დიდი ტექნოლოგიური წიაღსვლები არ დამიწყია, რაც გაგებული მქონდა ის გავაკეთე.
პირველ რიგში შევარჩიე ახლად გაღვივებული წაბლის თესლი, სულ რამდენიმე სანტიმეტრზე იყო ამოსული.
მერე ავიღე შესაბამისი ქოთანი, პატარა და არც ისე ღრმა, ზემოთ სურათებში რომაა დაახლოებით იმდაგვარი. ნიადაგზე ცოტა ვიჩალიჩე, რაღაც-რაღაცეები შევურიე ერთმანეთში, ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდად ანსაკუთრებულიც არაფერი არ იყო. ქოთანს ძირი ისე ავუკეთე რომ წყალი ადვილად გასულიყო და ხშირი მორწყვის გამო ფესვები არ დალპობოდა.
ხე უნდა იდგეს მზიან ადგილას, მზე თუ მოაკლდა ფორმასაც დაკარგავს და უაზროდ დაიწყებს აწოწვას, ამიტომ კარგად განათებულადგილას მედო და ყოველდღე ვრწყავდი (უფრო ვნამავდი ვიდრე ვრწყავდი). რამდენჯერმეზოგიერთი ტოტი შევუსწორე რომ ისე განვითარებულიყო როგორც მინდოდა და სიმაღლის მაგივრად სიგანეში წასულიყო. საკმაოდნორმალურად იზრდებოდა, სიმაღლე არ მახსოვს მაგრამ დიდი არ იყო და უკვე ნელ-ნელა ფორმებს იძენდა (წაბლი საერთოდ ნელა იზრდება) ასევთქვათ "ხეს ემსგავსებოდა"

.
გახმობის მიზეზი კი ძალიან ბანალური იყო, დასასვნებლად წავედი და ვისაც დავუტოვე წყალს იშვიათად უსხავდა (შეიძლება საერთოდაც არდაუსხია) არადა წყალი მუდამ სჭირდება.
მკლედ ხეს წყალი, მინერალები და მზის სხივი არ უნდა მოაკლდეს სიდიდის ძირითადი განმსაზღვრელი კი ქოთანია, პატარა ქოთანში ხე დიდზე ვერ იზრდება, სამაგიეროდ აქვს ყველა დანარჩენი პრობა, ამიტომაც ვითარდება ეგრე ლამაზად და ამიტომაცაა ეგრე რეალისტური.
არსად არ მისწავლია ამის კეთება, არც ნტერნეტი იყო იმ დროს და არც წიგნები მაგის შესახებ, მამაჩემმა ჩამომიტანა სურათები შვეიცარიიდან, თან რაღაც ჟურნალში წაიკითხა მაგათი გაზრდის შესახებ, ეგრე მყოლილით და მერე სადღაც-სადღაც ყურმოკვრით გაგებულით დავიწყე კეთება.
ისე კარგია რომ ეს თემა გაიხსნა, შეიძლება ისევ ვცადო გაკეთება, ოღონდ ცოტა მეტ ინფორმაციას მოვკრებ