მცირე ინფო შავი ზღვის თვისებების შესახებ ახსნა-განმარტებებით

შავი ზღვა არ ჰგავს სხვა დანარჩენ ზღვებს, მისი განსაკუთრებული თვისებები იმდენად უნიკალურია, რომ შავი ზღვა იქცა განუმეორებლად. ამ რამოდენიმე თვისების შესამჩნევად, საკმარისია უბრალოდ რუკას დახედოთ.
ნათლად ჩანს, რომ შავი ზღვის ნაპირის ზოლი ქმნის ერთიან, თითქმის განუწყვეტელ ხაზს, როგორც ტბა. ასეთი ტიპის ზღვას ჩაკეტილს ეძახიან. შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას უერთდება, საიდანაც ორი ვიწრო სრუტეს მეშვეობით ჩაედინება ატლანტიურ ოკეანეში.
პირველი სრუტე - ბოსფორის სრუტე, წარმოადგენს 30 კილომეტრის სიგრძის კორიდორს, რომელიც ჰყოფს ევროპას და აზიას და ჩაედინება მარმარილოს ზღვაში. მეორე სრუტე - დარდანელას სრუტე, აკავშირებს შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან მარმარილოს ზღვის მეშვეობით. თუ დარდანელას სრუტე საკმაოდ განიერია, ბოსფორის სრუტე ვიწროა, ამიტომაც ვერ ხერხდება ამ ზღვებს შორის წყლის თავისუფალი გაცვლა. მაგრამ მცირე დინება შავ ზღვაში მაინც არსებობს. ისევ დავუბრუნდეთ რუკას. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არც ერთი ზღვა, რომელშიც ამდენი მდინარე ჩაედინება. ისინი შავ ზღვას მტკნარი წყლით ამარაგებენ, რის გამოც მისი მარილიანობის დონე სხვა ზღვებთან შედარებით ბევრად დაბალია. როგორც შედეგი, შავი ზღვის მარილიანობა ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

რაც უფრო მეტია გახსნილი წყალში მარილი, მით უფრო მძიმება იგი. ამიტომ, როდესაც შავი ზღვის მსუბუქი დინება ხვდება მარმარილოს ზღვის დინებას, ის ზედა ფენაში გადაინაცვლებს, მეორე კი ქვემოდან ჩაედინება მასში და ამდიდრებს მის ფსკერის წყლებს. ასე, 200 მეტრის სიღრმეზე, შავი ზღვის მარილიანობა 20%о (20 პრომილე), ხოლო 2 კმ-ის სიღრმეზე, სადაც აბისალური სიღრმებია - 30%о. სწორედ დაბალმა მარილიანობამ განაპირობა შავი ზღვის ფლორა და ფაუნის შედარებითი სიღარიბე.
ბოსფორის სრუტეში 2 დინების არსებობა ჯერ კიდევ XV საუკუნეში აღმოაჩინა იტალიურმა მევაჭრემ მარსილიიდან, რომლის ჰობი ზღვების შესწავლა იყო. სიღრმის გაზომვისთვის, იგი ძაფზე მიმაგრებულ სიმძიმეს უშვებდა. ერთხელაც შეამჩნია, რომ ბოსფორის სრუტეს ზედა ფენებში ძაფი მარმარილოს ზღვისკენ იხრებოდა, ხოლო დიდ სიღრმეებზე - შავი ზღვისკენ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ შავ ზღვაში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება. გაზაფხულზე, თოვლის დადნობის დროს, ამ წყლებს დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებები მოაქვთ. დღის ნათელი დროის ხანგრძლივობის გაზრდა, ბევრი მინერალური ნივთიერება, ყველაფერი ეს ფიტოპლანქტონის ზრდას ხელს უწყობს. ამ პროცესს პლანქტონის ყვავილობას ეძახიან. თავის მხრივ ფიტოპლანქტონით ზოოპლანქტონი იკვებება, მისით კი თევზი. ასე, ნელნელა, სიცოცხლე შავ ზღვაში ჩერდება ივნისამდე. სიცოცხლის ახალი ციკლის წამოწყებისათვის საჭიროა ბიოგენების კონცენტრაციის აღდგენა, რომელიც თავის მხრივ დროს მოითხოვს და მჭიდრო კავშირშია კიდევ ბევრს სხვა ფაქტორებთან, როგორებიცაა ტემპერატურა, ნალექები და ა.შ. დარწმუნებული ვარ, შეგიმჩევიათ, რომ შავი ზღვა სხვებთან შედარებით ისეთი გამჭირვალეა. სწორედ მინერალების და ფიტოპლანქტონის ჭარბი რაოდენობა არის ამის მიზეზი.
პლანქტონის ყვავილობა
მიზეზი ორი - გოგირდწყალბადიგოგირდწყალბადოვანი შრეშეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ცნობილი ფაქტი შავი ზღვის შესახებ. შავი ზღვის ზედაპირულ ფენებში (პირველ 100 მეტრში) თავმოყრილია მისი თითქმის მთლიანი სიცოცხლე. უფრო ღრმა ფენებში კი - დაახლოებით 2 კმ სიღრმეზე, გვხვდება მხოლოდ ბაქტერიების რამოდენიმე სახეობა; ცხოველები და მცენარეები კი აქ არ აღინიშნება, რადგან წყალში არ არის ჟანგბადი. წყლის სიღრმეში არსებული ბაქტერიები ხრწნიან ნარჩენებს და ამ გზით გამიომუშავებენ გოგირდწყალბადს. მის წყაროს წარმოადგენენ ცილების შემადგენლობაში არსებული გოგირდშემცველი ამინომჟავები. გოგირდის წყაროდ ასევე გვევლინებიან ზღვის წყლის სულფატები, რომლებსაც ჟანგბადის ნაცვლად მოიხმარს ზოგიერთი ბაქტერია ორგანული ნაერთების ჟანგვის პროცესში. ცხოველებისთვის და მცენარეებისთვის გოგირდწყალბადი არის შხამი, რადგან ის ადამბლავებს უჯრედულ სუნთქვას მიტოქონდრიებში.
გოგირდწყალბადი მოიძებნება ყველა ზღვის ფსკერზე არსებულ რბილ ნალექში-იქ ძალიან ნელა აღწევს ჟანგბადი, ხოლო ბაქტერიული ლპობის და ქემოსინთეზის პროცესები კი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროს გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელიც ილექება გრუნტში.
გოგირდწყალბადი ხშირად მოიძებნება სხვა ზღვებშიც, მაგრამ შავი ზღვა არის ერთადერთი, სადაც წყლის ასეთი გიგანტური მოცულობა გაჯერებულია ამ ნივთიერებით. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად მცირე ფართობის, შავ ზღვას აქვს დიდი სიღრმე, სადაც ვერ ხერხდება წყლის გაცვლა ზედაპირულ და სიღრმულ წყლებს შორის. შესაბამისად ზღვის სიღრმეში ვერ აღწევს ჟანგბადი.
ჟანგბადი აღწევს წყალში ზღვის ზედაპირიდან და ასევე წარმოიქმნება წყლის ზედა განათებულ ფენაში პლანქტონის წყალმცენარეების ფოტოსინთეზის პროცესში. იმისათვის, რომ ჟანგბადმა მიაღწიოს ღრმა ფენებში, ზღვამ უნდა აირიოს ტალღების და ვერტიკალური დინების ხარჯზე. შავ ზღვაში კი წყალი ძალიან ნელა ირევა, საჭიროა ასეული წლები იმისათვის, რომ წყალმა ზედაპირიდან მიაღწიოს სიღრმეს.
შავი ზღვის ზედაპირული ფენა-100მ სიღრმემდე, უპირატესად მდინარეული წარმოშობისაა. ამავე დროს ზღვის სიღრმეში არის უფრო მარილიანი წყალი, რომელიც მოედინება მარმარილოს ზღვიდან ბოსფორის სრუტეს გავლით და ეშვება ფსკერზე.
წყლის თვისებები სიღრმისკენ მკვეთრად იცვლება: ზედაპირიდან 50-100მ სიღრმემდე წყლის მარილიანობა მკვეთრად იცვლება-17-დან 21%-მდე, ხოლო ფსკერამდე კი თანაბრად იზრდება. მარილიანობის შესაბამისად იცლება წყლის სიმკვრივეც.
წყლის ზედაპირზე არსებული ტემპერატურა ყოველთვის განისაზრვრება ჰაერის ტემპერატურით, ხოლო შავი ზღვის სიღრმეული წყლების ტემპარატურა კი ყოველთვის 8-9°С-ია. ზედაპირიდან 50-100მ სიღრმემდე წყლის ტემპერატურა ისევე როგორც მარილიანობა იზრდება, ხოლო უფრო ღრმა ფენებში რჩება უცვლელი.
ასე რომ შავ ზღვაში არის წყლის ორი მასა: ზედაპირული-მტკნარი, უფრო მსუბუქი და მისი ტემპერატურა უახლოვდება ჰაერის ტემპერატურას, და სიღრმეული-უფრო მარილიანი, მძიმე და სტაბილური ტემპერატურით.
წყლის ფენას ზედაპირიდან 50-100მ სიღრმემდე უწოდებენ სასაზღვროს- ის წარმოადგენს საზრვარს შავი ზღვის წყლის ორ მასას შორის, რომელიც ხელს უშლის მათ შერევას. მისი უფრო ზუსტი სახელწოდება არის-ცივი სასაზღვრო ფენა: ის ყოველთვის უფრო ცივია, ვიდრე სიღრმეული წყლები, რადგან ზამთარში ის ცივდება 5-6°С-მდე და ვერ ასწრებს გაცხელებას ზაფხულის პერიოდში.

შავი ზღვის წყლის სტრატიფიკაცია(ფენებად დაყოფა) მარილიანობის, სიმკვრივის და ტემპერატურის მიხედვით-აფერხებს ზღვის ვერტიკალურ შერევას და სიღრმეული ფენების გამდიდრებას ჟანგბადით. ამასთან ერთად, შავი ზღვის უმეტესი, სწრაფად განვითარებადი სიცოცხლე მოიხმარს ჟანგბადს.
ცოცხალი არსებების კვდომის შემდეგ, მათი ნარჩენები იქცევა საკვებ პროდუქტად ანაერობული ბაქტერია-საპროტროფებისთვის. მკვდარი ორგანული ნივთიერების ბაქტერიული ხრწნის პროცესში საჭიროა ჟანგბადი. წყლის ღრმა ფენებში ლპობა აჭარბებს პლანქტონური წყალმცენარეების მიერ ცოცხალი ნივთიერების წარმოქმნის პროცესებს, ხოლო ჟანგბადის მოხმარება სუნთქვის და ლპობის დროს მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად, ვიდრე ფოტოსინთეზის პროცესში. 100მ სიღრმეზე უფრო ღრმა ფენებში ჟანგბადი აღარ წარმოიქნება, აქ მიმდინარეობს მხოლოდ მისი მოხმარება. ამიტომ ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საკმარისია სიცოცხლის არსებობისთვის, არის შავი ზღვის მხოლოდ ზედაპირულ ფენებში.
ზოგჯერ საუბრობენ იმაზე, რომ გოგირდწყალბადი გაჩნდა შავ ზღვაში მისი დაბინძურების შემდეგ და რომ მისი რაოდენობა ისე მკვეთრად იზრდება, რომ ზღვა არის კატასტროფის საზრვარზე. რა თქმა უნდა გოგირდწალბადმა გამოიწვია რიგი ცვლილებები, მაგრამ ის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, არამედ არის ამ ზღვის ერთ-ერთი უცნაური თვისება.
შავ ზღვაში ჟანგბადის არარსებობის და გოგირდწყალბადის არსებობის გამო არ აღინიშნება წყალღრმა ფაუნა, რაც ამცირებს მის ბიომრავალფეროვნებას.
This post has been edited by Jaguar paw on 6 Nov 2012, 16:11