ფრანგული მასტიფი / ბორდოული დოგი - French Mastiff / Dogue De Bordeaux

მცირე ინფო ამ ჯიშზე.
სტანდარტები:
ზომები:
ძუ: 58-66სმ.
ხვადი: 60-68სმ.
წონა:
ძუ: 45-65კგ.
ხვადი: 52-72კგ.
გარეგნული მახასიათებლები/სტანდარტები:
მოკლე და განიერი ცხვირი, მოკლე კიდურები, დიდი მრგვალი თავი, ჩამოკიდებული ყურები, ძლიერი კბილები რომლებიც ერთმენეთში სიმეტრიულად ჯდებიან(თუნდაც კბენის დროს) ოვალური თვალები, სქელი და დაკუნთული კისერი, განიერი მკერდი, სქელი კუდი რომელიც უკანა ფეხის "მუხლებს" არ უნდა ჩაცდეს.

ჯანმრთელობა: წინა თათების პრობლემა(წონის გამო), აუცილებელია საკვების სწორად შერჩევა და არარის რეკომენდირებული ხშირად ცვლა. საჭიროა საცხორებლად დიდი ტერიტორია(ან სხვა შემთხვევაში ყოველ დღე რამდენიმე საათიანი სეირნობა. არ შეიძლება ძალით გასუქება(ვითომ დიდი რო გამოჩნდეს, ისედაც დიდია

) არარის რეკომენდირებული ძაღლის ზედმეტად დატვრთვა(გაწვრთნა, ვარჯიში) 5-თვემდე.
ფერები: კრემისფერი და ყავისფერი.(გვხვდება მკერდზე თეთრი ლაქებიანი და შავ ცხვირიანი)

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 6-7 წელი.

მაქსიმალური: 12(რეკორდი ამ ძაღლის რომელიც ცნობილია არის 12 წელი და 11 თვე.
საშუალო რაოდენობა ლეკვების: 8-10 მდე.
მინიმალური: 2
მაქსმალური: 17
ხასიათი:
ძალიან მოსიყვარულე პატრონის და მისი ოჯახის მიმართ. განსაკუთრებით უყვარს და თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევს ბავშვებს. არ უყვარს პატრონის გამოცვლა(საქართველოში გავრცEლებულია მსგავსი რამე, რო გაზრდის მერე ვეღარ უვლიან და ჩუქნიან/ყიდიან ძაღლს), შეიძლება მსგავსი რამ ვერ გადაიტანოს და დარდისგან მოკვდეს. უყვარს ძილი, დღე-ღამის 60-65%-ს ძილში ატარებს მაგრამ აქვს ძალიან ფხიზელი ძილი.

მოკლე ისტორია: ფრანგული მასტიფი, იგივე ბორდოული დოგი როგორც ჯიში გამოჩნდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ ისტორიის რამდენიმე წყაროში ნახსენებია ძაღლი რომელიც ძალიან გავს გარეგნობით და აღნაგობის ჩვენს მასტიფს. ამ ჯიშს ძველ რომის იმპერიაში იყენებდნენ გლადიატორებთან ბრძოლაში, ლომებზე/ვეფხვებზე და მსგავს ცხოველებზე ნადირობაში და ა.შ. ამას იგი თავისი ყბის დახმარებით ახერხებდა, რომელიც მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აქვს.

ძაღლის მთავარი დანიშნუნელბა დღესდღეობით არის
დაცვა

"მუშაობის" ვიდეოები:
This post has been edited by Wisemаn* on 22 Jun 2013, 10:39