#41102031 · 29 May 2014, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
3 თვის წინ შემობოდიალდა მაწანწალა ძაღლი, ხვადი. ძალიან საყვარელი იყო დაახლოებით 3 თვის, შემეცოდა და შევიფარე. ნეკნები ეტყობოდა სიგამხდრისგან და სუსტად იყო, მე თავიდან მეტისი მეგონა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე ქუჩის ბოლოს მაღაზიასთან გაჩერდა მანქანა და გადმოსვა ძალიან პატარა 1 თვემდე, გამყიდველმა მომიყვა და მაღაზიაში აჭმევდნენ, არც მიდიოდა იქიდან არსად, ეტყობა მე ამომყვა ჩუმად ეზომდე. თავიდან ბეწვიც ცუდ მდგომარეობაში ქონდა, გამხდარი იყო და შეფერილობაც გაურკვეველი, უფრო ჭრელს გავდა. ავცერი, მოვუარე, ვაჭამე, მოვასუქე და ნელ-ნელა დაემსგავსა ძაღლს. ახლა უკვე 6 თვისაა და ბოლო 2 კვირაში ზურგზე გაუჩნდა ვეფხვისმაგვარი შეფერილობა. მეტისს არ გავს აშკარად, დავიწყე ძებნა ინტერნეტში და ერთი-ერთზე ჯდება აზიური ნაგაზის მონაცემებში, შეფერილობაში და ფოტოც რომ ვნახე ზუსტად ეგეთია.
აქტიურია, თამაში უყვარს, სეირნობისას ადამიანებზე საერთოდ არც ყეფს და არც იწევს, პირიქით ყველა ეფერება ესეც ბედნიერია, მარტო დიდი ზომის ძაღლებზე აქვს რეაქცია, უღენს რომ ახლოს არ მოვიდნენ და ისე გაწევით არ იწევს. პატარა ძაღლებს ეთამაშება და ძალიან კარგად შედის კონტაქტში. კატებზე ქუჩაში რეაქცია არ აქვს, მაგრამ ეზოში ვეღარ შემოდიან ქუჩის კატები, სამაგიეროდ მეზობლის კატაზე რეაქცია არ აქვს. ეზოში უცხო შემოდის, მეზობლებს ცნობს, მეგობრებსაც და იმათ არ უყეფს. უცხოზეც არ იწევს მაგრამ არც უშვებს საზღვარზე, ძალიან საშიშად ყეფს. ბრძანებებს ემორჩილება, მაგალითად ჯდება, წვება და ა.შ. თან მე საერთოდ არ მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება და არც ტრენერი ამიყვანია, ქრთამით მივაჩვიე ამ ყველაფერს, ძალიან სწრაფად სწავლობს. აი სხვა ძაღლებთან შედარებით საკმაოდ არააგრესიულია, მთავარია ეზოს ზღურბლს არ გადმოსცდე, ისიც თუ გამოვიხედე და ვუთხარი რომ გაჩერდეს, ჩერდება. ეზოში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და ეთამაშება. საჭმელს რომ ვუდებ ჯერ ვსვამ და სანამ არ დავდებ და არ ვეტყვი რომ ჭამოს არ ეკარება საკვებს. პირიდანაც თავისუფლად ვაცლი თუ რამე აიღო ქუჩაში, ერთხელ უმი ბარკალი გამოვაცალე, ვიღაცას გადაუგდია და არც კი შემომიღრინა, თან მაშინ სულ ახალი შეფარებული მყავდა. როცა ვსჯი მაშინაც არ მიღრენს. ჩემი მეგობრის კანეკორსომ მაგალითად რამდენჯერმე შეუღრინა პატრონს დასჯისას და პირიდანაც საჭმელს იმას ვერ გამოაცლი. როცა ჩემსას ლამის ხახიდან ამოვუღე რამდენჯერმე ქათმის ძვალი და პირიც არ დაუხურია რომ შემთხვევით არ გავეკაწრე.
ნუ ეს ძაღლზე ზოგადად, ახლა რაც შეეხება კითხვას. სამსახურში რომ მივდივარ სერიოზულად მეტირება. არც წკმუტუნებს, არც ყეფს, აი უფრო ყმუილს და მოთქმას გავს. როგორცკი გავალ ეზოდან იწყებს და სანამ არ დავბრუნდები არ ჩერდება. თუ სახლში ვარ წყნარად არის. ალბათ მაინც ინსტინქტი აქვს, ამდენი ხანი მაწანწალა რომ იყო, მაგრამ რამენაირად შემიძლია გადავაჩვიო? ან რა გავაკეთო რომ წყნარად იყოს როცა სახლში არ ვარ?
--------------------
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.
|