ის მე ფრინველზე მიყვარს ნადირობა, რაღაც უფრო აზარტულია და მეტ ადრენალინს გამოყოფ, ვიდრე ნადირზე ნადირობისას.
მე ძირითადად დასავლეთში ვნადირობ,
ნუ სექტემბრის დასაწყისიდან მწყერი და ირაო მოდის, ამ პერიოდში ყანებში შეიძლება გადააწყდე გვრიტს ან ქედანს.წყლის პირებში და ჭაობიან ადგილებში თითქმის ყოველთვის ნახავ ჭაობის ფრინველებს(ჭყიმპოს, ჭოვილოს, ბეკასს, და ასე შემდეგ.)
უკვე სექტემბრის ბოლოს თუ მთაშიც გაისეირნებ, როჭოს მოკვლა შეიძლება, ასევე შეიძლება მოკლა ინდაურიც
მერე ოქტომბრის შუა რიცხვებში ტყის ქათამი შემოდის და უკვე კარგად რო აცივდება უკვე იხვსაც და ბატცას მოკლავ.
რაც შეეხება ხოხობს, გნოლს კაკაბს, და ესეთ ნავაროჩენ ფრინველებს, ეგენი კოლხეთის დაბლობზე არ მოიპოვება.
* * *
ხოლო რაც შეეხება ნადირებს როგორც მთელ საქართველოში, კურდღელის მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე ძალიან ბევრია ტურა. ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა მგლები.(თითქმის ყველა მოკლულ მგელს ე.წ. ნომრები აქვთ) მაჩვი, კვერნა, წავი და ეგეთი მაიმუნობების არის. ამ ყველაფრის მოპოვება ვაკეზე შეგიძლიათ.
მაგრამ თუ დათვის, არჩვის ან შველის მოკვლა განიზრახეთ(რომლებზეც ნადირობა აკრძალულია) მაშინ მთაში უნდა წახვიდე.
გარეული ღორი, ირემი, ჯიხვი, ნიამორი, ქურციკი და ასე შემდეგ არ მოიპოვება
აი ესეთია მოკლედ კოლხეთის დაბლობის ფლორა და ფაუნა
This post has been edited by kishinski on 13 Oct 2006, 19:05
მიმაგრებული სურათი