ჯუჯა ჩხრიალები (Sistrurus) - გველგესლების ოჯახის შხამიანი გველების გვარი, რომლებიც გავრცელებული არიან კანადას სამხრეთით, აშშ-ს სამხრეთ და ჩრდილოეთ-დასავლურ ნაწილში და მექსიკაში (იზოლირებული პოპულაციები). ოჯახის მეცნიერული დასახელება - ბეძნული სიკტყვის Σείστρουρος (Seistrouros) ლათინიზირებული ვარიანტია და ითარგმნება როგორც ჩხრიალა კუდი და ასევე აქვს საერთო ფუძე ძველ ეგვიპტურ მუსიკალურ ინსტრუმენტთან - სისტრ.
Crotalus-ის გვარის ჩხრიალა გველებისგან განსხვავდებიან თავის ქერცლით, რომელზედაც მკვეთრად ჩანს 9 დიდი ზომის ფილა, როცა Crotalus-ის გვარის გველების თავი დაქერცლილია ერთფეროვანი წვრილი ქერცლით.

მეცნიერები გამოყოფენ 3 სახეობას:
Sistrurus miliarius 3 ქვესახეობით (S.m.streckeri, S.m.barbouri, S.m.miliarius)
Sistrurus catenatus 3 ქვესახეობით (S.c.catenatus, S.c.edwardsii, S.c.tergeminus)
Sistrurus ravus 3 ქვესახეობით (S.r.ravus S.r.brunneus, S.r.exiguus)საუბარი წავა პირველის შესახებ –
Sisturus miliarius.
Sisturus miliarius-ს აქვს შედარებით მოკლე და მკვრივი სხეული. თავის ორივე მხრიდან თვალის გასწვრივ გადის მუქი ზოლი. ზურგის შუაში გადის განლაგებულია მუქი, თითქმის მრგვალი ლაქების რიგი და წყვიტავენ მოწითალო-მონარინჯისფრო ზოლი, რომელსაც წყვიტავს მუქი, თითქმის მრგვალი ლაქების რიგი. დასავლეთის ინდივიდებში, ეს ზოლი შეიძლება ცუდად გამოკვეთილი იყოს. სხეულის ორივე მხარე დაფარულია ზურგის ლაქებთან შედარებით უფრო წვრილი მუქი ფერის ლაქებით. ახალგაზრდა ჯუჯა ჩხრიალა გველების კუდი მკვეთრი ყვითელი ფერისაა და მუქდება ზრდასრულობის მიღწევისას. ძირითადი ფონი ვარიირებს როგორ გეოგრაფიულად, ასევე პოპულაციების შიგნით. მაგალითად
S.m.barbouri-ს ქვესახეობის სხეულის ძირითადი ფონი მერყეობს ღია ნაცრისფერისგან შავამდე, ხშირი ღია ფერის წინწკლებით.
S.m.miliarius-ის ქვესახეობა როგორც წესი ღია ნაცრისფერი ან ღია ყავისფერია, თუმცა ჩრდილოეთ კალიფორნიაში გვხდებიან ვარდსიფერი ან მოწითალო ეგზემპლარები. სამივე ქვესახეობას აქვს ხშირი მუქი წინწკლებით დაფარული ღია ფერის მუცელი.
სხვა ჯუჯა ჩხრიალებთან შედარებით,
Sisturus miliariu-ს აქვს ძალზედ პატარა ჩხრიალა, რომელიც როგორც წესი შესდგება 2-3 სეგმენტისგან, ასე რომ ადამიანი იშვიათად თუ გაიგებს ჩხრიალათი გამოწვეულ ”ბზუილს”.
Sistrurus miliarius გავრცელებულია აშშ-ს სამხრეთ ნაწილში (ჩრდილოეთი კაროლინა, სამხრეთი კაროლინა, ჯორჯია, ფლორიდა, მისისიპი, კენტუკი, ტენესი, ლუიზიანა, არკანზასი, ალაბამა, ტეხასი, ოკლაჰომა და მისური).
როგორც ყველა გველვესლების ოჯახის წარმომადგენალი, ჯუჯა ჩხრიალებიც ნადირობისას ირჩევენ ლოდინის ტაქტიკას. ზოგი მსხვერპლის მოლოდინში გაუნძრევლად წევს ქვებს შორის, ან მორებზე, არიან ისეთებიც, ვინც ბუჩქნარიდან ნადირობას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ნაკლებად მოძრავი ტაქტიკის შერჩევის გამო, მსხვერპლის დაჭერის შანსი მცირდება. ამ დროს წინა პლანზე გამოდის მათი პატარა ჩხრიალა. რადგან ადამიანს მისით გამოწვეული ხმის გაგება დაახლეობით ნახევარი მერის მანძილიდან შეუძლია და იგი ნაკლებად გამოადგება გველს მტერის დასაშინებლად, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ
Sistrurus miliarius იყენებს მას მსხვერპლის მიზიდვისთვის.
S.m.m.
S.m.s.
S.m.b.Sistrurus miliarius-ის შხამი ჰემორაგიული მოქმედებისაა (ანადგურებს ერითროციტებს), მაგრამ არ წარმოადგენს საფრთხეს ზრდასრული ადამიანისთვის. გამოკვლევების და დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ შხამი სწრაფად მოქმედებს თბილსისხლიან ცხოველებზე - კისერის ან თავის არეში დაკბენილი თაგვი პარალიზდება 30-45 წამში, როცა ხვლიკები და ბაყაყები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ აქტიურობას დაგესვლისგან 15-20 წუთის შემდეგ.
Sistrurus miliarius აქტიურობას ინარჩუნებს 13-14 С° ტემპერატურის დროსაც, ანუ ფლორიდას ჩვეულებრივი ზამთრის ტემპერატურის დროს,
გველგესლების უმეტესობასავით, ჯუჯა ჩხრიალები კვერცხცოცხლადმშობიარენი არიან. იმის მიუხედავად, რომ პატარების გამოჩეკვა ემთხვევა აგვისტოს თვეს, თავად გამრავლება ხდება თითქმის ერთი წლით ადრე და ამ ხანგრძილი დროის განმავლობაში კვერხცები ვითარდებიან დედის მუცელში. ხოლო კვერხების დადებიდან 1 თვეში იჩეკებიან მშობლების მინიატურული კოპიები.
This post has been edited by Jaguar paw on 20 Oct 2012, 20:19