folkman1-ხაჭო, ხაჭო და კიდევ ერთხელ ხაჭო ! (უშაქრო და სასურველია უცხიმო)
დღეში ერთი კვება ხაჭოთი შეუცვალე.
ძალიან მოსწონთ და გადასარევია ჯანმრთელობისთვის. ასე ოთხ ხუთ თვემდე აჭამე (მეტიც თუ გინდა)
2-სტაფილო გაუფცქვენი და მიეცი, თუ უკვე აქვს კბილები. (ოღონდ ძალიან ბევრი არ მოგივიდეს) გაერთობა, ავეჯის მაგივრად მაგის ღრღნაში მოიფხანს კბილებს.
ბრინჯის არაფერი ვიცი, არ მიმიცია არასდროს.
ასევე გადასარევია გერკულესის ფაფა, ისიც რძის, შაქრის მარილის და ყველაფრის გარეშე.
კვერცხის გულიც შეგიძლია ზოგჯერ მისცე, ერთი ცალი, მოხარშული
ძირითად კვებას კი თუ ''კორმას'' მიაჩვევ და იმით გაზრდი კარგია, იმიტომ რომ ამათ კუჭი საკმაოდ პრეტენზიული აქვთ.
და თან კორმით დაძღვეული ხარ რომ ძაღლი ყველაფერს ზომიერად იღებს და ჯანმრთელია
* * *
პ.ს. ახლავე მიაჩვიე ვარცხნას,
ნუ ვარცხნას ამ ეტაპზე სიმბოლური ხასიათი ექნება, მაგრამ როგორც თამაშს და მოფხანას ისე აღიქვამს და შეუყვარდება
საჭიროა იმიტომ რომ როცა გაიზრდება ხშირად დასჭირდება
ამათ მერე ბეწვი ეხვევათ და თუ არ დავარცხნი, წიწკნით.
* * *
პ.ს. 2. და სანამ ამ ყველაფერს ჩაატარებ ჩემგან ერთხელ მოჭმუჭნე ეგ საყვარელი ბუნდღლი
This post has been edited by agr_bak on 27 Feb 2009, 03:50