მირმეკოფილები (mirmica - ჭიანჭველა, philia- სიყვარული) - ცოცხალი არსებები, რომლებიც ცხოვრების მთლიანი ან გაკრვეული პერიოდის განმავლობაში ჭიანჭველებთან და მათ ბუნდეებთან მჭიდრო კავშირში არიან. თავის მხრივ, ჭიანჭველების დამოკიდებულება მირმეკოფილებისადმი შეიძლება იყოს როგორც აგრესიული, ასევე ნეიტრალური - ცნობილია სიმბიოზის და კომენსალიზმის (კომენსალიზმი - 2 არსებას შორის ურთიერთობის ისეთი ტიპი, როდესაც ერთ-ერთი მეორეს საკვების ნარჩენებით იკვებება) მაგალითები.
საერთო მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით გაარჩევენ მირმეკოფილიის 5 ძირითად კატეგორიას/ჯგუფს: სინექტრია, სინოიკია, სიმფილია, ტროფობიოზი და ნამდვილი პარაზიტიზმი.
1. სინექტრია - ურთიერთობის ტიპი ჭიანჭველებსა და მირმეკოფილებს შორის, რომლის დროსაც ჭიანჭველები მტრულად არიან განწყობილი მეორენის მიმართ. როგორც წესი, ასეთი ჯგუფის წარმომადგენლები ძირითადად მკვდარი ჭიანჭველებით, მათი კვერცხებით და ლარვებით იკვებებიან. მათი უმეტესობა წარმოდგენილია სტაფილინიდი Staphylinidae ხოჭოების ოჯახის სახეობებით (Myrmedonia, Quedius, Xantholinus გვარები და ა.შ.).
2. სინოიკია - ურთიერთობის ტიპი ჭიანჭველებსა და მირმეკოფილებს შორის, რომლის დროსაც ჭიანჭველები ყურადღებას არ აქცევენ სტუმრებს. სინოიკია - მირმეკოფილიის ყველაზე გავრცელებული ტიპი არის. სინოიკიის მიმდევრების ცოცხალი არსებების ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანია როგორც სახეობეივი შემადგენლობის, ასევე ბიოლოგიის მხრივ. გაარჩევენ სინოიკიის 4 ძირითად ტიპს:
ა) ნეიტრალური სინოიკია - ამ შემთხვევაში მირმეკოფილები ყურადღებას არ აქცებენ ჭიანჭველებს და მათ შთამომავლობას, საკვებად კი საჭმლის ნარჩენების ან ბუდის ხრწნის პროცესში გამოყოფილ პროდუტებს მოიხმარენ. ასეთებად მიიჩნევიან ბოლოფეხიანები (Collembola), ორიბათიდი და ტიროგლიფიდი ტკიპები, Microdon გვარის ბუზების ლარვები, Ptiliidae ოჯახის ხოჭოები, მცენარეული საკვებით მკვებავი ბრინჯაოსანა ხოჭოების ლარვები და ა.შ.
ბ) სიმილოიუდური სინოიკია - ასეთი ტიპის მირმეკოფილიის მიმდევრებს ჭიანჭველების მსგავსი გარეგნობა ახასიათებთ. უმეტესობას სხეულზე აქვთ თკბილი სითხის გამომშვები ბეწვი. ასეტი ტიპის არსებები არიან: Dinarda გვარის სტაფილინები, რომლებიც როგორც მკვდარი ჭიანჭველებით, ასევე მათზე პარაზიტირებული ექტოპარაზიტული ტკიპებით იკვებებიან. ასე რომ გაკრვეულწილად ჭიანჭველების ბუდის კეთილდღეობაზეც ზრუნავენ.
Histeridae გვარის ხოჭოებს სხეულზე ზემოთხსენებული ტიპის ბუბუსი აქვთ, რომელიც ჭიანჭველების საყვარელ ტკბილ სითხეს უშვებს.
გ) მირმეკოკლეპტია - ასეთი ქცევა ახასიათებს კუდჯაგრიანების (Thysanura) ოჯახის მირმეკოფილურ სახეობას Atelura formicaria, რომელიც იპარავს ჭიანჭველების საკვებს მისი ერთმანეთისთვის გადაცემის დროს. პირდაპირ პირიდან აცლის

დარწმუნებული ვარ, ხშირად შეგვხედრია ეს სწრაფი კუდჯაგრიანა.
დ) სტრიგილატორები - ისეთი მირმეკოფილები, რომლებიც იკვებებიან სითხით, რომლითაც ჭიანჭველები ერმანეთის სხეულებს დაფარავენ. ანუ პირდაპირი მნიშვნელობით სტრიგილატორები ლოკავენ ჭიანჭველებს. ასეთებს პირველ რიგში მცირე ზომის უფრთო ჭრიჭინები Myrmecophilus acervorus მიეკუთვნებიან.
3. სიმფილია - ურთიერთობის ტიპი, რომლის დროსაც ჭიანჭველების უვლიან მირმეკოფილებს მათ მიერ გამომუშავებული სითხის გამო. ყველაზე გამოსარჩევია ლომეხუზა (Lomechusa strumosa) - 5-6 მმ-ის სიგრძის მოყავისფრო ხოჭო, რომელიც ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ და მხოლოდ ტყის წითური ჭიანჭველების (Formica rufa) ბუდეებში. საფრთხის შემთხვევაში, ლომეხუზა მუცლის ბოლოდან სითხეს უშვებს, რომელიც იზიდავს ჭიანჭველებს. ერთხელ გასინჯვის შემდეგ, ჭიანჭველებს თავისი პირდაპირი მოვალოებები ავიწყდებათ. ისინი აღარ გადიან საკვების მოსატანად, არ იცავენ კოლონიას, არ უვლიან ლარვებს და მხოლოდ ამ ჯადოსნური სითხის მორიგი პორციის გამო დასდევენ ხოჭოს.
არის თუ არა ლომეხუზა ბუდეში? ამოცნობა საკმაოდ ადვილია. მისგან თავისუფალ ბუდეში ჭაინჭველები აქტიურად დარბიან, აგროვებენ საჭმელს და იცავენ კოლონიას. ლომეხუზებით პარაზიტირებულ ბუდეში კი ძალიან ზანტები ხდებიან და ზედაპირზე ფაქტიურად არ გამოდიან.
ლომეხუზას განვითარება ანალოგიურია ჭიანჭველის განვითარებას. მისი კვერცხისგან გამოჩეკილი ლარვა უმალვე უშვებს მსგავს მიმზიდველ სითხეს და მოჯადოებული ჭიანჭველები ზომბებივით მას ემორჩილდებიან - აჭმევენ, უვლიან და იცავენ. თავის მხრიდან ლომეხუზას ლარვა ჭიანჭველების კვერცხებს ანადგურებს.
ძალიან იშვიათად, მაგრამ ხოლმე ხდება ისე, რომ ჭიანჭველების ასეთი კოლონია იღუპება.
* * *
4. ტროფობიოზი - ურთიერთობის ტიპი, როდესაც ჭიანჭველები თავიანთი "მეზობლების" ექსკრეტებით (გამონაყოფებით) იკვებებიან, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ. ტროფობიონტების უდიდესი ნაწილი ტოლფრთიანების (Homoptera) რიგის წარმომადგენლები არიან, მათ შორის ბუგრები და ციკადების ნიმფები.
5. ნამდვილი პარაზიტიზმი - ნამდვილ პარაზიტების პირველ რიგში ჭიანჭველების ჰემოლიმფით (სისხლით) მკვებავი გამაზოიდური ტკიპები (Gamasoidae), მათი კვერცხების მოყვარული Myrmecozela ochraceella-ს მუხლუხო და რა თქმა უნდა მხედრები (Ichneumonidae), რომლებიც როგორც კვერცხების, ასევე თავად ჭიანჭველების პარაზიტირები არიან.
ჯამში, სხვადასხვა ჭიანველების ბუდეებში დაახლოებით 200 სახეობის მირმეკოფილი გვხდება
* * *
რამდენი დამიწერია :/
იმედია გასაგებად ავხსენე
* * *
რამდენი დამიწერია

იმედია გასაგებად ავხსენი
This post has been edited by Jaguar paw on 12 Feb 2014, 20:31