კაი დროს კი გპასუხობ, მაგრამ ახლა ვნახე და მაინც იქნებ გამოგადგეს..

)))
იმბირი (რუსულად) ქართულად არის ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (Ginger- ინგლისურად)
ჯანჯაფილი ერთ-ერთი უძველესი საკაზმია. ჯანჯაფილის ფესვი, როგორც სანელებელი, უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთ ინდოეთი. მის შესახებ წერდა ჯერ კიდევ კონფისიუსი ჩვ. ერამდე 500 წლის წინ. მას მწარე გემო აქვს და მიაკუთვნებენ ე.წ. ”ცხელ” სანელებლებს. ამასთან გამხმარ ჯანჯაფილს უფრო მწარე გემო აქვს. მის არომატს განაპირობებს მასში ეთერზეთების არსებობა (1,2-3%), ხოლო სიცხარეს - ფენოლის მგავსი ნივთიერება - გინგეროლი.
მედიცინაში ჯანჯაფილი გამოიყენება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
ჯანჯაფილი მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს. ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა. გამოიყენება გაცივების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
ფართოდ არის ცნობილი ჯანჯაფილის დიეტური თვისებები. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად გეხმარებათ გახდომაში. ამ კუთხით, ა.შ.შ-ში, იაპონიასა და ჰოლანდიაში ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგებიც ერთხმად ადასტურებს მის სასარგებლო თვისებებს მეტაბოლიზმის ზრდის კუთხით. აღნიშნული კვლევების მიხედვით, მას გააჩნია ანტიდეპრესიული თვისებები. ასევე, დამატებით, მას შეუძლია გულისრევის შეგრძნების მოხსნა, აქვს ანტიბაქტერიული და სედატიური ეფექტი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული ალერგიული ადამიანებისთვის(ვინც ალერგიულია მასში შემავალი ნივთერებების მიმართ), კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს, ღვიძლის დაავადებების დროს, სისხლდენებისკენ მიდრეკილებისას და ჰემოროისას, მაღალი წნევის, ინფარქტის, ინსულტის და იშემიური დაავადებების დროს, ასევე, ორსულების და მეძუძური დედებისთვის.
ყურადღება! განსაკუთრებით, ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.
This post has been edited by Pleiades on 24 Feb 2014, 15:04
მიმაგრებული სურათი