M-A-S-E-R-A-T-I, თხოვნაა საქართველოს გველების თემაშიც ჩასვა ეს პოსტი
წყლის ანაკარასაქართველოში მობინადრე გველებს შორის გავრცელების არეალის მიხედვით მეორე ადგილი
წყლის ანაკარას (Natrix tesselata) უკავია, ხოლო პირველზე, მისი ახლო ნათესავი - ყველგან მყოფი
ჩვეულებრივი ანაკარა (Natrix natrix) იმყოფება. ასეთი ფართო გავრცელების მიუხედავად, 2000-ან წლებამდე, ჩვენს ქვეყანაში ამ გველებს ყურადღების მინიმუმი ენიჭებოდა და შესაბამისად სანდო ინფორმაციის დეფიციტი წარმოიშვა, რომელიც ისეთ ასპექტებს ეხებოდა, როგორიც არის ცხოვრების ნირი, კვების რაციონი და გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე.
1997-2008 წლების განმავლობაში, ავსტრიული ჰერპეტოლოგების საზოგადოებამ, ადგილობრივი მეცნიერების მხადრაჭერით, ჩაატარა საქართველოში მობინადრე წყლის ანკარების ათწლიანი კვლევა, რომლის შედეგები ქვემოთ მომყავს.
გარეგნული აღწერა და ცხოვრების ნირიწყლის ანკარა საშუალო ზომის არაშხამიანი გველია (1-1.3 მ), რომლის ღია ან მუქი ზეთისხილისფერი ზურგი და გვერდები დაფარულია ჭადრაკისებურად განლაგებული მუქი კოპლებით, ხოლო კრემისფერი ან ყვითელი მუცელი - შავი ზოლებით. ჩვეულებრივი ანაკარასგან განსხვავებით ის პირველ რიგში განსხვავდება კისერის არეში ყვითელი „ყურების“ არქონით.

სქესობრივი სხვაობა გამოხატულია მდედრი გველების მოდიდო ზომებში. გამრავლების პერიოდის დროს, რომელიც მარტის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, გველები დიდი რაოდენობით გროვდებიან. ივლისში მდედრი 10-30 კვერცხს დებს, საიდანაც სექტემბრის თვეში ახალშობილები იჩეკებიან.
ახალშობილები პირველივე დღიდან იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და აქტიურ ნადირობას, შემოდგომის ბოლოს კი, წყასლატევების მშრალ სოროებში ზამთრის ძილს მიებარებიან.
წყლის ანკარა არააგრესიული გველია და საფრთხის შემთხვევაში პირველ რიგში მიმალვას ცდილობს. არსებობს მეორე მეთოდიც, რომელიც მკვდრად მოკატუნებაში მდგომარეობს. ამ დროს გველი ფართოდ აღებს პირს და ხრწნის პროცესში გამოყოფილ სუნს გამოსცემს, რომელიც ნებისმიერს მისი გასინჯვის სურვილს დაუკარგავს.
playing deadხელში აყვანის დროს ის ძალიან იშვიათად იკბინება. თავად ნაკბენი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მისი ნერწყვი ბაქტერიციდულ ნივთიერებას შეიცავს, რაც ჭრილობის დაინფიცირებას თავისთავად გამორიცხავს.
გავრცელებასაქართველოში, წყლის ანკარები ბინადრობენ სხვადასხვა ტიპის წყალსატევებში, მაგალითად ტბორებში, ტბებში, ჭაობებში, ნაკადულებში, მდინარეებსა და არხებში ძლიერი ან სუსტი დინებით. მათთან შეხვედრა პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, კოლხეთის დაბლობის ჭაობებიდან დაწყებული, სახმრეთის სტეპებითა და ნახევარუდაბნოებით დამთავრებული. გამონაკლისს წარმოადგენენ განსაკუთრებით ტენიანი ჰავას მქონე მაღალმთიანი ხშირი ტყეები.
ბინადრობის ადგილები აღმოსავლეთ ნაწილშიმაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება ცენტრალური და აღმოსავლეთი საქართველოს ყველა მნიშვნელოვან მდინარეში, ასევე ტბორების ნელ ან წყნარ წყლებში. აქ, მდინარეების მზიან სანაპიროებზე, როგორც წესი ჩვეულებრივი ანკარების მაგივრად სწორედ წყლის ანკარები ჭარბობენ. ზოგჯერ მათი ნახვა შესაძლებელია გამომშრალ არხებში და
შირაქის ვაკეს სტეპებსა და უდაბნოებში, სადაც შავი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლემდე გვხდებიან. დაფიქსირებულია სულ რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც წყლის ანკარა ზღვის დონიდან 1000 მ. და უფრო დიდ სიმაღლეზე უნახიათ, სადაც წლიური ნალექების დონე 600 მმ-ის ნიშნულს აღწევს. მაგალითად, 2007 წლის ექსპედიციის აღმოჩენა სოფელ ხერთვისში (1126 მ. ზღვის დონიდან), მტკვრის ზედა დინებაში, მხოლოდ ამტკიცებს წყლის ანაკარების არსებობის შესაძლებლობას მცირე კავკასიონის უფრო დიდ სიმაღლეზე.
2007 წლის აღმოჩენის ადგილი (ფოტო აღებულია www.lgabelia.wordpress.com-იდან)ბინადრობის ადგილები დასავლეთ ნაწილშიტენიან დასავლეთ ნაწილში მათი ბინადრობის არეალი ვრცელდება კოლხეთის დაბლობიდან მდინარე რიონის და მისი შენაკადების დიდი კავკასიონის მისადგომებამდე, სადაც შავი ზღვის დონიდან 0-დან 600 მ. სიმაღლეზე ადიან. აღმოსავლეთისგან განსხვავებით, აქ უკვე ჩვეულებრივი ანკარების სიჭარბე შეინიშნება - ზოგ ადგილებში 12:1-თან შეფარდებით. თუმცა, წყლის ანკარების ნახვა შესაძლებელია საზღვაო ხაზთან ახლოს, მომლაშო და მლაშე წყლიან ადგილებშიც კი.
კოლხეთის ეროვნულ პარკში მდინარე
ფიჩორის ჭაობიან ტყეებში ჩატარებული კვლევების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ბინადრობის ადგილის შერჩევის დროს წყლის ანკარები უპირატესობას ღია და მზიან ადგილებს ანიჭებენ.
ფიჩორიაჭარის მაღალმთიან ტყეებში, რომლებიც ცნობილია თავისი ენდემური ცხოველებით და წლიური ნალექების მაღალი ოდენობით (> 4000 მმ), ხშირი სამინდვრო სამუშაოების მიუხედავად, არც ერთი წყლის ანკარა არ იყო აღმოჩენილი სანაპირო ზოლში - ადგილას, სადაც ეს გველი ხშირად გვხდება დაბლობის ჭაობებს შორის. სამაგიეროდ, ამ ადგილებში მას წარმატებით ჩვეულებრივი ანკარა ანაცვლებს. წყლის ანაკარას ნახვა ასევე შესაძლებელია მდინარე
ჭოროხის ხეობაში 200 მ. სიმაღლემდე, სადაც იგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე.
ჭოროხის ხეობა
პალიასტომის ტბაკვება და მტრებიწყლისა და ჩვეულებრივი ანკარების ახლო ნათესაობის მიუხედავად, მათ კვების რაციონის მკვეთრი სხვაობა ახასიათებთ.
წყლის ანაკარას რაციონის 80%-დე შეადგენს სხვადასხვა ზომის თევზი - კობრისებრნი
(Cyprinidae), ღორჯოები
(Cottidae) და ხლაკუნასებრნი
(Cobitidae). დანარჩენი 20% წარმოდგენილია მეტამორფოზ დამთაბრებული მწვანე გომბეშოებით
(Bufo bufo) და უკუდო ამფიბიების რიგის
(Anura) სხვა მცირე ზომის წარმომადგენლებით. ამავდროულად,
ჩვეულებრივი ანაკარას რაციონში, თევზი საშუალოდ 15% შეადგენს, უდიდეს ნაწილს (80%-მდე) კი უკუდო ამფიბიები, ხოლო დანარჩენ 5% - ხვლიკები და მღრღნელები.
სწორედ კვების რაციონის ასეთი სხვაობა გამორიცხავს ამ ორ წარმომადგენელს შორის კონკურენტულ ბრძოლას და ხელს უწყობს მათ სიმრავლეს ბინადრობის ერთსა და იმავე არეალში.

ცხადია, რომ წყლის ანკარას სიცოცხლე სპეციფიური რაციონის გამო წყალსატევებთან მჭიდრო კავშირში იმყოფება. თევზზე ის წყალქვეშ ნადირობს და წარმატების მისაღწევად 2 ტაქტიკას გამოიყენებს - აქტიური ნადირობის და ჩასაფრების მეთოდები. თუმცა, ზოგჯერ მონადირე თავად იქცევა მსხვერპლად. დაფიქსირებული იყო 2 ერთობ კურიოზული შემთხვევა, როდესაც ნაკადულის ფსკერზე მკვდარი ანაკარა იყო ნაპოვნი. დახრჩობის მიზეზი კი მისი პოტენციური მსხვერპლი -
ქვაქვეშია ანუ ფართოშუბლა (Cottus gobio) იყო, რომელსაც გველმა საშუალება მისცა თავისი თავი დაეჭირა პირის არეში, რამაც ჟანგბადის მიწოდება შეაფერხა (წყლის ანაკარას ჟანგბადის გარეშე დაახლოებით 40 წუთი შეუძლია გაძლოს) და სიკვდილის მიზეზი გახდა.
უბედური მონადირებუნებაში მათზე ნადირობენ თევზები (ლოქო და წერი), მტაცებელი ფრინველები და ასევე სხვა გველები (მცოცავ-მცურავები).
მიმაგრებული სურათი