დღეს წავიკითხე უამრავი რამ ზღვის გოჭების კვებასთან დაკავშირებით და ბარემ გაგიზიარებთ სადაც ამდენი ვიკითხე

თუ რაიმე შესწორება გაქვთ ან უკეთესი წყარო, პირიქით მადლობელი დაგრჩებით

დავწერ მოკლედ ზოგადი წარმოდგენისთვის რაც გავიგე და საიტებს დაგილინკავთ, რადგან შეიძლება ახალმა პატრონებმა შემოიხედონ ამ თემაში და მე პირადად 1 თვის წინ როცა ჩემი გოჭი მაჩუქეს ესეთი პოსტი რომ მენახა ძალიან გამომადგებოდა. ინგლისურად ფორუმები, უაზრო ტუტორიალები ან ძალიან დეტალური კარგი თუმცა დიდი მასალა შეგხვდებათ რომელის გაცნობასაც დრო უნდა, აუცილებლად გაეცანით გირჩევთ.
იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლონ და ჯანმრთელად ჩვენმა გოჭებმა უნდა დავაცვევინოთ ე.წ. დიეტა. თუ ყველა დეტალს გაითვალისწინებს პატრონი 9 წლამდეც ცხოვრობენ ზღვის გოჭები, თუმცა საქართველოში მე მსგავსი რამ არ გამიგია, რადგან აქ მაღაზიებში არ იყიდება სპეციალური და მაღალი დონის საკვები, თივა და ა.შ. რის გამოც 3-4 წლის ზღვის გოჭები ხშირად უკვდებათ და ამას ზოგიერთი ქართველი ვეტერინარი ნორმალურადაც კი მიიჩნევს თურმე.
პირველი რაც გამიტყდა და გამიკვირდა, თურმე ის საკვები რომელიც სპეციალურად ზღვის გოჭებისთვის არის, ვიტაპოლის შეკვრას ვგულისხმობ (საქართველოში მეტი სავარაუდოდ არც იშოვება, ან მეეჭვება უკეთესი ხარისხის იშოვებოდეს), შეიცავს ისეთ რაღაცებსაც, რაც ზღვის გოჭებისთვის არ არის რეკომენდირებული. ასევე ფერადი საკვები რომ იყიდება ზოომაღაზიებში, არ არის თურმე რეკომენდირებული პაკეტის საკვებში მაგ: მარცვალი, გამხმარი ან ხილის ჩირი, მზესუმზირა, თხილი და ა.შ.
პირველ რიგში დავწერ რა არის აუცილებელი ზღვის გოჭებისთვის ყოველდღიურად:
1. ბალახის თივა ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ( თავიდან მიაცხრება, ჩემმაც ეგრე ქნა არ ჩერდებოდა, თუმცა შემდეგ ისწავლის მოზომვას). გუდვილში იყიდება სხვაგან არ მინახავს ჯერ.
2. წყალი. სპეციალური სოსკები იყიდება ამაზონზე და სხვა მაღაზიებშიც. სოსკის გარდა სხვა მეთოდით რომ დაალევინოთ არ არის რეკომენდირებული, თავად მითხრა ვეტერინარმაც.
3. ე.წ. pellets. ფოტოზე ნახეთ

1 წლამდე რეკომენდირებულია Alfalfa pellets, უფრო ზრდასრულებისთვის კი Timothy pellets. პაკეტსაც ესე ეწერება ამიტო ქართული თარგმანი არ ჭირდება
გარდა ამ სამი რაღაცისა ყოველდღიურად უნდა მისცეთ ბოსტნეული და ცოტა ხილი. აუცილებლად ცოცხალი, ახალი და გარეცხილი. რეკომენდირებულია ბოსტნეულიდან ყოველდღიურ მენიუში სალათის ფოთლები, კიტრი, სტაფილოს პატარა ნაჭერი, იდეალურია ბულგარული წიწაკა 1/8 ან 1/4 ნაჭერი ნებისმიერი ფერის.
კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ მისცეთ ეს ბოსტნეულიც: მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, ნიახური), წითელი ფხალის და ისპანახის ფოთლები, პამიდორი კანის გარეშე, ბალახი, სიმინდის ფუჩეჩი და ა.შ.
ძალიან ცივი მაცივრიდან ახალი გამოღებული არ მისცეთ, კუჭისთვის არ არის სასარგებლო. არც შეჭამს ალბათ, ჩემი არ ჭამს ცივს ძალიან.
ხილიდან შეგიძლიათ მისცეთ ვაშლი, ბანანი, კენკრები, კივი.
არ არის რეკომენდირებული: ყურძენი, მარცვლეული და მზესუმზირა, ასევე სხვა კანიანი საჭმელი მზესუმზირასავით (შეიძლება დაახრჩოს), თხილი (ცხიმიანია), კომბოსტოები არცერთი სახის (გაზებს იწვევს), სოკო, მწარე წიწაკა, არანაირი რძის პროდუქტი, ცომეული.
ასევე სასურველია რადგან ზღვის გოჭები მუდმივად აქვთ C ვიტამინის ნაკლებობა, მხოლოდ ეს ვიტამინი მისცეთ დღიურად დოზების დაცვით.
ზღვის გოჭებს ინდივიდუალური ფიზიონომია აქვთ, ამიტომ საკვები რომელსაც ზღვის გოჭიც ახატია და კურდღელიც ის არ იქნება ზღვის გოჭისთვის სასარგებლო, რადგან კურდღელს ც ვიტამინის ნაკლებობა არ აქვს და სხვა მხრივაც განსხვავებულ კვებას საჭიროებს. ჩემ მეგობარს ამას წინათ თუთიყუშის საჭმელი მისცეს ზოომაღაზიაში და უთხრეს რომ ზღვის გოჭისთვისაც შეიძლება იგივე არისო, რაც არის ტყუილი.
რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ამომწურავი არ არის და მხოლოდ ზოგადი ხასიათის არის, ამიტომ:
ეს საიტი არის ყველაზე სასარგებლო რაც მინახავს, დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას, არამარტო საკვების :
http://www.guinealynx.info/diet.htmlაქ კარგად არის ჩამოწერილი რეკომენდირებული, აკრძალული და აუცილებელი საკვების სიები:
http://www.guineapigmanual.com/guinea-pig-eating/პ.ს. იმედი მაქვს მალე რომ დიდი ზოომარკეტი იხსნება ხელს შეგვიწყობენ ჩვენი გოჭების სწორად გამოკვებაში
This post has been edited by cruella on 2 Oct 2013, 21:08