ბუსნაირთა რიგი (Strigiformes), წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ღამის მტაცებელი ფრინველების 134 სახეობას, რომლებიც მოთავსებულია 2 ოჯახში:
ბუსერბნი, ანუ ნამდვილი ბუები (Strigidae) და
ტიტოსებრნი (Tytonidae). პირველ ოჯახს მიეკუთვნებიან
ყურებიანი ბუების (Asio),
ტყის ბუების (Strix),
წყრომების (Otus),
ზარნაშოების (Bubo),
ბუკიოტების (Aegolius),
ბუკნაჭოტების (Glaucidium) და სხვა გვარები, ხოლო მეორეს -
ტიტოების (Tyto) გვარი, რომლის წარმომადგენლები ნამდვილი ბუების გვარში შემავალი სახეობებისგან სამკუთხედი ფორმის ”სახით” განსხვავდებიან, რომელიც ბოლოსკენ შევიწროვდება.

ბუების ერთ-ერთი განმანსხვავებელი ნიშანი, მათი ძალიან დიდი თვალებია, რომლებიც პირველი შეხედვით მრგვალი ფორმის ჩანან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სინამდვილეში თვალებს უკანა ნაწილში გაფართოებული დამოკლებული მილის ფორმა აქვთ. ბუს თითოეული თვალის ხედვის კუთხე არ აღემატება 160 გრადუსს. ხედვის არეს გასაფართოვებლად, ადამიანიებისგან და სხვა ცოცხალი არსებების უმეტესობისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ თვალებით ბზრიალი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, მათ საკმაოდ ორიგინალური გამოსავალი მოძებნეს - ჰორიზონტალურ სივრცეში ბუს თავის დატრიალება 180 გრადუსით შეუძლია, ხოლო ვერტიკალურში 270-ით.
ყველა ბუს აქვს მშვენიერი მახვილი მხედველობა. ღამეს, მსხვერპლის ადგილმდებარეობის დასადგენად, მათ არაუმეტეს 0,000002 ლუქსის განათება სჭირდებათ. უმეტესობა მიიჩნევს, რომ დღისით მათი მხედველობა უარესდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, ზოგი სახეობა დღისით მონადირე ფრინველია.
ასეთი მხედველობის გარდა, ბუებს ასევე შესანიშნავი სმენა აქვთ, კატის სმენაზე 4-ჯერ უფრო მახვილი. ადამიანის ყურს ესმის 16 ჰერცის სიხშირიდან დაწყებული ბგერა, როდესაც ბუსთვის 2 ჰერციანი სიხშირის გაგება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით მახვილი სმენით დაჯილდოვებული არიან ტიტოების გვარის წარმომადგენლები, რომლებიც ნადირობისას სწორედ რომ სმენას იყენებენ და არა მხედველობას სხვა ბუსნაირნისგან განსხვავებით.
ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს", რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს.

საკვების ძირითად ნაწილს მღრღენელები და მწერები შეადგენენ. თითოეულს დღეში 20-25 თაგვის დაჭერა შეუძლია. მაგალითისთვის, საზაფხულო-საშემდგომო პერიოდი რომ ავიღოთ, ამ მონაკვეთში თითოეული ბუ დაახლოებით 3000 მღრღნელს იჭერს, რითაც უზარმაზარი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. ასევე ზოგი სახეობა სპეციალიზირდება თევზზე ნადირობაში. ამისათვის მათ ბასრი, დაკბილული ბრჭყალები გააჩანიათ, სწორედ ამის გამო სლიპინა კანის მქონე თევზს კლანჭებიდან გამოძვრომის შანსი არ აქვს.
მორიგი დამახასიათებელი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ დახამხამების დროს ბუსნაირნი ადამიანის მსგავსად ქვემოთ წევენ ზედა ქუთუთოს, დაძინებისას კი, როგორც ყველა ფრინველი ქვედა ქუთუთოს წევენ.
როგორც უკვე ვახსენე, ბუსნაირნის რიგი წარმოდგენილია მრავალი სახეობით, რომელთა ყველაზე დიდი წარმომადგენელი არის
ზარნაშო (Bubo bubo), რომელიც ზომაში 75 სანტიმეტრს, წონაში 4,5 კგ-ს და ფრების შლილში თითქმის 2 მეტრს აღწევს, ამ დროს, რიგის ყველაზე პატარა წარმომადგენლის -
Micrathene whitneyi-ს სიგრძე კუდის ჩათვლით არ აღემატება 14 სანტიმეტრს, ხოლო წონა 45 გრამს.
ზარნაშო
Micrathene whitneyi იყურება კაქტუსიდანბუსნაირნი მონოჰამური ფრინველები არიან, ანუ სამუდამო წყვილებს ჰქმნიან. მრავლდებიან როგორც წესი წელიწადში ერთხელ, თუმცა საკვებით განსაკუთრებით მდიდარ წლებში შეუძლიათ 2-ჯერაც კი. ბუდეს თვითონ არ აშენებენ, არამედ იკავებენ ყვავების, ყორნების მიტოვებულ ან თავისუფალ ბუდეებს და ასევე ფუღუროებს (ზოგი სახეობა მიწისქვეშა სოროებში ცხოვრობს კოლონიებად). მსგავსი ადგილების ნაკლებობის შემთხვევაში, ბუები უბრალოდ ტკეპნიან მიწას პატარა ორმოს წარმოქმნამდე, სადაც რამოდენიმე დღის ინტერვალით 3-დან 10-მდე თეთრი ფერის კვერცხს დებენ, რომლებსაც 1 თვის განმავლობაში ორივე მშობელი რიგრიგობით კრუხობს (დედალი უფრო დიდ ხანს). გამოჩეკილ ბარტყებს უვლის და იცავს ორივე მშობელი, მაგრამ საკვებით მომარაგება უფრო მამლის მოვალეობაა, ხოლო ბარტყების დაცვა - დედალის, რომელიც ზომებით მამალს აღემატება.
ტყის ნაცრისფერი ბუ (Strix nebulosa) ბარტყებითურთბუები და რელიგიაარწივი კატის თავით - სწორედ ასე ითარგმნება ბუს ჩინური სახელი და ზუსტად ასახავს ამ ფრინველის არსს. ადამიანთა მთელი ისტორიის მანძილზე, თავისი კაშკაშა გარეგნობის და ფარული ცხოვრების გამო, ბუსნაირნი ყოველთვის იყვნენ მოქცეული ყურადღების ქვეშ და კაცობრიობაში იწვევდნენ განსაკუთრებულ სურვილს მათთვის რომელიმე რელიგიური სიმბოლო მიენიჭათ, ხშირ შემთხვევაში ნეგატიური. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ საინტერესო ფრინველებში დადებით მხარეს ხედავდა. მაგალითად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ინდიელები ბუებს თაყვანს სცემდნენ , მეომრების და ორსულების მცველებად თვლიდნენ. სხვა ტომები თვლიდნენ, რომ ისინი მითიური ბუსგან წარმოიშვნენ და მას თავის ტოტემურ ღვთაებად ირჩევდნენ. ძველ ათენში, ბუს მინერვას (სიბრძნის ქალღმერთი) თანხმლედ თვლიდნენ. მონეტებსაც კი ”ბუ”-ს უწოდებდნენ.
ბუ შუმერებშიბაბილონში ბუს ”ყვირილს” თავისი შვილების მონატრებულ გარდაცვლილი დედის
ძახილად თვლიდნენ.
ბუ ეგვიპტეშიერთ-ერთ პაპირუსში, ბუ - ღამის, სიცივეს, ზამთრის სიმბოლოდ მოიხსენიება და მიეკუთვნება რამის მზის სამეფოს, რომელიც ნავში მიწისქვეშა ნილოსის ზედაპირზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიცურავს.
ბუ საბერძნეთშიარის ათენის აკადემიის და საერთოდ მეცნიერების სიმბოლო, როგორც სიბრძნის, სწავლის ნიშანი, ნათელმხილველობის და წინასწარმეტყველების ნიშანი.
ბუ კელტებშიხთონური (ბნელი სამყაროს) სიმბოლო, ასევე ცნობილი როგორც ”ღამის კუდიანი”, ”ლეშის მოყვარული”.
ბუ მეზოამერიკაშიტეოტიუაკანში წვიმის ქალღმერთის სიმბოლო.
იუკატანის მაიას ტომების მითოლოგიაში, გუნჰაუს - სიკვდილის ღვთაებას, ყოველთვის თან დაჰქონდა ბუს თავი.
აცტეკები ბუს დემონურ არსებად და ცუდის მომასწავებელ ნიშნად თვლიდნენ.
ბუ ჩრდილოეთ ამერიკაშიჩრდილოეთ ამერიკაში ბუ სიბრძნისა და წინასწარმეტყველების ნისანი იყო. ბუს ბუმბულით მორთულ თავსაბურავს დამცავი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბუ ინდუიზმშიიამას - მკვდრების ღვთაებას სიმბოლო.
ბუ იუდაიზმშისიბრმავეს განსახიერება.
ლილითის ატრიბუტი და თანმხლები.
ბუ ქრისტიანობაშიქრისტიანობის ადრეულ ეპოქაში, ბუ ჯვრის და თეოლოგიის ანტონიმი იყო. როგორ ღამის არსება, ის უწმინდურობის, ჯადოქრობის და ურწმუნობის სიმბოლოდ იქცა. ამბობდნენ, რომ ბუს სხვა ფრინველებს მონადირეების ბადეებში იტყუებს, ზუსტად ისე, როგორც ეშმაკი ადამიანს ატყუებს. ბუს ძახილს კი მოახლოებული სიკვდილი სიმღერას უწოდებნდნე. ამ ყველაფრის გამო, ეშმაკის დაშინების მიზნით, მათ სახლების კარებზე ჯვარცმით კლავდნენ. ეს პრაქტიკა შუასაუკუნოვან ევროპაში ფართოდ გავრცელებული იყო, პოლონეთში კი მსგავს მეთოდებს მე- XX-ე საუნის შუა რიცხვებამდე მიმართავდნენ.
* * *
benito777