მოგეხსენებათ,ცხოველები საოცრად ჭკვიანები და მგრძნობიარეებია.ბევრჯერ გვაოცებენ თავიანთი საქციელებით.აბა,ვინ რას გაიხსენებს,თავისი ოთხფეხი მეგობრების ცხოვრებიდან?
მე ერთ ამბავს მოგიყვებით.ერთხელ მდინარის პირას ვიპოვე უსუსური,ჯერ კიდევ თვალებ აუხელელი კნუტი.რა თქმა უნდა სახლში მოვიყვანე,მაგრამ ჯერ ჭამაც არ იცოდა და ვერაფრით ვერ გავზრდიდი.საღამოს მამაჩემმა რომ ნახა,მითხრა,რომ თავისი ძმაკაცის კატას დაღუპვოდა კნუტები და საშინლად განიცდისო,იქნება იმას მივუსვათ,სანამ ჭამას ისწავლისო.მაგრად გამიხარდა და იმ ღამესვე მივუყვანეთ მამაჩემის ძმაკაცის კატას.იმასაც არ გამოუთქვია პრეტენზია და სიამოვნებით იშვილა ჩემი კნუტი.დედობილი არა მარტო რძით კვებავდა კნუტს,არამედ თაგვებსაც უჭერდა და აჭმევდა.ერთ დღეს კი ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს,რომ კატამ საიდანღაც სულ ახლად დაბადებული წრუწუნა მოიყვანა და თავის საწოლში ჩასვა.ყველასდა გასაოცრად,არც კნუტმა და არც კატამ პირი არ დააკარეს.ის კი არადა,წრუწუნაც ისე წოვდა კატის ძუძუს,როგორც ჩემი კნუტი.მოკლედ,ესეც იშვილა რა

არადა სხვა თაგვებს იჭერდა და ჭამდა,მაგრამ ეს რახან ასეთი უსუსური იყო,ეტყობა ვერ გაიმეტა.დაუჯერებელია არა?არადა მართლა იყო.ტელევიზიაც იყო ამოსული და გადაიღეს,ყველა გაოცებული იყო.ეს წრუწუნა საოცრად დიდი თაგვი გაიზარდა.თავის სოროში ცხოვრობდა,მარა დედობილს მაინც ხშირად სტუმრობდა და ეთამაშებოდა.აი,ასეთი საყვარელი დედობილი და ძმობილი ყავდა ჩემს კნუტს
ეხლა თქვენი ჯერია,თქვენ მოყევით თქვენს ცხოველებზე