მარტივი წესები ზაზუნების მოყვარულთათვის:
1. სად ვაცხოვროთ ზაზუნა?ზაზუნა შეგიძლიათ აცხოვროთ როგორც აკვარიუმში ასევე გალიაში. აკვარიუმის შემთხვევაში სასურველია აკვარიუმის ძირი იყოს საკმაოდ დიდი რომ ზაზუნამ სირბილი მოახერხოს, ან დაუმაგროთ ბორბალი. თუ ზუსტად მახსოვს, ბუნებაში ყოველ ღამე ზაზუნა საშუალოდ 15 კილომეტრს დარბის, შესაბამისად პატარა აკვარიუმში ცოდოა.
2. როგორ მოვუწყოთ საცხოვრებელი?პირველ რიგში ჩაუყარეთ ხის მსხვილი ნახერხი. ჯერ ერთი კომფორტულად იგრძნობს თავს, მეორეც ერთი სუნს და ჰიგიენურ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან, მესამეც ერთი ადვილი გამოსაცვლელია. დამატებით მე ძველ წინდას ვუგდებ ხოლმე (გარეცხილს

) და შიგნით ძვრებიან და როგორც სოროს ისე იყენებენ. ოღონდ აუცილებლად შეამოწმეთ, წინდას შიგნიდან პირსახოცისებრი ზედაპირი არ ქონდეს, თორემ შეიძლება ფეხი გაებლანდება, ჩემსას ეგრე ფეხი გაეჭრა და ძლივს მოვაძვრეთ ის ძაფი. ასევე კარგია თუ დაუმაგრებთ ბორბალს რომელსაც დაატრიალებს. ბორბალი სასურველია იყოს მთლიანი ზედაპირის მქონე და არა ისეთი როგორიც აქ იყიდება (ჯოხი-სიცარიელე-ჯოხი-სიცარიელე). დამატებით შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა სასაცილო რამე-რუმეები, მაგალითად სახლები და ა.შ. არ ჩაუდოთ ბამბა, მარლა და ასეთი რამეები.
3. რა ვაჭამოთ?მარცვლეული,ბურღულეული, მწვანილი, ხილი, თხილი, ნიგოზი.
არ აჭამოთ კომბოსტო, ბერავს და დიდი შანსია რომ გადაყვება კომბოსტოს

ზოგადად საჭმელი იყიდება ნებისმიერ ზოომაღაზიაში და საკმაოდ იაფიც ღირს. ყოფნის დიდხანს. მე საჭმელს დამატებით მზესუმზირას (მოუხალავს) და ე.წ. "გერკულესს" ვამატებ, ძალიან გემრიელად მიირთმევენ გერკულესს.
4. დავალევინოთ თუ არა წყალიდაალევინეთ

ოღონდ ლამბაქით არ ჩაუდგათ,სპეციალური სარწყულები იყიდება, თუმცა საკმაოდ უხარისხოა და წვეთავს წყალი. თუ არც სარწყულის ვარიანტი გამოვა, 2 დღეში ერთხელ ჩაუდგით წყალი რაიმე ჭურჭლით და შემდეგ ამოიღეთ. მიზეზი მარტივია, გადააყირავებს, დასველდება, გაცივდება და...
5. ვაბანაოთ თუ არა ზაზუნაარა
6. ძალიან მშიშარაა/აგრესიულია/იკბინება/ვერ ვეფერბითუ ახალი შეძენილი გყავთ, აცალეთ 2-3 დღე რომ მიეჩვიოს ახალ გარემოს. ამის შემდეგ სცადეთ მოფერება. თუ ძალიან შეშინდა, აწეხა წრიპინი, ახტა,დახტა, სცადა კბენა, არაუშავს

მოგიწევთ ნელ-ნელა მიიჩვიოთ

ჩაუყავით ხოლმე ხელი ოღონდ არ შეეხოთ. უძრავად გააჩერეთ რომ დასუნოს, მიეჩვიოს. მერე ხელზე დაიყარეთ საჭმელი და ისე ჩაუყავით რომ ხელთან შეხებასაც შეეჩვიოს. როცა ამასაც შეეჩვევა შემდეგ სცადეთ მოფერება. ხელით მძაფრი მოძრაობები არ გააკეთოთ, ამოძრავეთ ხელი ნელა, ისე რომ თვითონაც ხედავდეს და აკონტროლებდეს. რომ შეგეჩვევათ მერე ამოიყვანეთ, ეთამაშეთ, დასვით მაგიდაზე, ცოტა გაირბენ-გამოირბენს. ოთახში თუ გაუშვებთ ყურადღებით იყავით სადმე არ გაძვრეს. მე მაგალითად საროჩკის ჯიბეში ვისვამ ხოლმე და ზამთარში იძინებს კიდეც შიგნით

რაც ყველაზე მთავარია მიეჩვიეთ აზრს რომ ადრე თუ გვიან ზაზუნა მაინც მოკვდება... მე ყველაზე დიდხანს 1 წელი მყოლია, მაგაზე მეტი ხანი ვერ გავაქაჩინე...

აბა წარმატებები