კარგად.
გიჟდება სიხარულით როცა კარებზე ზარია.
ავადმყოფურად უყვარს წყალი და ჭყუმპალაობა. თუნდაც ტალახში.
ბალახებში და მიწაზე გორაობა.
ისევ ყველაფერს ჭამს.
ფაქტიურად ღორია.

ოთახებში კარებს აღებს და ხან სად წვება ხან სად.
როცა თამაში უნდა მოდის და ლამის ცხვირთან გადებს ცხვირს ისე გიყურებს თვალებში ეშმაკური მზერით, ოდნავ უხეში რეაქცია და დარბის გაგიჟებული.
კუთხეში დგომა ისევ ხშირად უწევს.
ერთი სიტყვით არ გვაწყენს.
ყურადღებას თუ არ აქცევ თათს აწევს და გირტყამს.
მაგრამ მამაჩემთან ნამდვილი ლედივით იქცევა. ხულიგნიდან ძალიან მოწესრიგებულ და თავაზიანი გოგოდ გადაიქცევა ხოლმე. შესციცინებს თვალებში.
როცა მისი სამსახურიდან დაბრუნების დროა, ფანჯარაში იხედება და ელოდება თათი თათზე გადადებული. თვალს მოკრავს თუარა ხტუნვით მიდის კარებთან და "პორჭყნის" სანამ კარს არ გავაღებთ და არ შეახტება პირდაპირ ხელებში. მერე მთელი დღე ერთად უყურებენ TVს.