მუსტანგი არაა არც ჯიშI და არც ველური ცხენი

მუსტანგი -ასე მოიხსენიებენ ამერიკის კონტინენტზე ესპანელების მიერ გადაყვანილი პირველი ცხენების ნაშიერებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე აღმოჩნდნენ მათთვის იდეალურ, ფაქტიურად სასათბურე პირობებში და იქ განვითარდნენ დამოუკიდებლად და ბუნებრივად, შესაბამისად ეს არაა არც სელექციით მიღებული ჯიში და არც სპეციალურად გამოყვანილი, დაახლოებით იგივე პონტია რაც კავკასიური ნაგაზის შემთხვევაში - სუსტი ადვილად ხვდებოდა მტაცებელი ცხოველების ლუკმა, ძლიერი აღწევდა ბელადობას და გამრავლების უფლებას უსპობდა სხვებს -შესაბამისად ძლიერი მრავლდებოდა, სუსტი გადაშენდა ჯიშიანა და ჯილაგიანად. ცხენები თავდაპირველად როგორც მახსოვს იყვნენ როგორც ესპანური, ასევე არაბული და სხვადასხვა ჯიშისები, მარა მერე აირივნენ და მოერგენ იქაურ პირობებს.
მამენტ ყველა ცხენი ველურია სანამ გახედნი
ვერაფრით ვერ გავიხსენე ვისი ნაწარმოებია - ვაჟა ფშაველას ინიციატივით დაიწყო ქართული ცხენების მოშენება, 20 საუკუნის დასაწყისში თU მეცხრამეტეს ბოლოს, რომელიღაც ხეობაში შეყარეს და რამოდენიმე წელი ბუნებრივად მრავლდებოდნენ და ცხორობდნენ იზოლირებულადო, ყველა სტანდარტულად თეთრი ლურჯი პორაჯებით, მერე რევოლუცია ჰაიუ ჰუი და ვიღაც აზერბაიჯანელი მეცხვარეები გაურიგდნენ ამ რაიონის მდივანს და იმანაც გადაარეკინე მთელი რემა აზერბაიჯანშიო. ხოდა რაზე მოვყევი -ეს ცხენები ველურები კი იყვნენ მარა კონკრეტული ჯიშისანი იყვნენ

მამენტ მუსტანგიც ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა უკვე, მარა უფრო დვარნიშკაა რა