მე-4-ე და ბოლო ნაწილი ...
ჯგუფი 3 - u.fimbriatusჯგუფში გაერთიანებულნი არიან გვარის ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენლები.
U.fimbriatus
გავრცელება: მადაგასკარის აღმოსავლეთი ნაწილი, ასევე კუნძულები Nosy Boraha, Nosy Mangabe. Analamazaotra, Anandrivola, Andambe, Ankarampotsy, Antsihanaka, Ambatondradama, Eminiminy, Fandrarazana, Fito, Manajary, Maroansetra, Marojezy, Massif d' Ikongo, Montagne d' Ambre, Ranomofana, Rogez, Sahambendrana, Tampolo, Toamasina, Vohipeno.
ეკოტოპი (ბიოტოპი): პირველანდელი და მეორადი ტროპიკული ტყეები. ძირითადად 1-3 მეტრის სიმაღლეზე.
განმანსხვავებელი ნიშანი: მსოფლიოს ფაუნის ერთერთი ყველაზე დიდი გეკონი. ცალკეული ეკზემპლარების ზომა 30-33 სმ-ს აღწევს, ზოგჯერ კი 35-საც. თვალის ფერადი გარსი როგორც წესი ყვითელი ფერის არის, ყავისფერი ან წითელი ზოლებით (ღამეს კაშკაშა წითელი ფერის). სხეულის შეფერილობა ძირითადად მოყავისფროა (მამლებში) ან მოცისფრო (დედლებში).
U. spec."dwarf"დღემდე ითვლებოდა
U.henkeli-ს მცირე ზომის ფორმად. მაგრამ შემდგომში უფრო ღრმა შესწავლის შემდეგ მიაკუთვნეს
U.sikorae-ს კომპლექსს, რომელთაგანაც ისინი პირველ რიგში უფრო დიდი ზომებით განსხვავდებიან (22 სმ).
გავრცელება: Montagne d'Ambre-ს ჩრდილო ნაწილი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): პირველანდელი და მეორადი ტროპიკული ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: ჰგავს
U.fimbriatus, რომლისგანაც განსხვავდება მომცრო ზომებით (24-25 სმ) და უფრო მოკლე ყბებით. გარდა ამისა, თვალის ფერადი გარსის ირგვლივ განლაგებული ზოლები ნაკლებად შესამჩნევია.
U. giganteusამ ჯგუფის გეკონების ყველაზე დიდი (34-36 სმ) და ლამაზად შეფერილი წარმოამდგენელი.

გავრცელება: Ankarafantsika, Benavory, Nosy Be.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: u.giganteus-სის თვალის ფერადი გარსი ყვითელია და შავი ზოლებით არის წახაზული.
U. henkeli
გავრცელება: Ankarafantsika, Benavory, Nosy Be.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: გარეგნულად ჰგავს წინა აღწერილ სახეობას, რომლისგანაც განსხვავდება უფრო მოკლე და მომრგვალებული ყბებით. გარდა ამისა, თვალის ფერადი გარსი ზოლების გარეშეა.
U. spec. "Giant henkeli"
გავრცელება: Radama-ს რაიონი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: პირველი შეხედვით ძალიან გვანან U.henkeli-ს, რომლისგანაც პირველ რიგში მოდიდო ზომებით (38 სმ-მდე). გარდა ამისა ღამით ამ გეკონის შეფერილობა ძირითადად შესდგება შავი ლაქებისგან.
* * *
rumpleteazerასე მიცნობ?

დრო მქონდეს მეტი და მერე გენახა შენ ...
ძველებურად ვიქნებოდი და არა როგორც ეხლა, მზესავით რომ გამოვანათებ ხოლმე
* * *
bere008, ჩვენი გეკონებიც (cyrtopodion caspius) კარგები არიან

მე მყავს ჯგუფი 4 წარმომადგენლისგან, რამოდენიმე დღის წინ 4 არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩეკილი გავუშვი

ვზრუნავ საქართველოს კასპიური გეკონების პოპულაციაზე
This post has been edited by Jaguar paw on 8 May 2012, 19:40