ფრანგულ ბულდოგებზე ცოტაოდენი ინფო, რაც მგონი გამოადგებათ დამწყებებს
--------------------------------------------------------წარმომავლობა----------------------------------------------------------------------
. ფრანგული ბულდოგის წარმოშობა დაკავშირებულია ძველი ბერძნების ტომთან- ''მოლოსიანებთან''(ქართულად რა ქვია არ ვიცი

). სწორედ ამ ტომში მცხოვრები ძაღლები გავრცელდნენ შემდგომში მთელს მსოფლიოში ფინიკიელი ვაჭრების მიერ და ინგლისში მათი წყალობით ჩამოყალიბფა ჯიში: მასტიფი. მასტიფის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენდნენ ე.წ Bullenbeisser(გერმანული ბულდოგი), რომლებსაც იყენებდნენ ხარებტან ''ბრძოლისას'', რაც დედოფალი ანას დროს ერთგვარ სპორტს წარმოადგენდა და კვირაში ორჯერ იმართებოდა ხოლმე ლონდონში.
მაგრამ 1835 წელს ეს და ნებისმიერი სხვა სპორტი, რომელშიც ადგილი ექნებოდა ცხოველების ჩხუბს, ინგლისში აიკრძალა, რამაც ეს ბულდოგები 'უსაქმოდ' დატოვა. ზირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ დაიწყო ბულდოგების მებრძოლიდან, კომპანიონ ძაღლად გადაქცევა. იმ მიზნით, რომ მათი უკვე გამოუსადეგარი ზომა სეემცირებინათ, ბულდოგების ნაწილი შეაჟვარეს ტერიერებთან, ნაწილი კი-მოპსისთან.
. და 1850 წლიდან ასეთი 'სათამაშო ბულდოგები' ინგლისში საკმაოდ პოპულარუული გახდა.
ამ დროისთვის მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის გამო ნორთემბერლენდიდან ხალხის გარკვეული ნაწილის, მქარგველების(მგონი

) ნორმანდიაში, საფრანგეთში გადასახლება. ამ ხალხმა თან წაიყოლა ძაღლები, მათ შორის ბევრი 'მინიატურული' ბულდოგებიც, რომლებიც მალე იქ ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ ინგლის-საფრანგეთს შორის მალე მათ გამო ვაჭროიბა გაცხარდა. მომშენებლებიც ინგლისიდან უფრო და უფრო მეტს გზავნიდნენ ისეთ ბულდოგებს, რომლებიც მიაჩნდათ ზედმეტად პატარებად, ან რომლებსაც ჰქონდათ ნაკლოვანებები, მაგალითად ისეთი, როგორიც დაცქვეტილი ყურებია

... დაახლოებით 1860 წლისთვის ინგლისში ასეთი მინიატურუული ბულდოგებიდან მხოლოდ რამდენიმეღა იყო დარჩენილი.
. ასეთმა პოპულარობამ კი ამასობაში, პატარა ბულდოგებს ახალი სახელწოდება: 'Bouledogue Francais' მოუტანა და ცალკე ჯიშად ჩამოაყალიბა...
წყარო: ვიკიპედია

------------------------------------------------------------ტემპერამენტი----------------------------------------------------------------------
ფრანგული ბულდოგები არიან სასიამოვნო (

) , ადვილად მოსავლელი კომპანიონები, ამსთანავე ფხიზელი და თამაშა მეგობრები. არიან ცოცხალი და მხიარულები და თითქმის უხმაუროები, ყეფა არ უყვართ. მატი ერთ-ერთი მტავარი ღირსებაა ის, რომ არიან ძალიან სასაცილოები და კურიოზულები. სწორი აღზრდის შემტხვევაში ფრანგული ბულდოგებისთვის არანაირ აგრესიას არ იწვევს უცხო ადამიანები და ცხოველები, მაგრამ იმ შემთხვევაში, ტუ 'ხროვის' უფროსებად იგრძნეს თავი, შეიძლება ვეღარ შეეგუონ უცხოებს.
ფრანგული ბულდოგები ვერ შეეგუებიან მათი პატრონის მხრიდან უყურადღებობას. ასეთ შემთხვევაში ისინი ხდებიან ძალიან ჯიუტები და კბენიებიც კი. საჭიროა მათი გაწვრთვნა პატარაობიდანვე წყნარად და მომთმენად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი სიჯიუტის მოთმენა. ნაცვლად ამისა, საირო მივცეთ მათ მკაცრი შენიშვნა.
სუფთები არიან, გუბეების არიდებას შეეცდებიან ხოლმე( ეს არაა სწორი

).
ბოლოს, ის, რომ ფრანგული ბულდოგები შეუპოვარი თაგვებზე მონადირეები არიან
-------------------------------------------------------------საცხოვრებელი პირობები----------------------------------------------------------
ფრანგულები არ ითხოვენ დიდ ფართს და მშვენივრად ზლებენ უეზოო ბინებშიც კი. რასაც ვერ იტანენ ესაა განსაკუთრებით მაღალი ან დაბალი ტემპერატურები.
--------------------------------------------------------------წონა, სიმაღლე---------------------------------------------------------------------
სიმაღლე:30 სმ.
წონაში არსებობს ორი კატეგორია: 1: 9-10 კგ
2: 10-13 კგ. 13 კგ-ზე მეტი უკვე დარღვევაა მათი პროპორციებისთვის.
------------------------------------------------------------ჯანმრთელობის პრობლემები---------------------------------------------------
ფრანგული ბულდოგები მიდრეკილი არიან ზურგის დაავადებებთან, გულის და ტავლის პრობლემებთან.
ხშირია საკეისრო კვეთებით ლეკვების დაბადებაც, რადგანაც ლეკვებს დიდი თავი აქვთ.
ასევე აქვთ სუნთქვითი პრობლემებიც, განსაკუთრებით სიცხეში ან ზომაზე მეტად გასუქებულებს. ამის გამო სარისკოა მათთვის ანესთეზიაც.
----------------------------------------------------ყოველდღიური დატვირთვა---------------------------------------------------------------
ფრანგული ბულდოგებისთვის საჭიროა ყოველდღიური გასეირნება/ები. თუმცა ურჩევნიათ, რომ ერთ, მაგრამ უფრო გრძელ გასეირნებაზე წავიყვანოთ. დახურულ ეზოში სირბილი მათ ვერ ახარჯვინებს ენერგიას და ვერც მათ ინტერესს აკმაყოფილებს. აუცილებელია მათთვის ყურადღების მიქცევა, რომ ა რ გადაიღალონ, განსაკუთრებით სიცხეში, რომ არ ჰანიცადონ დეჰიდრატაცია, რადგან მათ შეუძლიათ ირბინიონ და ითამაშონ იმდენ ხანს, რამდენის უფლებასაც მისცემ.
-----------------------------------------------------------სიცოცხლის ხანგრძლივობა---------------------------------------------------------
დაახლოებით 10-12 წელი
წყარო: dogbreedinfo.com
ps: იმედი მაქვს შეცდომების გამო არ დამცხებთ

pps: სპოილერში მინდოდა ჩასმა მაგრამ ვერ გავაკეთე