pernataquote]არაა, სიმართლეა!!!! ... პლასტმასისაა[/quote]
შენ იცინე და მე ასეთმა დაბოლებებმა მაგარ ცუდ დღეში ჩამაგდო- ერთი თვეა ინტენსიურად მირეკავენ(დღესაც დამირეკეს) ვარდების თესლები უნდა ვიყიდოთ და როგორ დავთესოთო. კი მიკვირდა ამდენ ადამიანს ეთბაშად რა ვარდების თესვა აუტყდა მეთქი და მორიდებულად ვპასუხობდი-ძნელია,ცუდად ამოდის, თან საინტერესო ფორმები ძალიან იშვიათად ერევა და ა.შ ,კი ვგრძნობდი რაღაც არ მოსწონდათ ჩემს პასუხში მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი.თავი და თავი კი ის იყო, რომ რადგან ვიცოდი,რომ ვარდის თესლები არ მჭირდებოდა , ეს საიტები სულ არ მქონდა ნანახი. მერე ვიღაც მადლიანმა საიტი მომაწოდა ,ვნახე მარა რა ვნახე,ამას როგორ წარმოვიდგენდი..

სურათების გადმოტანა დამეზარა,თორემ სავსეა ასეთი შედევრებით.
მეგობრებო! ვარდების მოყვარულებო !
ამ ვარდების 80 პრცენტი თესლიდან გამრავლებული კი არა,საერთოდ ბუნებაში არ არსებობს! დანარჩენი 20პროცენტი კი ჰიბრიდია, რომელიც თესლით მშობელს ვერ გაიმეორებს! თესლით მხოლოდ საწყისი ფორმები (ველური) მრავლდება მშობელთან იდენტურად.
შეღავათი ის არის, რომ მაინც იაფად ყიდიან და ეს ფასი არავის დააქცევს, მაგრამ - "აბიდნა და"