ჩიტუციოThanks...

ამ რამოდენიმე დღის წინ, ძააან რო ცხელოდა , გვიან საღამოს მე, ჩემი ერთი მეგობარი

და ჩემი ბოქსიორი- ბინკი წავედით პავლოვზე, წითელ პარკში შადრევანთან გასაგრილებლად . პარკში ხალხი აღარ იყო, შადრევანიც გამოერთოთ უკვე. ბინკი ავუშვი თავისუფლად და თან სულ თვალს ვადევნებდი-რომ არ ეცელქა, მაგრამ.... ჩვენ ლაპარაკს შევყევით და უცბად მესმის - ტყლააააააშ!!!! მივიხედე და-ბინკი აუზშია! არადა არასდროს არ ყოფილა დიდ წყალში (აბაზანაში ბანაობას არ ვთვლი

) . მივვარდით მაშინვე და ვეძახით:-ბინკი, გამოდი, მოდი აქ!!!!-შენც არ მომიკვდე!-ერთი ორი მოუსვა თათი, მიცურდა იმ რკინებთან, აუზის შუაგულში, საიდანაც შადრევანი ასხავს , მოხვია თათები და დაიწყო ტირილი (ზუსტად ტირილი!). აქედან ვეძახით, გვინდა ოდნავ მაინც ახლოს მოვიდეს-არა!, გადაფენილი ამ რკინაზე, გაწუწული, ყურები უკან გადაწეული, დიდი შეშინებული თვალებით გვიყურებს და წკმუტუნებს შეუსვენებლად.... კინაღამ, მეც ავტირდი, ისეთი საცოდავი და შეშინებული იყო. ნუ, მერე ვეძებეთ დიდი ტოტი, მოკაუჭებული ბოლოთი-რომ საყელურზე წამოგვეცვა და გამოგვეთრია-იმსიგრძე ჯოხი ვერ ვნახეთ, ხან დავუყვირე, ხან მოვეფერე, ხან რით ვცდილობდით მოტყუებას, ხან რით მაგრამ-არა! იდგა შუა აუზში რკინებს ჩახუტებული, კისრამდე წყალში და ტიროდა გაუთავებლად

. რა მექნა აღარ ვიცოდი,უკვე აგრილდა, ბლომად დროც გავიდა და შემეშინდა-არ გაცივდეს მეთქი წყალში გაუნძრევლად რომ იდგა და.... ფეხსაცმელი გავიხადე და შევედი იმ ჭაობისფერ ჭუჭყიან წყალში!!!! ფუუუუჰ....

ძლივს მივცოცდი ბინკიმდე-ფეხი მისრიალებდა რაღაც ხავსივით ჭუჭყზე, რომლითაც ფსკერი იყო დაფარული.... მოვხსენი რკინებიდან და როგორც კი ისევ წყლის მასაში აღმოჩნდა, უკვე თვითონ მიცურა აუზის კიდესთან და იქ ამოათრიეს... აი, ასე დამთავრდა ბინკის და დიდი წყლის პირველი ურთიერთობა

ისეთი შეშინებული იყო, ალბათ თავის სიცოცხლეში აღარ შევა წყალში....
P.S. -იმ ჩემს მეგობარს სტაფი ყავს და ნუ, ესე იგი ხო სულ ვაქებდი და ვადიდებდი ბოქსიორებს ზოგადად და მერე ბინკისაც -ასეთი და ისეთი ძაღლები არიან - მეთქი და... არ მომჭრა თავი????


This post has been edited by Zuziki on 5 Sep 2006, 13:16
მიმაგრებული სურათი