ჩემი ბავშვობა გამახსენდა და იმერეთი

15 წლის წინ მეც მაგ ამბებში ვიყავი, ქალაქიდან ჩასული დავრაზმავდი ხოლმე ბიძაშვილებს და მოვედებოდით მეზობელ სოფლებს, მთელი დღის წანწალის და დევნის შემდეგ მოვიხელთებდით 3-4 ცხენს და უკან მონღოლებივით ბრუნდებოდით

ხან მარტოს 2 ცხენის წამოყვანა გიწევდა, ხან ორნი ერთ ცხენზე, გააჩნია როგორი ხეირიანი ნადირობა გამოვიდოდა, ხან ისეც ხდებოდა რომ პატრონი მოგვდევდა თოფის სროლით და გინებით (ჩვენ სოფლამდე, მერე ჩვენ მივდევდით) იყო მერე გადატყავებული ერთი ადგილით საღამოს სკამზე საცოდავად დაჯდომა და ღონეგამოცლილი ფეხებით კიბორჩხალასავით გვერდულად სიარული

ეჰ, მაგარი დრო იყო...