გველის შხამი - ევოლუციის მიერ შექმნილი ყველაზე სრულყოფილი მკვლელი, რომელიც წელიწადში ათასობით ადამიანს ართმევს სიცოცხლეს. სწორედ შხამის დამსახურებაა, რომ ფეხების და კლანჭების არქონის მიუხედავად, გველები სრულყოფილი მკვლელი მანქანები გახდნენ. იგი არამატო კლავს ან იწვევს მსხვერპლის პარალიჩს, არამედ ძალიან დიდ როლს თამაშობს შხამიანი გველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში (გააჩნია ძლიერი მონებელებითი თვისებები).
გველების შხამი გამოიყოფა ზედა ყბაზე თითო მხარეს განლაგებულ შხამიან ჯირკვლებში, რომლებიც კბენის დროს იკუმშებიან, შხამი კი სპეციალური არხით გადადის კბილში, საიდანაც მსხვერპლის სხეულში ხვდება ან შხამიანი კბილის ბოლოზე არსებული ნახვრეტიT, ან და ეშვის უკან განლაგებული სპეციალური ღარით ჩაედინება (შხამის შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია გველების შხამიანი ეშვების სტრუქტურაზე). ორგანიზმში მოხვედრისთანავე, შხამის მოლეკულები აქტიურდებიან. მათი რთული ფორმები ხელს უწყობენ სისხლის პროთეინების ან გარკვეული უჯრედების რეცეპტორების ბლოკირებას. ზოგიერთ მოლეკულას შეუძლია დაბლოკოს არხები, რომლის მეშვეობით კუნტები ნეირონების სიგნალებს იღებენ, რაც მათ დამბლას და შემდგომში ჰაერის უკმარისობას იწვევს. სხვები სისხლძარღვების კედლებს არბილებენ, რაც შოკს და შინაგან სისხლდენას იწვევს. მაქსიმალური ეფექტისთვის, შხამიანი გველების უმეტესობა მსგავსი მოლეკულების შემცველ ”კოქტეილს” იყენებს.
მთავარი კითხვაა - როგორ და საიდან წარმოიშვა გველის შხამი? დღემდე, მეცნიერების უმეტესობა თანხმდებოდა იმაში, რომ გველის შხამი სხვა არაფერია, გარდა ნერწყვის მოდიფიცირებული პროთეინების. ამ თეორიის დასამტკიცებულად, მათ ცოცხალი არსებების ნერწყვის მომნელებელი თვისებები მოაქვთ, რომელსაც შხამად გადაქცევისთვის მათი აზრით სულ მცირე ევოლუციური ბიძგი სჭირდებოდა.
მაგრამ მელბურნის უნვერსიტეტის ბიოლოგი, ბრაიან ფრაი მათ აზრს არ იზიარებს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, იგი გველების შხამების ტიპებს შეისწავლის. დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად პროექტი ”ადამიანის გენომი”-სთვის იყო შექმნილი, ბრაინმა შხამების 24 გენის ევოლუციური შტო ააგო და შეადარა ისინი სხვადასხვა შხამიანი გველების უახლოესი არაშხამინი ნათესავების ნერწყვის გენებთან. აღმოჩნდა, რომ 24-დან მხოლო 2 შემთხვევაში შხამის გენი წატმოიშვა ნეწრვის გენისგან, 22 დარჩენილი გენი კი წარმოიშვა სხვა ორგანოებისგან, მაგალითად ტვინისგან, თირკმელისგან, ღვიძლისგან და ა.შ. ყველა ფაქტი მიგვითეთს იმაზე, რომ ტიპიური შხამების გენების ევოლუცია შეიძლება ნერწყვის ჯირკვლებში სხვა ორგანოების გენის შემთხვევითი დუბლირებით დაიწყო, რის შემდეგ დუბლირებული გენები განიცდიდნენ მუტაციას და გამოყოფდნენ შხამის პროთეინებს. ბუნებას კი მხოლოდ მათი მოდიფიკაცია დასჭირდა. სწორედ ასეთმა ჩქაროსნულმა ევოლუციამ განაპირობა ახალი შხამების წარმოშობა, რომელთაგან თითოეული ვიწროსპეციალიზირებული იყო. მაგალითისთვის ავიღოთ მწვანე და შავი მამბა. მწვანე მამბას შხამის ეფექტი ფრინველებისთვის უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ვირთხისთვის. და პირიქით - შავი მამბას შხამი ვირთხებზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ფრინველებზე. ეს ყველაფერი განპირობებულია ამ გველების ცხოვრების ხასიათით - მწვანე მამბა ხის გველია, ხოლო შავი ძირითადად მიწაზე ნადირობს.
ასევე ბრაინმა აღმოაჩინა, რომ გველების უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ არაშხამიანებად მივიჩნევთ, სინამდვილეში გამოიმუშავებენ ტოქსინებს მიზერულ დოზებში. არ გეგონოთ, რომ ანკარას ნაკბენისგან ადამიანს რამე მოუვა, სულაც არა, მაგრამ დაჭერის და დაღეჭვის დროს შეყვანილი ნერწყვი სრულიად საკმარისია, რომ უკიდურეს შემთხვევაში გაქცეული ბაყაყი შორს ვერ წავიდეს.
მაგრამ სანამ სულ უფრო საინტერესო აღმოჩენები მომავალში გველის, განვიხილოთ შხამების ტიპები და ორგანიზმზე მათი ზემოქმედება. მამბების მაგალითზე ავღნიშნე, რომ გველის შხამები ძლიერად განსხვავდებიან თავისი ეფექტით. არსებობს გველის შხამის 2 ძირითადი ტიპი -
ნეიროტოქსინები (ძირითადად ასპიტების შხამი შეიცავს) და
ჰემოტოქსინები (გველგესლასნაირების შხამი). თუმცა გამონაკლისიც არსებობს -
შავყელიანი მფურთხავი კობრას (Naja nigricollis) შხამი, ძირითიადად ჰემოტოქსინებისგან შესდგება, ამ დროს
ბრაზილიური ჩხრიალას (Crotalus scutulatus) შხამი ნეიროტოქსიკური ზემოქმედების არის. გამოყოფენ ნეიროტოქსიკური და ჰემოტოქსიკური ეფექტების მქონე რიგ ტოქსინებს:
ნეიროტოქსინები:ალფა-ნეიროტოქსინები (α-ნეიროტოქსინები) - α-ბუნგაროტოქსინი, α-ტოქსინი, ერაბუტოქსინი, კობრატოქსინი;
ბეტა-ნეიროტოქსინები (β-ნეიროტოქსინები) - ნოტექსინი, ამოდიტოქსინი, β-ბუნგაროტოქსინი, კროტოქსინი, ტაიპოქსინი;
κ-ტოქსინები - κ-ტოქსინი;
დენდროტოქსინები –დენდროტოქსინი, Iდა K ტოქსინები;ჰემოტოქსინები:კარდიოტოქსინები -y-ტოქსინი, კარდიოტოქსინი, ციტოტოქსინი.
მიოტოქსინები -მიოტოქსინი-a,პროტამინი;
სარაფოტოქსინები –а, bდა c სარაფოტოქსინი;
ჰემორაგინი - ფოსფოლიპაზა A2, მუკროტოქსინი A, a, b, c ჰემორაგიული ტოქსინი, HT1, HT2.გველის შხამის მოქმედებანეიროტოქსინები — ტოქსინები, რომლებიც სპეციფიურად მოქმედებენ ნერვულ უჯრედებზე და ხშირად აყენებენ ზიანს ნერვულ ქსოვილებს. თუმცა, მაგალითისთვის ბუნგაროტოქსინი, ზიანს აყენებს ნერვულ-კუნთოვან სინაპსებს, ანუ ნერვულ დაბოლოებას, რომელიც კუნთებს უკავშირდება. როგორც შედეგი - ძალიან სწრაფი პარალიჩი და სიკვდილი სუნთქვის უკმარისობით. გარდა ამისა, შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების დაზიანება.
ჰემოტოქსინები — ტოქსინები, რომლებიც ანადგურებენ სისხლის წითელ უჯრედებს, ანუ იწვევენ ჰემოლიზს, წყვეტენ სისხლის შედედების პროცესს და/ან იწვევენ ორგანოს განადგურებას და ქსოვილების საერთო დაზიანებას. ტერმინი ჰემოტოქსინი გარკვეული თვალსაზრისით არასწორია, რადგან ტოქსინები, რომლებიც ზიანს აყენებენ სისხლს ასევე აზიანებენ სხვა ქსოვილებსაც. ჰემოტოქსინის მიერ დაზიანება ხშირ შემთხვევაში ძლიერ მტკივნეულია და შეუძლია სამუდამოდ ზიანის მიყენება, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილის გამოწვევაც. დაზარალებული კიდურის დაკარგვაც ასევე შესაძლებელია სწორი მკურნალობის მიუხედავადაც კი.
აღსანიშნავია, რომ ჰემოტოქსინის მიერ გამოწვეული ორგანიზმის სიკვდილის პროცესი უფრო ნელა ვითარდება ვიდრე ნეიროტოქსინით. გველებს, რომლებიც კბენენ მსხვერპლს შეუძლიათ გაჰყვნენ მის კვალს, რომელიც გარბის თავის გადარჩენის მიზნით. ჩვეულებრივ, ძუძუმწოვარი ცხოველი წყვეტს გაქცევას არა სიკვდილის გამო, არამედ შოკის გამო, რომელსაც იწვევს შხამიანი ნაკბენი.
შხამის მოქმედების უფრო ნათელი სურათისთვის, მოვიყვან გველით დაკბენის რამოდენიმე შემთხვევას თავისი ფოტოსურათებით (სუსტი ნერვების პატრონებმა ამ პოსტის ქვემოთ დაწერილი არ წაიკითხოთ).
შემთხვევა პირველი (ჰემოტოქსინი)”როგორ ვიმედოვნებდი, რომ ეს დღე არასოდეს დადგებოდა. მაგრამ, როგორც იძახიან, შენ ან პირველ, ან მეორე ჯგუფში ხარ. დღეიდან მე მეორეს მივეკუთვნები - გველმა მიკბინა. და ეს შხამიან გველებთან ურთიერთობის 10 წლიანი სტაჟის მიუხედავად.
მოკლედ, ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა.
კვირას ღამით, როგორც ყოველთვის ვამოწმებდი ჩემი ქერცლიანების მდგომარეობას. ბოლო დროს ”წამწამამ”
(Botriechis schlegelii) უჩვეულოდ ხანგრძლივი შიმშილობა გამოაცხადა. გადავწყვიტე მისი პირის ღრუ შემემოწმებინა ინფექციაზე. დავრწმუნდი, რომ არანაირი ინფექცია არ არის და გადავწყვიტე სწრაფად შემეხედა ფილტვებისთვისაც. სულელი მე! გველს ეს ჩანაფიქრი აშკარად არ მოეწონა და დაიწყო ისეთი სიჩქარით ბზრიალი ჩემს ხელებში, რომ მეგონა ხერხემალი გადაუტყდებოდა. თავის განთავისფულება შესძლო თუ არა, ეგრევე გამარჭო 1 კბილი შუა თითში - შეგრძნება, თითქოს კანის ქვეშ ადუღებული წყალი ჩაასხეს! მომენტალური ტკივილი!
კიდევ კარგი იღბალა ვარ!
30-45 წუთში, ტკივილი ნელნელა გადაინაცვლა მხრისკენ, სადაც ყოველ 5-8 წუთში იგრძნობოდა ძლიერი პულსაცია. ხელი ოდნავ შესივდა.
ფოტოებსაც ვაყოლებ.
ხელი 30-45 წუთის შემდეგშემდეგ დღეს ხელი იმდენად გამისივდა, რომ მუშტს ვერ ვკრავდი. ასევე იგრძნბოდა ძლიერი პულსაცია და წვა კბენის ადგილას.
ხელი 12 საათის შემდეგ5 დღეში გასიება ჩაცხრა, მაგრამ მაინც ვერ ვიყენებდი ჩემს თითს, რომელსაც ბოლოზე გრძნობიარობა ჰქონდა დაკარგული, თუმცა ოდნავი შეხებაც კი ძლიერ ტკივილს იწვევდა! ჯანდაბა! აი მახათს რომ გაგირჭობენ, ეგეთი გრძნობაა!
2 კვირაში, კანმა და ქუნთოვანმა ქსოვილებმა ნერკროზი განიცადეს, რის შემდეგ თითი დავამუშავე, ეხლა კი მას რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი ელოდება.”
მეორე შემთხვევა. (ნეიროტოქსინი)“იყო დილის 9:42, როდესაც კარზე მეზობელი მომადგა და მარწმუნებდა, რომ საკომუნიკაციო კარადის ქვეშ შეძვრა გველი. ადგილზე მისვლისას, დავიხარე და დავინახე როგორც მე მეგონდა უვნებელი მწვანე ანკარა, რომელსაც კუდზე ვსტაცე ხელი და მოვქაჩე. ფეხზე წამოდგომისას, გველმა ნელა მოატრიალა თავი და ხელში მიკბინა. 10 წამით კბილები ჩემს სხეულში შევიდნენ. იმ მომენტშივე ხელი ბატის კანით დაიფარა, თუმცა ამას ნაკლები ყურადღება მივაქციე და გავაგრძელე მანქანისკენ სვლა. ამოვიღე კონტეინერი, ჩავსვი გველი, ჩავჯექი მანქანაში, დავრეკე სასწრაფოში და მოვახსენე, რომ გველმა მიკბინა და დავაწექი ჰოსპიტალში. გზაში თან ვათვალიერებდი აფრიკის გველების ჩამონათვალს და აღმოვაჩინე, რომ უწყინარი გველი სინამდვილეში
დასავლეთის მწვანე მამბას (Dendroaspis viridis) მოზარდი აღმოჩნდა. ნუ თავში ერთმა აზრმა გამიელვა - 3,14-ზდეც, დამენძრა

10 წუთში ყელის და მკერდის კუნთები ამტკივდა, პირი მეშრობოდა და ნერყწვი კი გასქელდა და მას ლითონის გემო ქჰონდა. მტკიოდა, როცა ვყალაპვდი და თავს ვატრიალებდი, ნაკბენის ადგილი კი მზის დამწვრობას წააგავდა.
ჰოსპიტალში მისვლისას უკვე მქონდა აჩქარებული პულსი და სუნთქა, წნევა ამივარდა და ექიმებმა უცებ გამარჭეს ხელში შრატი. ყველაფერთან ერთად, ასთმა მჭირს და შრატის უკუეფექტების მეშინოდა. ამიტომ წინასწარ ვთხოვე მოემზადათ ყველაფერი საჭირო ინტუბაციისთვის და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისთვის. ტკივილი უკვე ნეკნებს შორის მდებარე კუნთებზე გადავიდა, ენისქვეშა ჯირკვლები გამისივდა ისე, რომ ვეღარ ვყლაპავდი, ხელების და ფეხების კუნთები კი იმდენად დასუსტდნენ, რომ ძლივს ვამოძრავებდი ჩემს კიდურებს, რომელიმეს აწევაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთი საინტერესო შენიშვნა - მთელ სხეულზე კანი თითქოს გადაჭიმული მქონდა და ტკივილსგან კედლებზე ძრომიალი მინდოდა! შეყვანილმა შრატმა არ მიშველა, მაშინ ექიმებმდა შრატის კიდევ რამოდენიმე ამპულა გამიკეთეს. მე-7-ე ამპულის შემდეგ, როგორც იქნა ოდნავი შვება ვიგრძენი. იცით რას გეტყვით? ასეთი ტკივილის ატანას დიდ ხანს ვეღარ გავუძლებდი! ეხლა, ინციდენტიდან 10 საათის შემდეგ ჩემი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში მოვიდნენ, მაგრამ ხელები და ფეხები მაინც სუსტად მაქვს, პირში კი ისევ ლითონის გემოა.
ინებეთ ფოტოები ნაკბენიდან 35 და 50 წუთის შემდეგ. შემდგომი გადაღების თავი აღარ მქონდა.”
მე-3-ე შემთხვევა (ჰემოტოქსინი)ყვება ექიმი. ”ამ პატარა გოგონას ზამოკულე მაცებულა ჰქვია და არის მხოლოდ 17 თვის. 28 მარტს მას
შავყელიანმა მფურთხავმა კობრამ უკბინა, დღეს კი, 15 აპრილს, დედამისმა ჰოსპიტალში მომიყვანა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ბავშვის ფეხის გადარჩენას, მემგონი ინფექცია ღრმად შეიჭრა. ძალიან სტკივა და შემოწმების დროს სულ ტიროდა. საწყალი ბავშვი!

17 აპრილი. დედამ ოპერაციაზე თანხმობა მოგვცა. მაგრამ ფეხის ამპუტაციის შემთხვევაში, ზამო სრულფასოვნად ვეღარ იცხოვრებს, ამიტომ ჩვენ არ ვიჩქარებით და ვეცდებით ვუმკურნალოთ იარას. ოხ, ეს სიმწრით სავსე თვალები - არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გაიაროს ეს ჯოჯხეთი!

მედდამ დაუმუშავა ფეხი. გამაგრი, პატარა ზამო! ნაიარები ადგილი უკვე სხვანაირად გამოიყურება. მგონი, ჩვენ შევძლებთ ფეხის გადარჩენას!

22 აპრილი. ზამოს პალატაში ვიყავი, ფეხი კი ისევ ისე გამოიყურება. ინფექცია ისევ არის და შეინიშნება ჩირქდენა.
7 მაისი. კარგი ამბები მაქვს! დღეს ჩვენს ჰოსპიტალს ცნობილი ექიმი შონ ბუში ექვია! მან გამოიკვლია გოგონას ფეხი და თვითონ დაიწყო მისი მკურნალობა. მე და შონი ვეცდებით მკურნალობაზე გავაგზავნოთ ზამო აშშ-ში. სარბენი ბევრი გვაქვს - დოკუმენტაციის მომზადება, სპონსორების მოპოვება. იმედია, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
8 მაისი. ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი. პაზპორტი 1-2 კვირაში მზად იქნება, აი ვიზას საქმეები გაკრვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
15 მაისი. ზამო გადაყვანილი სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში, სადაც მას ვიზას ასაღებად საჭირო ტესტები ჩაუტარდება. იარა ნორმალურად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში საქმე უარესობისკენ არ წასულა.
ბევრი კითხვით რომ არ დაგღალოთ, გეტყვით, რომ ზამო გაგზავნილი იყო აშშ-ში, სადაც მას წარმატებით ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია, მათ შორის კანის გადანერგვის. ეხლა ის სახლშია, აფრიკაში და შეუძლია ნორმალურად სიარული, თუმცა ახალი სპონსორების გამოჩენისთანავე, კანის ტრანსპლანტაციის კიდევ 1-2 ოპერაციას ჩვუტარებთ. მადლობა შონს, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა!


სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ზამოს ნაირი ბედი.
7 წლის გოგონას,
Bitis arietans-მა უკბინა. მე-3-ე დღეს იგი ჰოსპიტალიზირებული იყო. ფეხი შემდეგნაირად გამოიყურებოდა.

დავუნიშნეთ მკურნალობა, რომელიც სამწუხაროდ მას არ შველოდა. ნეკროზის პროცესს ვერ ვაჩერებდით, მშობლები კი ოპერაციაზე თანხმობას არ გვაძლევდნენ, ბოლოს კი საავადმყოფოდან გამოიყვანეს და ადგილობრივ შამანთან მიიყვანეს. თუმცა 2 დღის შემდეგ ბავშვი დააბრუნეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩუტარდა. სამწუხაროდ, ფეხი ვერ გადავარჩინეთ და მუხლის ზემოთ ამპუტცაია ჩავუტარეთ.

რამოდენიმე თვით ადრე, ამ გოგოს ძმებიც იყვნენ დაკბენილი იმავე გველით - როგორც შედეგი, ერთს 2, ხოლო მეორეს ხელზე 3 თითის ამპუტაცია დასჭირდა.
მიმაგრებული სურათი