იმ დღის მერე (3 ივლისი) ბევრი დრო გავიდა ბევრიც მოვიგონეთ ბევრზეც ვიფიქრეთ მაგრამ საბოლოო რის გამო მოუვიდა სამწუხაროდ არ ვიცით.
ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრი დამეღუპა და პანაშვიდებზე და ასე შემდეგ დაბმული იყო გერმანულ ნაგაზთან ერთად (ორი ძაღლი მყავს) ერთ დღესაც როცა ასე დაბმული იყო (არასდროს ვაბავდით ხოლმე) შევამჩნიეთ გადავარდნილი იყო და ფაქტიურად მკვდარი იყო ეცნენ (მამაჩემი) და იმენა სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან ნუ ვიფიქრეთ ნუ მოხდა ასე და ეგ არაფერი ხო გაუარაოო.
ორი დღის მერე სავარძელში ეძინა და წამოხტა უცბად და აიი საშინლად დაიწკმუტუნა, გაიჭინთა საშინლად და დარეტიანდა და სავარძლიდან ყირავდებოდა უცბად ხელით რომ დავიჭირეთ მოვეფრეთ აქეთ იქით და გამობრუნდა ჩვეულებრივ
აიი, მეორე დღიდან აირიაა საერთოდ უკვე ძალიან ცუდად გახდა რამდენჯერმე დაემართა კრუნჩხვები თავიდან ,,ლაითად", მაგრამ უფრო და უფრო ურთულდებოდა ემჩნეოდა, ვის აღარ დავურეკეთ ვის აღარ ვაჩვენეთ და გვირჩიეს ან ჭიაა ან ეპილეფსიაოო და ჭიის წამალი მიგვაცემინეს, უკვე ძალიან ცუდად იყო ღამე გავუთიეთ ისიც ვერ იძინებდა რა გვექნა არ ვიცოდით. გადავარდებოდა კრუნჩხვები ჰქონდა, დუჟი მოსდიოდა და მერე უცბად წამოხტებოდა წრეებზე დარბოდა კიდე ეგრე გაგრძელდა ერთ დღეს ბოლო ღამეს ძალიან ცუდად იყო შუაღამისას 4 საათზე ექიმს დავურეკეთ და გვირჩია წამალი გაუკეთეთო დამამშვიდებელიო ღამე გავედით აფთიაქში ვიყიდეთ და გავუკეთეთ ეგ დამამშვიდებელი და ცოტა დაწყნარდი, მაგრამ ორ საათში კიდე მასე დაემართა და უცბად ცხვირიდან სისხლი წასკდა და გაითიშა გული კიდე სცემდა მაგრამ ყველა მივხვდით რომ ვსოო ... ცოტა ხანში გულიც გაჩერდა
ისე შემეცოდა როგროც არასდროს არაფერი და არავინ იმ დღეს დიდი პატივით დავკრძალეთ მცხეთაში და ერთი კვირის თავზე საფლავზეც წავედი
ძალიან მიყვარდა და ძალიან დამაკლდაა ...
ბოლოს უმრავლსობამ თქვა, რომ ანევრიზმა ჰქონდაო თU რაღაც მსგავსი, მაგრამ რა აზრი ქონდა უკვე აღარც გავაკვეთინეთ შედეგი ერთი იყო ბაქსი აღარ მყავდა