus adamanteusჩვეულებრივად, ჩხრიალა გველებს აქვთ მკვრივი, საკმაოდ სქელი ტანი, საშუალო სიგრძით 50-60 სმ. ყველაზე დიდ ჩხრიალად ითვლება
რომბისებრი ჩხრიალა (Crotalus adamanteus), რომელიც როგორც წესი აღწევს 1,2-1,4 მ.-ის სიგრძეს, თუმცა რომბისებრის მაქსიმალურად დაფიქსირებული სიგრძე 2,4 მეტრია. რომბისებრი ჩხრიალას გარდა 2 მეტრიან ნიშნულს აღწევენ
ტეხასური და
საშინელი ჩხრიალები (C. atrox, C. durissus). როგორც წესი, ზრდასრული მამლები დედლებზე უფრო დიდი ზომის არიან.
Crotalus atrox
Crotalus durissusჩხრიალას გველების განმანსხვავებელი ნიშნები: - განიერი სამკუთხედი თავი
- ვერტიკალური გუგები
- სქელი, მკვრივი სხეული
- დიდი, ღრუ შხამიანი კბილები
- პირი, რომელიც 180 ̊ იღება
- ჩრიალა კუდზე (შენიშვნა: ახალგაზრდა გველებს და ასევე C. catalinensis არ გააჩნიათ ჩხრიალა, C. ruber lorenzoensis და C. molossus estebanensis კი თავის მხრივ აქვთ ჩხრიალას დაკარგვისკენ მიდრეკილება.
სასიცოცხლო ციკლიმაშინ, როდესაც გველთა უმეტესობა კვერცხმდებია, ჩხრიალები ცოცხლად შობენ პატარებს. დაახლოებით 90 დღის განმავლობაში კვერცხები ვითარედებიან დედის მუცელში, რის შემდეგ იჩეკებიან მშობლების მინიატურული კოპიები. მასეთი სახის რეპროდუქტიულ სისტემას კვერცხცოცხლადშობა ჰქვია.
სქესობრივ სიმწიფეს ნამდვილი ჩხრიალები 3 წლის ასაკში აღწევენ. ჩვეულებრივად, შეჯვარება ხდება გაზაფხულზე დაზამთრების შემდეგ, მაგრამ ასევე შესაძლებელია ადრეულ შემოდგომაზე. გამრავლების სეზონის დროს, მამლები სხეულების გადახვევით და ვერტიკალურ პოზაში დგომით ურთიერთობებს არკვევენ. შეჯვარების შემდეგ დედალს შეუძლია სპერმის შენახვა და ამ რიგად საშუალება აქვს გაანაყოფიეროს კვერცხები შეჯვარებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. დედალის სხეულში ვითარდება 4-დან 20 კვერცხამდე, საიდანაც საშუალოდ 9-10 პატარა იჩეკება. მშობიარობა ხდება ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, აგვისტოსა და ოქტომბრის შუა.
მამლების ჩხუბივიდეო

ახალდაბადებული გველები 25 სმ-ის სიგრძეს აღწევენ და კუდის ბოლოზე ”ღილი” აქვთ (მომავალი ჩხრიალას ჩანასახი). დაბადებიდანვე ისინი დამოუკიდებლები და შხამიანები არიან. ჩხრიალას უქონლობის გამო ისინი ზრდასრულ გველბზე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და აგრესიულად უტევენ ნებისმიერ ახლოს მოძრავ საგანს. დაბადებიდან პირველ 7-10 დღეს ერთ ადგილას ჩერდებიან, შემდეგ კი, პირველი კანის ცვლის და ჩხრიალას 1 სეგმენტის გაჩენის შემდეგ მიიფანტებიან საკვების ძებნაში. მრავალი მტრის და შიშმშილის გამო, მათი უმეტესობა 1 წლის ასაკსაც ვერ მიაღწევს. იმათ, ვინც გადალახა პირველი ზაფხული წინ ცივი ზამთარი ელოდება და შესაფერისი, თბილი გამოქვაბულის არპოვნის შემთხვევაში, აუცილებლად დაიღუპებიან.
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გველები გადარჩნენ, მაშინ ისინი სწრაფ ზრდას იწყებენ. ზამთრობიდან გამოსვლის შემდეგ ისინი კანს იცვლიან. ყოველ კანის ცვლას კი კუდის ჩხრიალას ზომის გაზრდა მოჰყვება და ასე წელიწადში 2-3 ჯერ (ეხება ახალგარდა გველებს). ასე რომ კუდის ჩხრიალას ზომა და რგოლების რაოდენობა არანაირად არ მიუთითებს გველის რეალურ ასაკზე. მეტიც, დროთა განმავლობაში ის იცვეთება და მისი ნაწილი ძვრება. იშვიათად თუ იპოვით ბუნებაში გველს კუდის ჩხრიალათი 8-10 სეგმენტით მეტზე.
კვებადიეტა ძირითადად შესდგება ხერხემლიანებისგან, თუმცა ბევრი სახეობის რაციონში დაფიქსირებულია უხერხემლოებიც. მცირე ზომის სახეობები ძირითადად ხვლიკებით იკვებებიან, როცა დიდი ზომის გველები ახალგაზრდა ასაკში იწყებენ ხვლიკების, ხოლოდ შემდეგ მღრღნელების ჭამას. რიგ სახეობაში დაფიქსირებულია კანიბალიზმი.
შხამიგამოყოფენ ჩხრიალას ნაკბენით გამოწვეულ 2 ძირითად ჰემოტოსიკურ ეფექტს (ერითროცითების დაშლა და სისხლის შედედების დარღვევა). აგრეთვე ამ გველების ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს ნეიროტოქსიკოზი. წელიწადში, აშშ-ში დაახლოებით 8000 ადამიანი ხდება ჩხრიალა გველების თავდასხმის მსხვერპლი და მხოლოდ 5 იღუპება.
მტრებირა თქმა უნდა, ჩხრიალებისთვის ძირითად საფრთხეს ადამიანები წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენს გარდა მათ სხვა ბუნებრივი მტრებიც ჰყავთ. მაგალითად
სამეფო გველები (Lampropeltis), რომლებიც ჩხრიალებზე ნადირობაში ნამდვილი სპეციალისტები არიან და მათთვის საშიში არ არის შხამიანი ნაკბენი. ასევე ფრინველები (ბუ, ყორანი, არწივი) და ძუძუმწოვრები (მაჩვი, კოიოტი, მელა და გარეული კატები).
This post has been edited by Jaguar paw on 23 Jan 2012, 20:12