მოვიდა
ძირითადი დახასიათებააფრიკული ბუჩქნარის გველგესლები (Atheris) - შხამიანი გველების გვარია, რომლიც გავრცელებულია აფრიკის სამხრეთი ნაწილის ტროპიკებში გარდა თვითონ სამხრეთი აფრიკისა. ეს მცირე ზომის გველები (როგორც წესი 70-80 სმ) ვიწრო ტანით და გამოკვეთილი თავით, რომელზეც განლაგებულია ორი დიდი თვალი ვერტიკალური გუგათი, ბინადრობენ ტროპიკულ, მარადმწვანე, მაღალმთიან ტყეებში და ასევე ჭაობებში. ბევრს სახეობას ძალიან შეზღუდული ბინადრობის არეალი აქვთ და ამ რიგად ისინი წარმოქმნიან იზოლირებულ პოპულაციებს. Atheris-ის გვარის წარმომადგენლებს გააჩნიათ ზალიან მრავალფეროვანი შეფერილობა. განსაკუთრებით ნათლად ეს ჩანს
A. Ceratophora-ს და
A. Squamigera-ს მაგალითებზე. დასახელებიდან ჩანს, რომ ბუჩქნარის გველგესლები ძირითადად ბინადრობენ ხეებსა და ბუჩქებზე, თუმცა ხშირად გხვდებიან მიწაზე ან მის სიახლოვეს.
A. Ceratophora
A. Squamigeraეს გველები
კონვერგენტული ევოლუციის (კონვერგენცია - ევოლუციის პროცესში არაახლო მონათესავე ორგანიზმების ჯგუფების ნიშნების დამსგავსება, მსგავს პირობებში არსებობის გამო იდენტური აგებულების შეძენა) ერთ-ერთი მაგალითი არიან.
კვების რაციონი ათერისების რაციონში შედის მცირე ზომის ამფიბიების, ხვლიკების და მღრღნელების დიდი მრავალფეროვნება. ზოგ სახეობას ან პოპულაციას შეუძლია მხოლოდ მცირე ზომის ბაყაყებით კვება, მაგრამ უმეტესწილად, ისინი ოპორტუნისტები არიან კვებაში, ანუ ჭამენ იმას, რაც შეხვდებათ. მაგალითად, დაფიქსრებულია გველების, ლოკოკინების და ჭიაყელების ჭამის რამოდენიმე შემთხვევა. ეს გველგესლები ნადირობენ ტოტიდან ჩამოკიდულ მდგომარეობაში.
სასქესო დიმორფიზმი და გამრავლებასქესის დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ, დედლები მამლებზე ბევრად უფრო დიდი ზომის არიან, უფრო გრძელი და ვიწრო კუდი აქვთ. ასევე მამლებს ჰემიპენისი გააჩნიათ. ყველა ათერისი კვერცხცოცხლადმშობიარეა. ბუნებაში გამრავლების პერიოდი წვიმების სეზონს ემთხვევა (სექტემბერი-ნოემბერი), ახალშობილები კი მარტ-აპრილში იბადებიან, გამოდის, რომ კვერცხები 5-6 თვის განმავლობაში ვითარდებიან დედას მუცელში. ამ პერიოდში, დედლები განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან.
შხამიყველა გველსგესლას აქვს შხამიანი კბილების მილისებრი სტრუქტურა. მსგასი სტრუქტურა ხელს უწყობს დიდი, დასაკეცი, შხამიანი კბილების მეშვეობით შხამის ღრმად ორგანიზმში შეყვანას.
ათერისების შხამი ცუდათ შესწავლილია. იგი ჰემტოქსიკური ტიპისაა და არ არსებობს მის საწინააღმდეგო შრატი, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვით
Еchis-ის გვარის გველების შრატის მეშვეობით წარმატებით განიკურნა
A. Squamigera-ს ნაკბენისგან დაზარალებული. ნაკბენის შემდგომი ცნობილი სიმპტომებია - ტკივილი, შეშუპება და სისხლის შედედების გაუარესება. ცნობლია რამოდენიმე ლეტალური შედეგი. მაგრამ ნამდვილ ექსტრიმალებს და ცნობისმოყვარეებს ეს ფაქტი არ აშინებთ. ერთ-ერთმა მეცნიერმა სახლის ლაბორატორიის პირობებში გადაწყვიტა გაეგო, თუ შეუძლია ორგანიზმს
A. Squamigera-ს შხამისადმი იმუნიტეტის გამომუშავება. თავდაპირველი დოზა შეადგენდა 1/1000, საბოლოო კი - შხამის 1 წვეთს. სულ იქნა გაკეთბული 28 ინიექცია. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და როგორც საბოლოო შედეგი, ორგანიზმი მწვავედ აღარ რეაგირებდა გველის შხამზე, ტკივილი ბევრად სწრაფად რჩებოდა და სრულ აღდგენას სჭირდებოდა 72 საათი.
შედარებისათვის მომყავს
A. Squamigera-ს ზრდასრული მამლის ნაკბენით ”დაზარალებულების” ხელების ფოტოები: პირველზე იმუნიტეტის მქონე ადამიანის ხელია, მეორეზე კი ჩვეულებრივის.

____________________________________________________
A.rungweensis_____________________________________________________
A.nitschei_____________________________________________________
A.hispida_____________________________________________________
A.desaixi_____________________________________________________

A.broadleyi_____________________________________________________


A.chrolechis (adult)_____________________________________________________
A.chrolechis (juvenile)
მიმაგრებული სურათი