Levan_Lionწამო, იჯირითე
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...24019574&type=1თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა თბილისის ზოოლოგიური პარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“.
ლუბის სტუმრების განკარგულებაშია როგორც დიდი, გადახურული მანეჟი, ისე გაშლილი, ღია მოედანი. მანეჟში ვარჯიშის გარდა დენდროპარკში შესაძლებელია სპეციალურად მომზადებულ საცხენოსნო ბილიკებზე გასეირნება და საცხენოსნო ტურების ორგანიზება.
დაეუფლეთ ცხენოსნობას საცხენოსნო კლუბში „სპირიტი“. ჩვენ გთავაზობთ გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანებისთვის. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ ცხენოსნობის როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე შესწავლა. „სპირიტში“ 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი და პონი გვყავს, რაც შესაფერისი ცხენის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოჯირითეებისთვის.
კლუბი „სპირიტი“ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ გაკვეთილებს და ერთდღიანი საცხენოსნო ტურების ორგანიზებას დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე.
ინდივიდუალური გაკვეთილები:
• თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა - 45 წუთი;
• თითო გაკვეთილის ღირებულება - 30 ლარი.
ფასდაკლება:
ერთთვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება:
• 4 გაკვეთილი - 110 ლარი;
• 8 გაკვეთილი - 220 ლარი.
ჯგუფური გაკვეთილები (ჯგუფში არაუმეტეს 5 ადამიანისა):
• თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა - 45 წუთი;
• თითო გაკვეთილის ღირებულება - 20 ლარი.
ფასდაკლება:
ერთთვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება:
• 4 გაკვეთილი - 72 ლარი;
• 8 გაკვეთილი - 144 ლარი.
პონით გასეირნება:
• თითო გასეირნების ხანგრძლივობა - 15 წუთი;
• თითო გასეირნების ღირებულება - 10 ლარი.
ფასდაკლება:
ოჯახის წევრებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
საცხენოსნო კლუბის ტერიტორიაზე გასეირნება (მაქსიმუმ 2 საათი) - 50 ლარი.
ერთდღიანი საცხენოსნო ტური დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე - 90 ლარი.
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
შესვენება: 13:00-დან 14:00 საათამდე.