ესეიგი, ძაღლის ნაცხის ანალიზისთვის ნაცხი მივიტანე ერთ-ერთ კლინიკაში(სახელს მათივე თხოვნით არ ვასახელებ), სადაც მითხრეს, რომ არ შეეძლოთ ცხოველის ნაცხის გამოკვლევა, ამიტომ შემომთავაზეს, რომ პაციენტად გამაფორმებდნენ მე (როგორც ნაცხის პატრონი

), მეც დავთანხმდი, რა მნიშვნელობა ქონდა, მთავარი იყო პასუხი გამეგო, ხოდა მივედი რამოდენიმე დღეში, მომცეს პასუხი, მივედი იქვე ექიმთან და ვთხოვე ჩემსთვის გასაგებ ენაზე აეხსნა (გრამ პოზიტიური და ეპითელიუმის უჯრედები ვერ გავიგე რა იყო). ამან მეორე ექიმს(ვინც იცოდა რო ძაღლის იყო) კითხა ვისი ანალიზიაო, იმანაც ჩუმად უპასუხა ძაღლისო.
ხოდა ახლა მეკითხება:
ის: - დიდი ხანია ერთად ხართ?
მე: - სამ წელიწადზე მეტი იქნება.
ის: - თქვენ არ უჩივით არაფერს მერე?
მე: - არა, მე არაფერს.
ის: - კავშირი ხშირი გაქვთ?
მე: - კი კაცო, ლოგინში წვება ღამით ჩემთან.
ის: - ვაახ, რა გითხრათ აბა, მაინც გინეკოლოგს აჩვენეთ.
მე: - გინეკოლოგი რად უნდა, ვეტ-ექიმი ვერ მიხვდება?
ის: - ბიჭი, ვეტ ექიმი ცხოველების ექიმს ქვია (ჩუმად მეუბნება)
მე: - ხო ვიცი, მარა იმან აუღო ნაცხი და ამიტო ვიკითხე.
რამოდენიმე წამის დუმილის და თვალების გაფართოების შემდეგ:
- კი მარა ვისია ეს ნაცხი?
- ძაღლის ძაღლის (ჩუმად ვუთხარი მეც)
ხოდა სახეზე ვიგრძენი იმ კაცის შვებით ამონასუნთქმა სიომ როგორ დამიბერა.
თურმე ამას პირველად ძაღლის მაგივრად გაუგია მეუღლე, ხოდა . . .
კაროჩე მეც და იმ ორმაც ბევრი ვიცინეთ, რაც მთავარია კონფიდენციალურად