ძვირფასო საქმეში ჩახედულო ხალხო, ძალიან დამავალებთ თუ გამარკვევთ რა მდგომარეობაა შემდეგ საკითხთან მიმართებაში:
ცხენოსნობა "ჩაინიკებისათვის":
სად? ვისთან? რამდენად? რა პირობებია და ა.შ. ძვირი სიამოვნება რომაა ეგ გასაგებია, მაგრამ რამდენად ძვირია, ვისთან ღირს მისვლა და ვისთან არა. მოკლეთ რაც უფრო ამომწურავად მომაწოდებთ ინფორმაციას უფრო მადლობელი დავრჩები.
ახლა "დაიჭირე სადმე სოფელში ცხენი და ეგ არის, ან აგერ შენ პრაკატი და ტაისონა 5 ლარად" არ გამაგონოთ! ვინმე მინდა ვინც მასწავლის ნორმალურად, ცრუ ილუზიები ზოგზოგიერთებივით რომ ჩემგან ჯერ არნახული მხედარი გამოვა არ მაწუხებს. გთხოვთ, დამეხმარეთ ცხენებზე შეყვარებულ თანამემამულეს.
P.S. ცნობისთვის თურქულად ცხენივით ქალი ნიშნავს ძალიან ლამაზ ქალს, ანუ ფრიად სერიოზულ კომპლიმენტად ითვლება. ჩვენთან მოგეხსენებათ როგორსაც ნიშნავს..

, არ ვართ ბატონო აზიატები და არ გჯერათ, ამ საკითხის ევროპული ხედვა გვაქვს

))))))))))