ვერ გყოლია კარგი ვეტერინარი
ჩემი დედალი 3 წლის ხდება ახლა დავრთეთ, სულ არ მინდოდა მაგრამ გადაგვრია და.........
კარგი მამალი ავურჩიეთ, სამარიაჟოდ არა, ლეკვების ჯანმრთელობის გარანტია, მათთვის უკეთესი პატრონების მოძებნის პერსპექტივა და ა.შ.
ასეც გამოდგა 11-ვე ჯანმრთელია, ამხელა ნაყარიდან არცერთი არ დაღუპულა არც დეფექტებით დაბადებულა (აქაურ ნაგაზებს ხშირად აქვთ 5 თითი უკანა თათებზეო ვეტექიმმა გვითხრა)
მაგრამ შეჯვარებას რომ ჩქარობთ მზად ხართ მომავალი პრობლემებისთვის?
სხვისას ვერაფერი ვიტყვი, საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, 11 ლეკვს ვზრდით, იმხელა ჯაფაა და ნერვების შლა, უძილო ღამეები და ა.შ.
ფინანსებს რომ შევეშვათ (როიალ კანინზეა გაზრდილი ყველა, მართლა ოღონდ

, მოზრდილი ძაღლის საკვები 105 ლ . ფეხმძიმობის გამო გაზრდილი მადის გამოისობით 2ჯერ ვიყიდეთ უკვე + ლეკვების როიალის მაქსი სტარტერი 130 ლ ტომარა, ეგეც მეორე ტომარაა უკვე + წამლები, ვიტამინები, აცრები, ვეტექიმის მომსახურება, ამას ითვლით?
დააკლებ და ავდმყოფ რაქიტულ ლეკვებს და გამოფიტულ დედალს მიიღებთ
ყირაზე დაყენებულ სახლს არც ვახსენებდი, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია, თუ ბინაში გყავთ ძაღლი, რომც არ გყავდეთ ლეკვებს ეზოში მაინც ვერ დატოვებთ, დიდი აურზაურისა და წმენდა ლაგებისთვის მოემზადეთ
მთავარი პრობმლემა ჩემთვის ლეკვების დაბინავებაა, ყველა შემხვედრს ვერ მისცემ, ფინანსები არაა მთავარი ამ შემთხვევაში, დაგენანება უპასუხისმგებლო ადამიანისთვის, ძალიან დაგენანება
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.