პეპლებზე ეწერა თემაში, მაგრამ აი ობობები არავინ ახსენა :/
საქართველოს ფაუნას ერთ-ერთი წარმომადგენელი -
Steatoda paykulliana, ანუ იტალიური სტეატოდა, რომელსაც ხშირად მსგავსობის გამო კარაკურტს ეძახიან, ამიტომ სტეატოდების ამ წარმომადგენელს ინგლისურენოვან ქვეყენებში false black widow-ს ეძახიან, ანუ ცრუ კარაკურტს.

ეს ობობა, კარაკურტების ახლო ნათესავია. აქვს იგივე ზემოქმედების შხამი - ნეიროტოქსინი. თუმცა მათი შხამი ბევრად უფრო სუსტია და ამიტომ ადამიანებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გავრცელებულია მთლიან საქართველოში, მთიანი რეგიონების გარდა. ბინადრობენ ფაქტიურად ნებისმიერ ადგილებში - სახლებში, სარდაფებში. მინდვრებში და ა.შ.
ამ ობობისთვის დამახასიათებელი ნიშანია მათი ორნამენტი მუცელზე. დედლები მამლებისგან ადვილად განირჩევიან ზომით და წითელი ფერით, მამლებს მუცელზე თეთრი, იშვიათად ყვითელი ზოლები გააჩნია. ხვდება ზოგი ეგზემპლარი, რომლებსაც არ აქვთ ზოლი მუცელზე.
გამრავლების დროს დედალი კვერცხებს ფუთავს 3 პარკში, საიდანაც რამოდენიმე კვირის შემდეგ იჩეკებიან ასობით, თუ არა ათასობით პატარა ობობები.
სამწუხაროდ მხოლოდ 1,5 წელი ცოცხლობენ
* * *
ზომის მიწერა დამვიწყებია.
გაშლილი ფეხებით 2.5-3 სანტიმეტრია.
This post has been edited by Jaguar paw on 4 Nov 2012, 10:46