ძალიან მიყვარს კარალიოკი
რაც გავიგე ხურმა-კარალიოკის შესახებ
ხურმა (ლათ. Diospyros) ნაყოფში უხვად არის ბეტა–კაროტინი(პროვიტამინი A), რომელიც ამ რაოდენობით არის მხოლოდ მწიფე ბულგარულ წიწაკაში, გოგრაში, პომიდორში და სტაფილოში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული მიღება ნარინჯისფერი და წითელი ფერის ხილის და ბოსტნეულის საგრძნობლად აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას ორგანიზმში.აღსანიშნავია რომ მწიფე ხურმაში უფრო მეტი სასარგებლი ნივთიერებებია.
ხურმის და კარალიოკის ნაყოფში ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის საკვები ბოჭკოებია, ვიდრე ვაშლში, ბევრი
C და D ჯგუფის ვიტამინები, გლუკოზა და ფრუქტოზა(18%), ასევე იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს , რომლებიც აფერხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას. საკვები ღირებულებებით იგი უთანაბრდება და ლეღვს და ყურძენს, იდეალურია დიეტის დროს. ხურმა ანუ კარალიოკი(პრინციპში ერთი და იგივეა) შეიცავს დიდი რაოდენობით
კალიუმს, რაც მას ხდის ძალიან მნიშვნელოვანს მათთვის, ვისაც აწუხებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, მით უფრო, რომ ხურმას გააჩნია რბილი შარმდენი თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ნატრიუმს და ამცირებს შეშუპებას. მისი ყოველდღიური მიღებით შეგიძლიათ შეამციროთ ან სულაც უარი თქვათ შარდმდენი პრეპარატების მიღებაზე(ამის მაგივრად მიირთვათ საშუალოდ დღეში 3–4 ც. ხურმა). გლუკოზა და ფრუქტოზა, რომელიც ასევე უხვადაა მწიფე ხურმაში, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხურმა მდიდარია
მაგნიუმით. ამ ელემენტის დეფიციტს ორგანიზმში ბევრი განიცდის, განსაკუთრებით ზამთარში. მისი ნაკლებობის გამო ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, დეპრესიული მდგომარეობა, უძილობა, სპაზმები და უნებლიე მოძრაობები, რაც წარმოიქმნება სტრესის, დაძაბული სამუშაოს, ხმაურის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების თუ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორების გამო. სხვათაშორის მაგნიუმის მარილებს აქვს თვისება ხელი შეუშალოს კენჭების წარმოქმნას თირკმელებში. ვისაც აქვს მიდრეკილება შარდკენჭოვანი დაავადებებისადმი ურჩევენ მიირთვან ხურმა.
კალიუმის და მაგნიუმის გარდა ეს ნაყოფი შეიცავს
რკინას და ფოსფორს, ეს მინერალები აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის, ამის გამო ჯერ კიდევ ძველ დროიდან სისხლნაკლულებს და დაუძლურებულებს ურჩევდნენ ხურმის მიღებას.
ხურმა შეიცავს
პექტინებს, რაც ხდის მას შეუცვლელს დიეტური კვების დროს და მოუწესრიგებელი კუჭნაწლავის შემთხვევაში. მას გააჩნია ასევე ანტიმიკრობული თვისეები.
მიზანშეწონილია დღეში 150–170 გრ(2–3ცალი) მწიფე ხურმის მიღება.
ხურმის მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი ვისაც აწუხება კუჭის ატონია, შეკრულობა, ასევე სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, მასში შემავალი დიდი რაოდენობით სახაროზის გამო.
მიმაგრებული სურათი