მეგაზაფხულენა (Plecoptera)

სამწუხაროდ, გვარამდეც კი ვერ დავადგენ

ისე კი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეგზემპლარია, რომელიც ჩვენთან მინახავს
* * *
ჯამში, ძალიან საინტერესო და ამასთან ერთად ცუდად შესწავლილი მწერები არიან.
1) პირველ რიგში იმის თქმა შეიძლება, რომ ახალფრთიანების
(Neoptera) ინფრაკლასის წარმომადგენლები არიან, რომელიც ფრთიანი მწერების უმეტესობას მოიცავს.
2) მეორე - თავისი მეცნიერული დასახელება, მათ ზრდასრულების ფრთების 2 წყვილის გამო მიიღეს, რომლებიც წყნარ მდგომარეობაში ზურგის გასწვრივ იკეცებიან. მაგრამ არსებობენ მოკლეფრთიანი და უფრთო წარმომადგენლებიც. ფრთების საკმაოდ დიდი ზომის მიუხედავად, ნამდვილად ვერ მივაკუტვნით კარგი მფრინავების რიგს. უფრო ხშირად გვხდებიან მდინარეების სანაპიროზე, ქვებსა და წყლის მცენარეებზე.
3) მეგაზაფხულენი, ერთ-ერთი უძველესი მწერების წარმომადგენლები არიან. მათი წინაპრები ჯერ კიდევ კარბონული პერიოდიდან ცნობილები არიან, ანუ მათი არებობის ისტორია თითქმის 400 მილიონის ტოლია

4) ყველა მეგაზაფხულენა მიეკუთვნება მწერებს, რომლებიც განვითარების პერიოდში არასრულ მეტამორფოზს განიცდიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არსებობის შემდეგ სტადიებს გადიან:
- კვერცხი;
- ლარვა (რომელსაც ნაიადას ეძახიან);
- იმაგო (ზრდასრული წარმომადგენელი)
გამოდის, რომ 1 სტადიას "გადაახტებიან" და ეს სტადია - ჭუპრია. ასე რომ იგივე ნემსიყლაპიების სასიცოცხლო ციკლის მსგავსი არსებები არიან.
5) მეგაზაფხულენის სიცოცხლე, როგორც ზემოთხსენებული ნემსიყლაპებისა, წყალთანაა დაკავშირებული. შეწყვილების შემდეგ, მდედრი წყალში დებს კვერცხებს. ყველა კვერცხი დაფარული წებოვანი გარსით ან რაიმე სხვა "ჩასაჭიდი" საშუალებით, მაგრამ მათი დადების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს: მდედრი ქვას ეჭიდება, ჩადის წყალქვეშ და ქვის ქვეშ დებს კვერცხებს, არიან ისეთებიც, ვინც გრძელი კვერხსადების მეშვეობით პირდაპირ სუბსტრატში ათავსებს კვერცხებს, ხოლო მესამენი, უბრალოდ წყალში ფანტავენ კვერცხებს, რომლებიც წყლის დინების ბედზე რჩებიან.
6) წყლის დინება ტყუილად არ აღმინიშნავს. საქმე იმაშია, რომ ეს მწერები სნონთერმულების მიეკუთხივნებიან, ანუ მათი სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ტემპერატურის ვიწრო დიაპაზონზე. ამიტომ, მეგაზაფხულენის უდიდესი ნაწილი ვითარდება ზომიერი სარტყელის სწრაფი დინების და ჟანგბადით მდიდარ, სუფთა და გრილ მდინარეებსა და ნაკადულებში. საკუთარი პრეტენზიულობის გამო, წყლის დაბინძურების კარგი მანიშნებლები არიან - ნაიადები ბინძურ წყალში არ ბინადრობენ,
რა თქმა უნდა, წყაქვესა ცხოვრებისთვის ნაიადებს გარე ლაყუჩები გააჩნიათ, რომლებიც სხვადასხვა სახეობებს სხეულის გვერდებზე ან კუდზე აქვთ განლაგებული.
მათი უმეტესობა დეტრიტოფაგი (იკვებებიან ფკსერზე დალექილი ორგანული მასალით) ან მცენარეჭამიაა (უფრო სწორედ, ქვების ზედაპირზე გაზრდილი ბაქტერიული და წყლამცენარეების ნადებით იკვებებიან), მაგრამ განსაკუთრებით მსხვილი სახეობების ნაიადები მცირე ზომის წყლის უხერხემლობით იკვებება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალდაბადებულები ისინი დასაწყისში ცხოვრების დეტრიტოფაგულ ნირს მისდევენ, ხოლო ზრდასთან და შესაბამისად ეკზოჩონჩხის ცვლასთან ერთად, უფრო მსხვილ და ხორციან საკვებზე გადადიან

7) ახალ ზელანდიაში არსებობენ ისეთი მეგაზაფხულენი, რომლებიც ხმელეთზე გადიან განვითარების ყველა სტადიას, მაგრამ ის ადგილები მაინც ზედმეტად მაღალი ტენიანობით გამოირჩევიან, ასე რომ ვერც ერთმა სახეობამ ჯერჯერობით სრულიად ვერ დასძლია დამოკიდებულა წყლისადმი.