psychooooეგ იმიტომ რომ პატარას მოაჭერი და სწორადაც მოიქეცი. მე დავაგვიანე...
KOMBATმე პირადად სულ 2 თვეა რაც მყავს, მაგრამ ბაბუაჩემს ყავდა როტვეილერი, ბიძაჩემს და კაროჩე როტვეილერებთან ერთად ვარ გაზრდილი. ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ როტვეილერს ვერც ერთი ჯიში ვერ შეედრება (ჩემთვის) მაგარი მოსიყვარულეები და ერთგულები არიან, ამავდროულად ძალიან ჭკვიანებიც. ოჯახში მხოლოდ 1 პატრონს ირჩევს და ბოლომდე მისი ერთგულია.
რაც შეეხება აგრესიას, ის ისეთი იქნება, როგორსაც შენ გაზრდი. ასევე მას სჭირდება მტკიცე ხელი და პატარაობიდანვე წვრთნა. მტკიცე ხელში ცემა არ მიგულისხმია (მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან გარდაუვალია) ხშირი ცემის შედეგად ძაღლი ან მშიშარა გაიზრდება, ან როცა ჯანზე მოვა შეიძლება პატრონზეც გაიწიოს. ასევე როტვეილერი არის ძალიან ეჭვიანი და თუკი გყავს სხვა 4 ფეხა მეგობრებიც, უმჯობესი იქნება მათი დამეგობრება ლეკვობიდანვე.
http://www.youtube.com/watch?v=HF_-8ovQsKshttp://www.youtube.com/watch?v=b4skcllgCZkრუსული თუ არაა პრობლემა, ძალიან საინტერესო ვიდეოებია როტვეილერზე