მოკლედ გუშინ მივიყვანე ინგლისური კოკერსპანიელის ლეკვი სახლში 5 თვისაა მე მგონი...
ხოდა თავისი ჭკუით გეთამაშება, მაგრამ ეგრევე კბილებით მოდის თამაშისას. თავზე ხელს რო გადაუსმევ ცდილობს პირში ჩაიდოს შენი ხელი, და აგრეთვე როგორც კი ცამოდგები და გაივლი ეგრევე ფეხსაცმელს აფრინდება კბილებით

გუშინ ისე დაგვტანჯა რომ აივანზე გავაბრძანეთ დღეს... მითხრეს კბილები ამოსდის და მაგიტომ, მართლა ამის ბრალია ვითომ?
რა ასაკში ამოსდის ძაღლს კბილები? თუ არადა რატო შეიძლება იყოს ასეთი ნაგიჟარი? ხო კიდევ ყველგან შვება ყველაფერს
სახლის დასვრას და ეზოში მოსაქმებას როგორ მივაჩვიო?

მოკლედ მაგარი უზრდელი ტიპია მაგრამ მაგარი ლამაზი და საყვარელია

კბენით არ გკბენს ოღონდ, მაგრამ ისეთი წვეტიანი კბილები აქვს სულ დაფხაჭნილი ვარ
This post has been edited by web_nts on 13 Jun 2008, 15:21