რამდენიმე რჩევას დავწერ პირადი გამოცდილებიდან :
1. დაფესვიანებას რაც შეეხება : მცენარეს 10-14 დღე ვდებთ ჩრდილში, შემდეგ ვაკეთებთ მიწა50% + ქვიშა 20 + პერლიტი25% (იყიდება სამთო ქიმიასთან რო მაღაზიებია ) + ნახშირი 5%
თუ პერლიტი ვერ იშოვეთ იგივეა პატარა ხრეში,კენჭები დაახლოებით 3-5მმ ზომის . ამას ავურევთ და ვდებთ 1სმ სისქის დრენაჟზე . ზემოდან ვაყრით 2სმ სისქის ფენას ხრეშს,კენჭებს (დაახლოებით 3-5მმ ზომის) . როგორც ფოტოზეა
მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ არსებობს კაკტუსები რომლის დაფესვიანება პრაქტიკულად შეუძლებელია !
2. რაც შეეხება ქოთნებს გამოიყენეთ პლასტმასის ქოთნები და არა კერამიკული( კერამიკული კედლებთან იტოვებს ნესტს და პრობლემებს ქმნის)
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)