lebidorvolli35ორქიდეა და ბამბუკში ავლაბრის აღმართზე
http://www.orchidandbamboo.com. Flower Cafe აწერია წითლად.
რაც შეეხება გამრავლებას სახლის პირობებში ცოტა რთულია

გააჩნია ჯიშს. ლუდიზიას და დენდრობიუმს (ეს ვარიანტი კი დამიფესვიანდა, მაგრამ მერე მოკვდა მაინც ) გადანაჭერით ამრავლებენ, ციმბიდიუმს ბოლქვების დაყოფით. მქონდა ფალენოპსისის გამრავლების ნეუდაჩნი მცდელობაც

სადღაც წავიკითხე რომ ამ ჯიშს თუ შეუქმნი "ცუდ" პირობებს, ანუ სიბნელეში ამყოფებ და არასისტემატურად მორწყავ, (ანუ ხან ხშირად და ხან საერთოდ არა) გაიკეთებსო კეიკის, ანუ "შვილს". ნუ ეს ალბათ ქართულადაც კეიკია (keiki). ანუ ის კვირტი საიდანაც უნდა გაიზარდოს ყვავილი, ტრანსფორმირდება ახალ მცენარედ. გავიმეტე ერთი ფალენოპსისი და დავამწყვდიე სიბნელეში. მაინც ყვავილი გაიკეთა

მოკლედ ან მითი იყო ან მე რაღაც ვერ გავაკეთე სათანადოდ. არსებობს კიდევ keiki paste, ჰორმონი პასტის სახით, რომელსაც უსვამ კვირტებზე და აიძულებ გაიკეთოს კეიკი, ან უნდა მორწყო ქოქოსის რძით, ისიც იგივე ჰორმონს შეიცავს (ეს საქართველოში არ გამოვა მგონი

)
კეიკი
This post has been edited by away on 4 Jan 2010, 10:45