11-12 წლის ვიყავი არდადეგები იყო სკოლის
ჩავედი თუ არა იმ დღესვე ვნახე 7-8 ცხენი ბაბუსი და ყველა ძალიან ლამაზი იყო ( ჰყავდა თქო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ, არ იყვნენ იქ ხშირად არც უვლიდა იმდენად , სადღაც დადიოდნენ და რაღაც პერიოდი ჰქონდათ როცა აკითხავდნენ ხოლმე და ეს აჭმევდა)
რო ვუყურებდი მეცინებოდა, იმიტო რო მეგონა ისინიც იცინოდნენ რაღაცნაირი სახეები ქონდათ ყველას ერთნაირი
ძალიან ვთხოვე დაჯდომა, და ცოტა რომ გავიარეთ სადავეები თუ რაც ქვია მომცა ხელში ბაბუმ და მითხრა ჭკვიანი ცხენია, რაც გინდა უთხარი ყველაფერს გაიგებსო თან მითხრა წინ წასვლისას რა უნდა მექნა, და გაჩერება რო მომინდებოდა
არასდროს დამავიწყდება პირველი შეგრძნება როცა სიარულიდან ოდნავ სწრაფად გაიქცა... შიში, სიხარული, ყველაფერი ერთად დამეუფლა
მაგრამ გამახსენდა რომ მითხრა და ვცადე გაჩერება, გაჩერდა
მერე მოვეფერე და ველაპარაკებოდი , მისმენდა და გრძნობდა ვიცი
თან არ ტკიოდა მაშინ ძალიან მსუბუქი წონა ვიყავი ალბათ ვერც გრძნობდა
თავი მეფე მეგონა
ჰოოდა ასე ვხეტიალობდი 1საათის მანძილზე, უკან რო ვბრუნდებოდი ყველა მე მეძებდა ბაბუსაც გული ამოვარდნაზე ქონდა ეს რა სისულელე ვქენიო და რო დაგვინახა ორივე მშვიდად მოვდიოდით ძალიან გაუხარდა

ცოტა რო წამოვიზარდე ვფიქრობდი რატომ ჰყავდა თქო და ვერ მივხვდი, არც ხედნიდა იდეაში , არც რამისთვის იყენებდა
ახლა რომ ვფიქრობ ალბათ უყვარდა და რაღაც დამოკიდებულება ქონდა რაღაც დროიდან, იმათაც ესმოდათ , თან უყვარდათ თავისუფლება , თან აკითხავდნენ და ასე იყვნენ ბევრი წლის მანძილზე
ახლა ბაბუს ინსულტი ჰქონდა და ძველებურად ვეღარ არის მააგრამ ეს კარგი მოგონება გულში ჩამრჩა
ჰოოოოდა რისი თქმა მინდოდა , ცხოველები კი არა ძალიან საყვარელი ვინმეები არიან

ახლაც მინდა ძალიან, და ალბათ მოვახერხებდი უბრალოდ
რამდენი წელი გავიდა, მეც როგორ გავიზარდე თან არ მინდა ეტკინოთ ჩემს გამო , მე არ მომეწონებოდა მათ ადგილას როცა ვინმე დამაჯდებოდა
ხოდა ამ ჩემ სურვილს შევინახავ ჩემთვის
და ეს პოსტიც იყოს აქ