
უკბილოებიც იყვნენ

აგერ საერთო მოკლე მიმოხილვა.

ჰო, თავიდან ბოლომდე გასააზრებლად რამოდენიმეჯერ მოგიწევთ დაწერილის წაკითხვა

ცოტა რთული სისტემატიკაა ...
სინაფსიდები (Synapsida) ან
თერომორფები (Theromorpha) —
ამნიოტების (უმაღლესი ხერხემლიანების) ტაქსონომიური ჯგუფი, რომელიც წარმოიშვა პერმულ პერიოდში, დაახლოებით 320 მილიონი წლის უკან.
მე-XX-ე საუკუნის შუა რიცხვებამდე, თერომორფები განიხილებოდნენ, როგორც რეპტილიების კლასის ერთ-ერთი ქვეკლასი. მაგრამ დრო მიდიოდა, ფილოგენეტიკა კი ვითარდებოდა და უკვე 80-იან წლებში ახალი რევიზიის თანახმად თერომორფები ოთხფეხიანების ზეკლასის ცალკე ჯგუფში გადაყვანილი იყვნენ, რომელიც დღესდღეობით განიხილება როგორც ქვეკლასი და კლასიც კი.
თერომორფების უმრავლესობა მტაცებელი იყო, ზოგი - მცენარეჭამია. შესაძლოა, უმაღლესი თერომორფები თბილსისხლიანებიც იყვნენ. მათი მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე, გარდა ავსტრალიისა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში.
თერომორფების კლასი ტრადიციულად იყოფა 2 რიგად:
-
პრიმიტიული პელიკოზავრების (Pelycosauria) რიგი მოიცავს არსებებს, რომლებიც გარეგნულად რეპტილიებს ჰგავდნენ, გარდა იმისა, რომ არ ჰქონდათ განვითარებული ქერცლოვანი კანი. ამ ჯგუფის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები
დიმეთრონოდების (Dimetrodon) გვარიდან არიან;
-
თერაფსიდების (Therapsida) რიგი, რომელიც ძუძუმწოვრების წინაპრებს მოიცავს. სწორედ მათ შესახებ წავა ჩვენი საუბარი.
დიმეთროდონი * * *
თერაფსიდები წარმოადგენენ თერომორფების ყველაზე განვითარებული წარმომადგენლების რიგს, რომლებიც შეიცავენ ძუძუმწოვრებისთვის ბევრ უნიკალურ მახასიათებელს, მათ შორის კიდურების ვერტიკალური ორიენტირებაა და ასევე ლაკტაციის პერიოდი. თერაფსიდების ყველაზე ადრეულ წარმომადგენლად
Tetraceratops insignis ითვლება, რომლის ნამარხი პერმული პერიოდით არის დატირებული. პირველი თერაფსიდები წარმოიშვნენ 275 მილიონი წლის წინ პრიმიტიული პელიკოზავრებისგან, კონკრეტულად
სფენაკოდონტებისგან [/i](Sphenacodont)[/i] და ჩაანაცვლეს ისინი, როგორც შუა პერმული პერიოდის დედამიწის ზურგზე მოსიარულე დომინანტური არსებები. თვითონ თერაფსიდები ფაუნის დომინანტურ წარმომადგენლებად შუა ტრიასის პერიოდამდე რჩებოდნენ, სანამ მათ ადგილზე არ მოვიდოდნენ
არქოზავრები (Archosauria) და
რინქოზავრები (Rhynchosauria). საერთოდ თერაფსიდების უმეტესობა პერმული კატასტროფის (პერმული მასობრივი გადაშენება) დროს, მხოლოდ რამოდენიმე წარმომადგენელი, მაგალითად
ცინოდონტები, რომლებმაც ადრეულ ცარცულ პერიოდამდე მიაღწიეს, ჰქონდათ ძუძუმწოვრებისთვის თითქმის ყველა დამახასიათებელი ნიშანი და ყველაზე უფრო
ერთგასავლიანებს (
Monotremata, მაგალითად იხვნისკარტა და ექიდნა) ჰგავდნენ და მათ მსგავსად მრავლდებოდნენ კვერცხების დადებით.
თერაფსიდების რიგი 4 ძირითად ქვერიგად იყოფა:
დეინოცეფალები (Deinocephalia), მცენარეჭამია
ანომოდონთები (Anomodontia), მტაცებელი
ბიარმოზუხები (Biarmosuchia) და
თერიოდონთები (Theriodontia).
არქოზავრი
რინქოზავრიდეინოცეფალები [/i](Deinocephalia)[/i], პრიმიტიული თერაფსიდების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პერმული პერიოდის ბოლოს ბინადრობდნენ. მეცნიერული დასახელება ითარგმნება, როგორც საშინელთავები, მათი მასიური და სქელი თავის ქალის გამო. დეინოცეფალები 6 მეტრის სიგრძეს და 1,5-2 ტონის წონას აღწევდნენ. დეინოცეფალების ქვერიგი მოიცავს 10 ოჯახს. ამ ოჯახების წარმომადგენლები როგორც მტაცებელი, ასევე მცენარეჭამია და ყველაფრისჭამია არსებები იყვნენ. ყველაზე დიდი მცენარეჭამია
ტაპინოცეფალუსები (Tapinocephalus) და ყველაფრისჭამია
ტიტანოზუხები (Titanosuchus) 4,5 მეტრის სგრძეს და 2 ტონის წონას აღწევდნენ, ამავე დროს ყველაზე დიდი მტაცებელი
ტიტანოფონეუსები და
ანთეოზავრები (Titanophoneus და Anteosaurus) როგორც მინიმუმ იგივე ზომის იყვნენ, იწონიდნენ 1,5 ტონამდე და ჰქონდათ უზარმაზარი 80 სანტიმეტრის სიგრძის თავის ქალები.
Tapinocephalia
ტიტანოზუხი
ტიტანოფონეუსი * * *
ანომოდონთები (Anomodontia) ბინადრობდნენ დედამიწაზე შუა პერმული პერიოდიდან ტრიასის პერიოდამდე და მოიცავს 3 ძირითად ჯგუფს:
-
ვენიუკოვიები (Venyukovioidea) — შუა პერმულ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში მობინადრე მცირე ზომის ამონოდონთები, რომლების თავის ქალას ზომა 10-12 სანტიმეტრია.
-
დრომაზავრები (Dromasauria) — მცირე (30 სანტიმეტრამდე) ზომის ხვლიკების მსგავსი ამონოდონთები. ბინადრობდნენ შუა პერმულ პერიოდში სამხრეთი აფრიკის ტერიტორიაზე.
-
დიცინოდონთები (Dicynodontia) — ამონოდონთების ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლის წარმომადგენლები ბინადრობდნენ შუა პერმული პერიოდიდან გვიანი ტრიასის პერიოდამდე. მათი ზომა მერყეობდა 20 სანტიმეტრიდან 4,5 მეტრამდე. ამ ცხოველების დამახასიათებელი ნიშანია კბილები ნაწილობრივი ან მთლიანი რედუქცია.
ამონოდონთების ერთ-ერთი წამომადგენელიბიარმოზუხები (Biarmosuchia) მოიცავენ შედარებით ცუდად შესწავლილ თერაფსიდებს,
რომლებიც რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის ტეროტორიაზე ბინადრობდნენ. გაარჩევენ ბიარმოზუხების რუსულ [/i](Biarmosuchidae)[/i] და სამხრეთ აფრიკულ
(Ictidorhinidae და Burnetidae) ფორმებს.
ბიარმოზუხი თერიოდონთები (Theriodontia) - თერაფსიდების წარმომადგენლები, რომელთა შორის თანამედროვე ძუძუმწოვრების წინაპრები -
ცინოდონთები (Cynodontia) იყვნენ. ანომონდთების მსგასად თერიოდონთების ქვერიგი იყოდა 3 ძირითად ჯგუფად:
-
გორგონოფსები (Gorgonopsia) — გვიანი პერმული პერიოდის დომინანტი მტაცებლები. გორგონოფსების ყველაზე დიდი წარმომადგენელს -
ინოსტრანცევიას (Inostrancevia) ჰქონდა 12 სანტიმეტრიანი ეშვებით აღჭურვილი 45 სანტიმეტრიანი თავის ქალა.
-
თეროცეფალები (Therocephalia) — თერიოდონთების წარმომადგენლები, რომლებიც შეიცავდნენ როგორც გორგონოფსების, ასევე ცინოდონტების დამახასიათებელ ნიშნებს.
-
ცინოდონთები (Cynodontia) — მეცნიერული დასახელება ითარგმნება როგორც ”ძაღლკბილებიანები”. დიდი ალბათობით, ცინოდონთები საკმაოდ ხშირი ბეწვით იყვნენ დაფარული და სავარაუდოდ ჰომოიოთერმული ცხოველები იყვნენ, ანუ შეეძლოთ სხეულის ტემპერატურის რეგულირება გარემოს ტემპერატუსიგან დამოუკიდებლად. მარტივი ენით რომ ვთქვათ, თბილსისხლიანები იყვნენ. ისინი თერიოდონთების ყველაზე ფართოდ გავრცელებული წარმომადგენლები იყვნენ - მათი ბინადრობის არეალი მოიცავდა სამხრეთ ამერიკას, აფრიკას, ინდოეთს და ანტარქტიკას. ასევე მათი ნამარხები ნაპოვნია საფრანგეთსა და ბელგიაში. პირველ ცინოდონთად
ხარაზოგნათუსი (Charassognathus) ითვლება.
This post has been edited by Jaguar paw on 12 Dec 2012, 15:22