სამკურნალო აბაზანებზეა, მგონი გამოგადგება

სამკურნალო მცენარეთა ნახარში შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: იღებენ 1 კგ წვრილად დაჭრილ მცენარეს, ასხამენ 3- 4 ლიტრ ცივ წყალს და აჩერებენ 5 10 წუთი; შემდეგ დგამენ ცეცხლზე და ხარშავენ 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ნახარშს აჩერებენ 5 წუთი, გაფილტრულ ნახარშს ასხამენ აბაზანისათვის განკუთვნილ წყალში.
სამკურნალო მცენარეთა აბაზანის მიღება შეიძლება კვირაში ერთხელ, 20 - 30 წუთის განმავლობაში. აბაზანას ავსებენ წყლით, ამატებენ სამკურნალო მცენარის ნახარშს და წვებიან ისე, რომ თავი და გულის არე წყლის ზემოთ იყოს. აბაზანის მიღებამდე აუცილებელია ტანის დაბანა წყლითა და საპნით, რათა კანის ზედაპირს მოსცილდეს დამცავი მჟავა - ტუტოვანი აპკი და გაიოლდეს აქტიური ნივთიერებების შეღწევა ორგანიზმში. სამკურნალო აბაზანის მიღების შემდეგ სუფთა წყალი აღარ უნდა გადავივლოთ.
აბაზანის მიღება არ შეიძლება უშუალოდ ჭამის შემდეგ, რადგან ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, დამატებით იტვირთება გულ - სისხლძარღვთა სისტემა; აბაზანის მიღების დროს შარდის ბუშტი და ნაწლავი დაცლილი უნდა იყოს.
განვიხილოთ აბაზანის ზემოქმედება ცალკეული სამკურნალო მცენარის გამოყენებისას:
პიტნა - ეფექტურია გაცივებისას; მისი ორთქლი აფართოებს სასუნთქ გზებსა და აუმჯობესებს სუნთქვას. გარდა ამისა, პიტნა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს.
როზმარინი და აბზინდა - აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ახდენენ მატონიზირებენ მოქმედებას ნერვულ და გადაღლილ ადამიანებზე, დადებითად მოქმედებენ დანაოჭებულ კანზე.
გვირილასა და სვიას - აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ კანის მდგრადობას ინფექციებისადმი და ხელს უწყობენ ახალი უჯრედების წარმოქმნას. ამ მცენარეთა ნახარშისაგან მომზადებული აბაზანები განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი, ანთებითი კანისათვის.
ცაცხვის ყვავილებისაგან მომზადებული აბაზანები აძლიერებენ ოფლის გამოყოფას. ამშვიდებენ ნერვულ სისტემას; რეკომენდებულია უძილობის დროს.
სალბი და მუხის ქერქი ავიწროებენ ფორებს; გამოიყენება ცხიმიანი კანისა და ჭარბი ოფლიანობის დროს.
მინდვრის შვიტა ან მინდვრის ბალახების ნარევი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება, დამჭკნარი, მოდუნებული კანის შემთხვევაში.
ღვიისა და ბარამბოს აბაზანები დამაშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ხსნიან დაძაბულობას.
ზამბახისა და წიწვის აბაზანებს აქვთ მატონიზირებელი მოქმედება; გამოიყენება გადაღლილობისა და გამოფიტვის დროს.
ფარსმანდუკის (მელიკუდა, წყლულის ბალახი, ყვავისკუდა) აბაზანები კარგია მშრალი და დამსკდარი კანის დასარბილებლად.
ველური წაბლი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს კანის კაპილარების კედლების მდგრადობას.
გულყვითელა (ნარგიზელა) - აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. გამოიყენება ყველა იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ეპითელიზაციის დაჩქარება; აქვს ასევე მატონიზირებელი ზემოქმედება.
ქატოს აბაზანები (ხორბალი, შვრია, სიმინდი, ნუში) დამამშვიდებლად მოქმედებენ ანთებით კანზე; არბილებენ გაუხეშებულ კანს, ხსნიან ქავილს.
კანზე სასიამოვნო არომატულ და გამაცოცხლებელ ეფექტს ახდენს პიტნის, ბარამბოს, როზმარინის, ღვიის, კვლიავის აბაზანები.
სასურველია ვიცოდეთ აგრეთვე სამკურნალო მცენარეთა საერთო ჯგუფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკაში.
ეთერზეთებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: პიტნა, ბარამბო, ლავანდი, გვირილა, სალბი, როზმარინი, ცაცხვი, ფარსმანდუკი; ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, აფართოებენ კანის სისხლძარღვებს - კანი წითლდება და თბება. ორგანიზმზე ახდენენ მასტიმულირებელ ზემოქმედებას. ხასიათდებიან ანტისეპტიკური მოქმედებითაც.
საპონინებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ველური, წაბლი, მიხაკი, ძირტკბილა, ფურისულა, ენდრონიკა. ეს მცენარეები აძლიერებენ კანის შემწოვ უნარს, არბილებენ ეპიდერმისს.
სალიცილის მჟავით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ტირიფის ქერქი, ბაღის ია, გულყვითელა. მაღალი კონცენტრაციის დროს მოქმედებენ ანტისეპტიკურად; შედარებით დაბალი კონცენტრაციისას - დადებითად მოქმედებენ ანთებით და აქერცლილ კანზე.
მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: მუხის ქერქი, არყი, ველური წაბლი, ჭანგა, სალბი, ფარსმანდუკი. ეს მცენარეები ავიწროებენ კანის ფორებს, ამცირებენ ოფლდენას. აძლიერებენ კანის ადვილად ანთებადი ნაწილების რეზისტენტობას.
ლორწოვანი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: სელის თესლი, ბალბა, ვირისტერფა, ისლანდიური ხავსი, ბირკავა. ისინი ადვილად და თანაბრად ნაწილდებიან კანზე, იცავენ მას მექანიკური გაღიზიანებისაგან. ამცირებენ ტკივილსა და წვას.
მინერალური მარილებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ჭინჭარი, კამა, არყი, გვირილა, ბაბუაწვერა. ეს მცენარეები კანს უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი ელემენტებით, არეგულირებენ კანის წყლის ბალანსსა და იცავენ მას გაუწყლოვნებისაგან.
This post has been edited by RENE_Z on 18 Feb 2012, 16:49