getinformationმე არამგონია დობერმანის სახლში ყოლის გამოცდილება ვინმეს ქონდეს და იმან თქვას დებილიაო. თუ დააკვირდები ამას ზეპირად ამბობენ, ასე გონიათ ან გაუგიათ და იმიტომ. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ დობერმანის ყიდვა, ყველამ ისე შეიცხადა და ისე დაახასიათა, რომ ახლა არც ერთი ცოცხალი აღარ უნდა ვყოფილიყავით. თავიდან მეც დავიძაბე და ცოტა შემეშინდა კიდეც ისე ამტკიცებდა ყველა ერთხმად რომ დებილი და აგრესიული ძაღლიაო.
ხოდა მოკლედ მაინც ვიყიდეთ, მოვიყვანეთ და აი უკვე ერთი წელია ჩვენთან არის.
სამწუხაროდ ქართულ ენაზე ინფორმაცია ფაქტიურად არ არის. თუ ამ ძაღლის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, შევეცდები ჩემი გამოცდილებიდან აგიხსნა რა, როდის და როგორ უნდა გააკეთო:
პირველი სამი დღე სულ ტიროდა, ერთი თვის იყო რომ მოვიყვანეთ. ყველაფერი დაღეჭა სანამ კბილები მოიცვალა: მაგიდა, სკამები, პლინტუსები... მოკლედ ყველაფერი რასაც მიწვდა, მაგრამ მალევე ისწავლა რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ახლა უკვე მხოლოდ იმას ღეჭავს, რასაც საღეჭად მისცემ. აღარ ეკარება თავისით არაფერს. თუ ძალიან მოეწონა რამე ნივთი ფრთხილად მიდის და თან გიყურებს დაუშლი, თუ მიუშვებ. თუ უშლი წყნარად უნდა უთხრა რომ გაუშვას, ან არ შეიძლება და სასწრაფოდ ანებებს თავს. ძირითადად სულ კუჭში დაგსდევს რომ რამე არ გამოეპაროს და თვალებში გიყურებს. სულ მზად არის ისწავლოს რამე ახალი და ძალიან ცდილობს გაიგოს რას ეუბნები, რას ასწავლი თუ შენი სიტყვები არ ესმის.
ფისების გაკეთებას სახლში 3 თვიდან გადაეჩვია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუბრაზდე მაშინ, როცა აკეთებს. ეშინია და გარბის, ფისებს ვერ იკავებს და შესაბამისად მთელი სახლი ფისებშია. ჩვენ გადავაჩვიეთ ასე: მიუხადავად იმისა რომ ძალიან არსიამოვნებდა და გვიძალიანდებოდა ცხვირს ვაყოფინებდით. ასე მიხვდა რომ რასაც აკეთებდა არ იყო კარგი. სანამ კიდევ პატარა იყო, ემოციის დროს ეპარებოდა ხოლმე ცოტ-ცოტა. მაგალითად სახლში რომ მოვიდოდით რომელიმე, სიხარულისგან იფსამდა

. ეხლა უკვე მაგის შეკავებაც შეუძლია.
ძალიან საფრთხილო და საყურადღებო არის მისი ჭამის მიმართ დამოკიდებულება. სულ შია და ჭამს ყველაფერს: საპონს, ფქვილს, ლიმონსაც კი. იჯღანება, მაგრამ მაინც ჭამს. გარეთ ძალიან საშიშია ამიტომ. ისეთი სისწრაფით შთანთქავს ნებისმიერ ნაგავს, დანახვსაც ვერ მოასწრებ რა ჭამა. ამიტომ ძალიან ხშირად აქვს კუჭი აშლილი და ეს ჯიში გამოირჩევა კიდევ გაზების დაგროვებით. საშინელი მათხოვარია, ვინც ჭამს იმასთან ზის და თვალს არ აშორებს. ამ დროს რომ შეხედო, ისეთი საწყალია, გეგონება ერთი თვეა არაფერი უჭამია. ოღონდ არავითარ შემთხვევაში ყეფით ან წკმუტუნით არ გთხოვს. უბრალოდ ზის და გიყურებს.
თუ გინდა გყავდეს ისეთი დობერმანი, როგორიც ჩემია, ანუ ძალიან მეგობრული, თბილი და მოსიყვარულე, იგივე უნდა გასცე მის მიმართ. უნდა იგრძნოს რომ გიყვარს. ჩვენ სულ ვეფერებით, ვეთამაშებით, სტუმრებსაც სიხარულით იღებს ჩვენთან ერთად. ასეთ გარემოში გაზრდილი ძაღლი არ შეიძლება ბოროტი და აგრესიული იყოს. გარეთაც მეგობრულია: ეთამაშება ძაღლებს, გიჟდება ფანტანებზე, სირბილზე და განსაკუთრებით დიდი ზომის ჯოხებზე. რომ გადაუგდებ მოაქვს, ოღონდ არ არსებობს მოგცეს. კომფორტულად გრძნობს თავს როცა იცის რომ თვითონ მოიპოვა და ეს მისია. თუ რამე ისეთი უჭირავს, რაც აუცილებლად უნდა გამოართვა, ეს პატრონმა უნდა გააკეთოს, არავითარ შემთხვევაში სხვამ. პირს რომ გაუღებ, მერე ხვდება და გემორჩილება.
რაც შეეხება ვარჯიშს: ჩვენ ასეთი რამე მოვიფიქრეთ: კიბეზე ვარბენინებთ. დარბის ბოთლის ხათრით (პლასმასის), ანუ ვამპამპულავებთ. ესეც ბედნიერია. მისი კუნთებისთვისაც აუცილებელია. ოღონდ პატარა სანამ არის, საერთოდ არ შეიძლება კიბეზე სიარული. ეს მერე, ცოტა რომ მოიზრდება.
ძალიან არ უყვარს მარტო ყოფნა. სადაც გინდა წაიყვანე, ოღონდ იყოს შენთან. გვერდით ოთახშიც არ ჩერდება მარტო. სულ დაგვსდევს.
ხო, კვება გამომრჩა: ვაჭმევდით კორმს, როიალ კანინს. საბოლოოდ საშინლად იმოქმედა. სტაფილოკოკი დაემართა და ამიტომ გადავიყვანეთ ჩვეულებრივ საჭმელზე. გირჩევ თავიდანვე ასე მოიქცე. ბევრ უსიამოვნებას აიცილებ თავიდან. ძირითადად წიწიბურას ჭამს ყველით, ან უყველოდ, მოხარშულ ხორცს, ხაჭოს, მაწონს. მდუღარე წყალი უნდა დაასხა 1-2 ზე შეფარდებით და 2 საათში მზად არის. გაზზე თუხთუხი არ არის საჭირო. სასარგებლია ძალიან ხილი და ბოსტნეული. სუპებსაც ვაჭმევთ. მოერიდე მარილს და შაქარს.
ბეწვი თავისით, ბუნებრივად ძალიან უბზინავს. კიდევ უფრო მეტი ბზინვარებისთვის ერთი ს.კ. ძმარი შეგიძლია გააზაო 1 ლიტრ წყალში და ბანაობის მერე გადაავლო.
შეიძლება ბინა დობერმანისთვის არ იყოს საუკეთესო გარემო, მაგრამ დამიჯერე, ის იქ იქნება ყველაზე კარგად, სადაც იქნები შენ. სულ რომ ერთ პატარა ყუთში იცხოვროთ, მაინც. თუ რამოდენიმე დღით მის გარეშე მიდიხარ სადმე, არ დატოვო უცხო გარემოში, ან სხვა სახლში, თუნდაც ნაცნობში. ეს მისთვის საშინელი სტრესი იქნება. ჯობია ვინმეს თხოვო და მივიდეს, საჭმელი დაუდოს და გარეთ გაიყვანოს,მისთვის ნაცნობს რათქმაუნდა. როცა სახლშია, ის თავის ტერიტორიაზეა და იცის, რომ ნამდვილად დაბრუნდები. ამიტომ წყნარად არის. სხვა სახლში თავს უშენოდ კარგად ვერ იგრძნობს. ჩვენ დაუშვით ეს შეცდომა. მართალია ერთი დღე იყო, მაგრამ ძალიან ინერვიულა. გვეგონა, თუ მარტო არ იქნებოდა, უკეთესად იგრძნობდა თავს.
აი ყიდვას სად შეძლებ ნამდვილად ვერ გეტყვი. ჩვენ ინტერნეტში ვიპოვეთ, გაგვიმართლა. დიდ დიღომში ყავდა ვიღაც ქალს 8 ლეკვი. ისედაც ძალიან ცოტანი არიან და ალბათ ცოტა ძებნა დაგჭირდება. ჩვენც ძალიან გვეფიქრება შეჯვარების დრო რომ მოვა, როგორ ვიპოვოთ გოგო.
უფ, რამდენი ვწერე

იმედია გამოგადგება ეს ინფორმაცია. თუ რამე კითხვა გაქვს, სიამოვნებით გიპასუხებ.
პ.ს. ძალიან ენერგიული და ინტერესიანი ძაღლია