კი, ფეხსახსრიანთა ტიპი მოიცავს 5 ქვეტიპს. ესენი არიან:
1 - ქელიცერიანები (Chelicerata);
2 - ტრილობიტისმაგვარნი (Trilobitomorpha);
3 - მრავალფეხიანები (Myriapoda);
4 - კიბოსნაირნი (Crustacea);
5 - ექვსფეხიანები (Hexapoda);
თავის მხრივ, ჩამოთვლილი ქვეტიპები რამოდენიმე კლასებად იყოფებიან.
ქელიცერიანების (Chelicerata) ქვეტიპი შესდგება შემდეგი კლასებისგან:
1 - ობობისნაირნი (Arachnida);
2 - მეროსტომისებრნი/კიბომორიელისებრნი (Merostomata);
3 - ზღვის ობობები (Pycnogonida)
ტრილობიტისმაგვარნის (Trilobitomorpha) ქვეტიპი შესდგება გადაშენებული ცხოველების ერთადერთი კვეკლასისგან:
1 - ტრილობიტები (Trilobita)
მრავალფეხიანების (Myriapoda) ქვეტიპი შესდგება შემდეგი კლასებისგან:
1 - ტუჩფეხიანები (Chilopoda);
2 - მრავალფეხიანები (Myriapoda);
3 - პაუროპოდები (Pauropoda);
4 - სიმფილები (Symphyla)
კიბოსნაირნის (Crustacea) ქვეტიპის შესდგება შემდეგი კლასებისგან:
1 - ლაყუჩფეხიანები (Branchiopoda);
2 - რემიპედიები/ნიჩაბფეხიანები (Remipedia);
3 - ცეფალოკარიდები (Cephalocarida);
4 - Maxillopoda
5 - ნიჟარიანები/ოსტრაკოდები (Ostracoda);
6 - უმაღლესი კიბოები (Malacostraca)
და ბოლო ქვეტიპი - ექვსფეხიანები (Hexapoda), შესდგება შემდეგი 4 კლასისგან:
1 - მწერები (Insecta);
2 - ფარულყბიანები (Entognatha);
3 - Camptophyllia (გადაშენებული ცხოველებია);
4 -Marrellomorpha (ესენიც გადაშენდნენ)
აი რომელ კლასში რომელი რიგები შედის, რომელ რიგში რომელი ოჯახები, რომელ ოჯახში რომელი ქვეოჯახი, რომელ ქვეოჯახში რომელი ტრიბები და ა.შ. და ა.შ., ამას უკვე აღარ დავწერ, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ვერ მოვრჩები წერას

პ.ს. გილოცავ

რომ მცოდნოდა, რამე საინტერესო სტატიას გამოგიცხობდი საჩუქრად
This post has been edited by Jaguar paw on 27 Jun 2014, 18:55