ერთხელ ჩემი უბნის ახალგაზრდები ავიყოლიე და წავედით ჩვენი სოფლის ტყეში სალაშქროდ.ტყეში საკმაოდ საიმედო კარავი გვეგულებოდა და გადავწყვიტეთ ღამე იქ გაგვეთია.გოგოებმა გადავწყვიტეთ,თორე ბიჭები ამ იდეას სულაც არ აღუფრთოვანებია

3გოგო და 5ბიჭი ვიყავით.ორი თოფი გვქონდა,ყოველი შემთხვევისთვის,მაგრამ ტყვიები არ გვქონდა საკმარისი.ტყეში ვიცოდით,რომ დათვები იყო ბლომად.მგლებზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა.მოკლედ,მივედით კარავთან,შევისვენეთ,დავალაგეთ ბარგი და უცებ თავზე დაგვადგა ამ კარავის პატრონი,ლამის 100წელს გადაცილებული ქესკინ ბაბუა.ეს ბაბუა სოფელში ყველაზე ძლიერ და გამოცდილ მონადირედ იყო ცნობილი.ასაკის მიუხედავად,მაინც ყოჩაღად გრძნობდა თავს.იმ დღესაც ისე მოაჯირითა ცხენი,ყველას თვალები შებლზე აგვივიდა.
მოკლედ,გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ჭორაობა.ქესკინმა მოგვიწონა გაბედულება,შეგვაქო,ბუნება გყვარებიათო,რამდენ ხანსაც გინდათ,დარჩით ამ კარავში,რა ჩემი საქმეაო.ბიჭებმა დრო იხელთეს და შეაპარეს:"-ქესკინ ბაბუა,ღამე რომ დავრჩეთ და კოცონი დავანთოთ,დათვი ხომ არ დაგვესხმება თავსო."
"-ოჰ,მაგის ნუ გეშინიათო" გაიცინა ქესკინმა."-ამ ბოლოს რაც დათვები იყო ტყეში,ყველა მიმალული და გადაკარგულია საცხაო"
ბიჭებმა ძვლივს შვებით ამოისუნთქეს.მე ცოტა დაუჯერებლად მეჩვენა და მაინც ვკითხე"-კი მარა,სად წავიდნენ ამდენი დათვებითქო?"
"-რა ვიცი ბაბუ,იქნება არც წასულან არსად და იმალებიან სადმე,ეშინიათ გარეთ გამოსვლაო"
"-და რისი ეშინიათო"გაბედა ვიღაცამ კითხვა
"-მგლების ბაბუ,მგლებისო

აი ბოლო პერიოდი მგლები გაჩნდა ტყეშიო,სულ ჯგუფ-ჯგუფად დადიანო და ერთი დათვი ერთ ჭამაზეც არ ყოფნითო"
ბიჭების სახეებს არ ავღწერ,თქვენ თითონ წარმოიდგინეთ

მე მაინც იმედს არ ვკარგავდი,გავბედე და ვკითხე,"-კოცონი რომ დავანთოთ,მაინც დაგვესხმება მგლები თავსთქო?მე მგონი ცეცხლის ეშინიათთქო,ხო?"
"-მგელს არაფრის ეშინია,ბაბუ,თუ შია მგელმა შიში არ იცისო"
ქესკინ ბაბუას ეს წინადადება დამთავრებული არ ქონდა,რომ ბიჭებს ბარგი უკვე ჩაელაგებინათ
ყველაზე სასაცილო კი ამ ამბავში რა იყო იცით?ქესკინ ბაბუა თურმე ჩვენი მამების მოგზავნილი ყოფილა,რომ შეგვშინებოდა და ტყეში ღამე არ გაგვეთია

ნეტა მართლა თუ ეშინიათ დათვებს მგლების?