FISHERMANარ გეწყინოს, მაგრამ მოვ$%^ ნ მასეთი ნადირობა, როცა სარეკს სხვა ნაყიდი პიროვნება გაგიკეთებს. ბარემ თოფიც შენს მაგივრად ატარონ და გილძები გიცვალონ.
და რა ექსტრემია მაგაში? ასეთი რაღაც, მე პირადად არ მიმაჩნია ნადირობად! არასდროს არ მევასებოდა ნომერში დგომა. ნუ, მაქსიმუმ თუ მოძრავ ნომერში ვდგებოდი.
გეთანხმები, რომ ცივილური და კოვფორტულია, მაგრამ ............
აიღე ლიცენზია ნადირობის დიდ ცხოველებზე და შენ თვითონ შენი სასტავით და ძაღლებით ინადირე.
არ მქონია შემთხვევა არასდროს ნადირობისას, სადაც სულ მცირე 6-7 კილომეტრი არ გამევლოს. მაგას თავი დაანებე, ისაა კაიფი როცა არ იცი თუ რას გადაეყრები.
როცა კომპიეტურულ ამბავში. როცა უკვე იცი რა გამოვა ნომერში სასროლად, მე ვერ ვამუღამებ.
მე ერთხელ შემემთხვა, როცა სულ 13 წლის ვიყავი.
ახალი ჩამოყრილი თოვლი იყო. მთელი ღამე ითოვა და Dილის სადღაც 4 შეწყვიტა. მეღვიძება შემთხვევით და ვხედავ პაპაჩემი, სანადირო ატრიბუტებს ამზადებს.
მეუბნება დიდ სანადიროზე მივდივართო. ავუტყდი, გინდა თუ არ მეც მოვდივართქო. არადა 13 წლის ლაწირაკი ვიყავი. კაროჩე დავითანხმე.
ავისხი მეც ჩემი არტილერია თოფი: ტოზი34.(მანამდე, მხოლოდ ფრინველზე და კურდღელზე ვიყავი ნანადირევი.) და გავუდექით. სულ ვიყავით ოთხნი.
კაროჩე როცა ადგილს მივუახლოვდით, გზაზე აღმოაჩინეს ახალი გადავლილი ტახების ჯოგის კვალი.
ნუ, უცბად შეიმუშავეს სტრატეგია და ერთი კაცი დააყენეს ამ კვალზე. სარეკის პონტში. ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე კოლომეტრი და ნომრების განაწილება დაიწყო პაპაჩემმა.
ფერდობი ადგილი იყო. ყველაზე ზევით, დამაყენა მე (როგორც მერე გაირკვა, ყველაზე ცენტრალურ ადგილას). შუაში კიდევ ერთი კაცი და თვითონ ხევში ჩაუჯდა.
ვდგავარ ამ ნომერში. ყინავს, იმენნა ძვალში ატანს. პატარა ადგილი დავტკეპნე(წელამდე თოვლში) და ორი ნაბიჯი იქეთ და ორი აქეც. სადღაც 2 საათი ასე ვიყურყუტე.
ვდრუგ! მესმის რაღაც ხმები არა ადამიანური. ვიხედები და რას ვხედავ. ჩემგან სადღაც 50 მეტრში ხევის მიმართულებით(ანუ ქვევით), სამი ტახი იჩითება. ნელ ნელა მიატასავებენ.
ძალიან დავიბენი. პირველად ვნახე ცოცხლად. კაროჩე ამოვიღე მიზანში ერთი და ვესროლე ჟაკანი. ტახი ახტა დახტა და გაექანა ქვევით ხევში. მე კი, ველოდები რა იქნება.
ზუსტად ამ მოლოდინში ვარ და თითქმის ყურის ძირში, მესმის იგივე არაადამიანური ხმა. ხეს ვიყავი ამოფარებული. ვიყურები და რას ვხედავ! მთლიანი ჯოგი ზედ მომადგა. სადღაც 10-15 მეტრში დადგნენ( ყველანაირი ზომის. სადღაც 25 სული)
ბლიინ. გამოვსირდი. იასნა, რომ ძალიან შემეშინდა. დგანან და ვერ გარკვეულან საით წავიდნენ.
მეც ცოტა დავწყნარდი და უკვე დავიწყე ფიქრი, რომ გილზი შევცვალო. გასროლამდე, მაღლა ლულაში ჟაკანი მქონდა და დაბლა 9-იანი კარტიჟი. სროლის შემდეგ, კი დამრჩა მხოლოდ 9-იანი.
გადავწიე პნოპკა თოფის გადასახსნელი და (სულ გადამავიწყდა, რომ თოფს ეჟექტორი ქონდა და მაგ დროს ხმას გამოსცემს) ატყდა მათი აურზაური.
რომელი საით გარბოდა, ნეტა დაგენახათ.
კაროჩე! ის რომელსაც ვესროლე, ხევში ვიპოვეთ. იქნებოდა სადღაც 120 კილოგრამიანი. დანარჩენები კი გადაურჩნენ სიკვდილს.
ასეთი იყო, ჩემი პირველი ნადირობა დიდ ცხოველებზე.